„ბიზნესისთვის წლის ყველაზე ნეგატიური მოვლენა“ - ბიზნესმენები „ოქროს სიის“ გაუქმების შედეგებს აფასებენ

„ბიზნესისთვის წლის ყველაზე ნეგატიური მოვლენა“ - ბიზნესმენები „ოქროს სიის“ გაუქმების შედეგებს აფასებენ

access_time2019-12-11 10:50:48

კომპანიების ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმების ბრძანებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა  ივანე მაჭავარიანმა ხელი მიმდინარე წლის 31 მაისს მოაწერა. ბრძანების თანახმად, 217 კომპანიას იმპორტის გადასახდელების გადახდა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში დაეკისრა. ცვლილებიდან 5 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ბიზნესი აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგებს დღემდე იმკის.


„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ბიზნესი „ოქროს სიის“ გაუქმებას შეეგუა, სხვა გზა არ იყო. თუმცა მთავარი პრობლემა რაც მაშინ ბიზნესს დაუდგა, „ქეშის“ დეფიციტის შექმნა იყო და კომპანიები იძულებულნი გახდნენ ან სხვაგვარად გადაწყობილიყვნენ ან დამატებითი საბანკო რესურსი მოეზიდათ. ფაქტობრივად, პრობლემა შექმნა იმან, რომ დამატებითი საბანკო რესურსის მოძიებამ, კომპანიებს დამატებითი პროცენტების გადახდა დააკისრათ, რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახა როგორც არსებულ ფასზე, ასევე მთლიანად ბიზნესზე. ვთვლი, რომ ეს ბიზნესისთვის წლის განმავლობაში ყველაზე ნეგატიური მოვლენა იყო“, - განაცხადა „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ.


საქართველოს ბიზნესასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძეც მიიჩნევს, რომ „ოქროს სიის“ გაუქმება ბიზნესისთვის დიდი დარტყმა იყო, თუმცა, იმედოვნებს, რომ მსგავსი გაუფრთხილებლობა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან აღარ იქნება.


„ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით არის პოზიტივი, თუმცა, იყო გარკვეული შენიშვნები, რომელიც ძირითადად შეეხებოდა ბიზნესთან კომუნიკაციის ნაკლებობას. ბოლო პერიოდში ვითარება გამოსწორდა. „ოქროს სიის“ გაუქმება და მასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ნეგატიურად აისახა ბიზნესზე, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მსგავსი რამ ასე გაუფრთხილებლად აღარ მოხდება.



ყალბი აქტივების შექმნამ ბუმერანგივით გავლენა მოახდინა იმ შეღავათებზე, რომელიც „ოქროს სიის“ კომპანიებს ჰქონდა, ეს იყო ერთ-ერთი ტრიგერი, რამაც შემდეგ კომპანიების ნაღდ ფულზე ნეგატიურად იმოქმედა. მათ მოუწიათ ბანკებიდან თანხის გამოტანა და შესაბამისად, ფინანსური ხარჯის გაზრდა. მთავარი პრობლემა ამ სიის გაუქმებაზე მეტად ის ფორმა იყო, როგორც ეს მოხდა, ანუ როდესაც შესაბამისი დაინტერესებული პირების ინფორმირება დროულად არ მოხერხდა.


ალბათ ადმინისტრაციულ ორგანოსაც აქვს ამაზე ახსნა. სავარაუდოდ, ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ კეთილსინდისიერი გადამხდელები, მათ ეს ინფორმაცია წინასწარ არ უნდა მიეღოთ. ამიტომ ყველამ გვიან გავიგეთ. ახლა ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან და  აქტიურად ვმუშაობთ დანაკარგების თემაზე. ახალი საგადასახადო კანონმდებლობით დანაკარგები 15%-იანი მოგების გადასახადით უნდა დაბეგროს, ამ კუთხით ელექტროსადგურებს მოუხსენით გადასახადები და იმედი გვაქვს, რომ წარმოების და საცალო გაყიდვების კუთხითაც  ეს საკითხი მოგვარდება“, - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.


შეგახსენებთ,„ოქროს სიაში“ მყოფ კომპანიებს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას გამარტივებული პროცედურებითა და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით სარგებლობა შეეძლოთ. კერძოდ, „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე იმპორტის გადასახდელების ვადად 30 დღე იყო განსაზღვრული. „ოქროს სიის“ გაუქმების შედეგად, ყველა კომპანია დაბეგვრის ერთიანი რეჟიმით სარგებლებს და გადასახდებს, საქონლის გაშვებიდან 5 დღის ვადაში იხდის.


ნინო თამაზაშვილი





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up