ბიზნესისთვის აუცილებელი კანონები, რომლისთვისაც პარლამენტმა 4 წლის განმავლობაში ვერ "მოიცალა"

ბიზნესისთვის აუცილებელი კანონები, რომლისთვისაც პარლამენტმა 4 წლის განმავლობაში ვერ "მოიცალა"

person access_time2016-10-11 10:30:47

უახლოეს მომავალში ქვეყანაში მეცხრე მოწვევის პარლამენტი დაიწყებს მუშაობას. მართალია, ამ დრომდე უცნობია რა შედეგით დასრულდება არჩევნები, თუმცა, ფაქტია, რომ ახალ, მეცხრე მოწვევის  პარლამენტს და განახლებულ მთავრობას იმ კანონპროექტებზე მოუწევს მუშაობა, რომლის მიღებაც „ქართული ოცნების"  პირველი მოწვევის  პარლამენტმა ვერ შეძლო.

 


„კომერსანტი" მუდმივად წერდა იმაზე, რომ მიღებულ კანონებზე მეტად მერვე მოწვევის პარლამენტმა საზოგადოებას თავი უფრო იმ კანონპროექტებით დაამახსოვრა, რომელთა დამტკიცებისადმი დიდი მოლოდინი იყო, თუმცა მათი კანონად ქცევა ვერ მოხერხდა და ისინი დეპუტატებმა დასამტკიცებლად მომდევნო მოწვევის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დაუტოვეს.


"კომერსანტმა" მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული კანონპროექტები გაიხსენა.

 

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეფორმა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ წამოიწყო საპენსიო რეფორმაა. რეფორმა ძალაში 2017 წელს უნდა შევიდეს და ის ეტაპობრივად დაგროვებით პენსიაზე გადასვლას გულისხმობს. მომზადებული კანონპროექტის თანახმად, დაგროვებითი პენსია არასავალდებულო და ნებაყოფლობითია.

 

დღეს არსებული მოდელის შესაბამისად, საპენსიო რეფორმა ორი კომპონენტისგან შედგება - პირველი - შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს და მეორე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა. დაგროვებითი მოდელის კონცეფციის თანახმად, თანამონაწილეობის პრინციპი იქნება შემდგნაირი, კერძოდ, საპენსიო ფონდში მოქალაქე განახორციელებს 2%-იან შენატანს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან მას საპენსიო ანგარიშზე დამატებით 2-2% გადაურიცხონ. მთლიანი შენატანი 6% იქნება. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2017 წლის ოქტომბრიდან მოხდება.


 

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონპროექტის განხილვა-დამტკიცება ვერ მოასწრო მერვე მოწვევის პარლამენტმა. კანონპროექტის საბოლოო სახე ჯერ მზად არაა. მთავრობა კანონის ამოქმედებას 2018 წლიდან გეგმავს, თუმცა საბანკო სექტორის ნაწილი ვადის 2020 წლამდე გადაწევას ითხოვს.


არსებული კანონპროექტის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე, როგორც ცნობილია დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში. შესაბამისი ფონდის მოცულობა თავდაპირველად 20 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც სრულად კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ.


სამშენებლო კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოდან მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე მისი განხილვა პარლამენტში არ მომხდარა. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტრო და დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ არსებული კოდექსი მოძველებულია და ის დარგის გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. ახალი კოდექსის თანახმად, მშენებარე ობიექტს ზედამხედველობა ან სახელმწიფომ ან კერძო აკრედიტებულმა ინსპექტორმა უნდა გაუწიოს. სავალდებულო ხდება არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირებაც. შემოდის საჯარო სივრცეებთან მიჯნის ზონის ცნებაც.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები შეჩერებული მშენებლობების განახლებისთვის მთავრობისგან საგადასახადო შეღავათებს ამ  დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი, „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ  აღნიშნულ საკითხზე  მერია და შემოსავლების სამსახური მუშაობდა, მექანიზმიც შემუშავებული იყო. თუმცა როსტომაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი დროში გახანგძლივდა.

 

2015 წლის თებერვალში მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს.

 

მოგვიანებით თბილისის მერმა დავით ნარმანია განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა მზად არის კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ მშენებლობებს.

 

პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები საგადასახდო კოდექსშიც დაამტკიცა. მაშინ ფინანსთა მინისტრი მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება და ასევე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება. აღნიშნული შეღავათი კი იმ ობიექტებს შეეხება, რომელზეც მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტომდეა გაცემული. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საკითხს დაყენებიდან დღემდე თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა საქმე წინ არ წასულა. როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ ამ თემას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდებოდა

 

გაჭიანურებულ კანონპროექტებს შორის არის კანონი „სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების" შესახებაც, რომელიც არარეზიდენტ პირებზე მიწის მიყიდვის წესებს არეგულირებს.

 

უცხოელებზე მიწის მიყიდვის დარეგულირება „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უცხოელებსა და უცხოურ ფირმებზე მიწის გასხვისებაზე მორატორიუმით დაიწყო. მიწის გასხვისების აკრძალვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა. ვადის ამოწურვამდე კი მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ. კანოპროექტი მინისტრთა კაბინეტმა 2014 წლის სექტემბერში მიიღო, თუმცა, პროექტს კანონის ძალა ამ დრომდე არ მიუღია. მოხსნილია მხოლოდ მორატორიუმი.


 

საქმე ისაა, რომ პროექტს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესომბუდსმენის აპარატი პარლამენტის კომიტეტებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 2015 წლისთებერვალში განიხილეს, თუმცა, შემდგომ განხილვები აღარ ჩატარებულა. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ წინასწარი ანალიზის გარეშე დაიწყო რეგულაციებზე მუშაობა, შემდგომ კი, ოპონენტების მოსაზრების გათვალისწინებით, შეაჩერა ეს პროცესი.

 

მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი. მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც, ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში. სამაგიეროდ, უცხოელს რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო-სამეურნეო მიწას,შეეძლებაგახდეს ამ მიწის მესაკუთრე.

 

ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ მხოლოდ შემდეგი წესების დაცვით: თუკი მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირისშემთხვევაში, მას პარალელურად უნდა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება.

 

 

 

ერთ-ერთი ინიციატივა, რომლის მიღებაც წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში ვეღარ მოესწრო, ონლაინ სესხების კომპანიების რეგულირებას უკავშირდება. ონლაინ სესხების შეზღუდვის საჭიროებაზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლის მარტში ისაუბრა. მაშინ მინისტრი აცხადებდა, რომ ონლაინ სესხების მიმართულებით რეგულირება უნდა არსებობდეს. მისი ინფორმაციით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.




"ალბათ, უახლოეს მომავალში ჩვენ ვნახავთ ამ რეგულაციებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სესხებზე, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის პრეროგატივა და ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს ეს. ჩემი მონაცემებით, მათი ხედვა ემთხვევა ჩემს ხედვას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მიუხედავად ამ პათოსისა, რეგულაციების მიღება დღემდე ვერ მოხერხდა.

 


კიდევ ერთი კანონი, რომლის მიღებაც მერვე მოწვევის პარლამენტის პირობებში ვერ მოხერხდა, თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალ რეგულაციებს ეხება. ახალი რეგულირების შესახებ ამ დროისთვის მხოლოდ კანონპროექტი არსებობს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ შეიტანა, თუმცა მისი განხილვა გადაიდო.



კანონპროექტისადმი პარლამენტში ერთგვაროვანი მიდგომა არ არსებობდა, რამდენადაც დეპუტატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ასეთი დოკუმენტის მიღება ნაჩქარევად არ შეიძლებოდა.

 

 



 

გაჭიანურებული კანონპროექტების ნუსხაში ხვდება ანტიდემპინგური კანონიც. კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2014 წლის იანვარში ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. კვირიკაშვილის თქმით, კანონის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვაა.მაშინ კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ კანონმდებლობა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებოდა და შეიძლება იმპორტიორისთვის მიუღებელი, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლისთვის მოსაწონი ყოფილიყო.



ყოფილი მინისტრისა და ამჟამად პრემიერის პროგნოზმა გაამართლა - ანტიდემპინგურ კანონპროექტს ბიზნესის ნაწილი მართლაც უარყოფითად შეხვდა და ეს კონკურენციის შეზღუდვად აღიქვა.

 



ანტიდემპინგური კანონპროექტი უკვე დიდი ხანია პარლამენტიდან მთავრობამ გამოითხოვა. როგორც პარლამენტარი თემურ მაისურაძე „კომერსანტთან" მიმდინარე წლის მაისში აცხადებდა, კანონპროექტში დასამატებელი იყო იმ დოკუმენტების სია, რომელიც საჭიროა დემპინგური ფასების ბრალდებით კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად. თუმცა, ამ დრომდე მთავრობას კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოსთვის არ დაუბრუნებია.

 


პარლამენტარი მაშინ ფიქრობდა, რომ კანონპროექტის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ „ვიღაცას ამის მიღება არ სურს".



ბიზნესმა დამატებით რეგულაციად აღიქვა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"კანონპროექტიც, რომლის ინიციატორი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია. კანონპროექტის განხილვები პარლამენტში მიმდინარეობდა, თუმცა მისი დამტკიცება ამ დრომდე არ მომხდარა. კანონპროექტს ბიზნესის შენიშვნები ახლავს. ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, აღნიშნული კანონი ბევრი კომპანიის დახურვასა და გაკოტრებას გამოიწვევს. კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს. კანონი 2014 წელს უნდა ამოქმედებულიყო.


 

2017 წლის 31 დეკემბრამდეა გადადებული სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაბოლოს ავტოტექდათვალიერების შემოღების გადადების გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღეს. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ცვლილების გადადების ინიციატივით 2015 წლის თებერვალში მიმართა. შედეგად, ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ევროდირექტივებით კი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ამოქმედების ვადა საქართველოს 2019 წლამდე აქვს.

 


ხელისუფლებამ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ვადის გადატანის გადაწყვეტილებაც მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გასულ წელს ამ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება და მსგავსი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მიმდინარე წლის მარტიდან უნდა მომხდარიყო, ვადამ 2017 მომდევნო წლის 1 იანვრამდე გადაიწია.


ავტოდილერები კანონპროექტის ამოქმედებას ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ რეგულაციის ამოქმედებით უამრავი კომპანია გაკოტრდება.


 

აზარტული თამაშების შეზღუდვის თემა, ბოლო მოწვევის პარლამენტში არაერთხელ იდგა დღის წესრიგში. ამ მიზნით სპეციალური საპარლამენტო კომისიაც შეიქმნა, რომელსაც საკითხზე ბაზრის მოთამაშეებთან ერთად უნდა ემუშავა, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება  არ მიიღეს და კომისიის მუშაობამ ფორმალური სახე მიიღო.



მმართველი გუნდი აზარტული თამაშების ხელმისაწვდმობის შეზღუდვის თემაზე მიმდინარე წლის სექტემბერშიც ალაპარაკდა. ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეთანხმება აზარტულ თამაშებზე არასრულწლოვნებისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესებას.



 



ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
access_time2019-12-10 12:10:27
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს...

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“
access_time2019-12-10 10:00:33
„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“, - ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც ცნობილია,სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ილოცებს. ირაკლი ყიფიანმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააგენტო...


მსგავსი სიახლეები

up