ბიზნესისთვის გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მიუხედავასდ იმისა რომ ეს არ
არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება, არ შეიცვლება. ჩვენი
კონსულტაციები თბილისი ენერჯისთან ასე დასრულდა. შეიძლება ბიზნესს ეზრდებდეს ხარჯები,
მაგრამ ხედავს, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს არის
რთული წელიწადი. თუკი ნემბისმიერი ბიზნესი მეტად ჩახედავს შიდა რესურსებს , ალბათ შეიძლება
მეტად გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ასეც მოხდა, — განაცხადა ნათია თურნავამ.