„ბიზნესის მხარდაჭერა არის ნული“ -  რესტორანი „დიარონი“

„ბიზნესის მხარდაჭერა არის ნული“ - რესტორანი „დიარონი“

access_time2021-12-15 12:00:38

საქართველოში „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ ზუგდიდში მდებარე პოპულარული რესტორანი „დიარონი“ ფაქტობრივად გაჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ რესტორნის დირექტორმა მამუკა ნაყოფიამ უთხრა, 1-ლი დეკემბრის შემდეგ რესტორნისთვის ყოველი დღე „მინუსია“.



“მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდა, ყველაფერი გაჩერდა, მომხმარებელი ფაქტობრივად აღარ გყავს. გვქონია შემთხვევები, რომ მოსულან და მწვანე პასპორტის არ ქონის გამო გაგვიბრუნებია, რა ვქნა - ვერ ვუშვებ, მომხმარებელიც თითქმის აღარ არის და ყოველ დღე მინუსებზე გავდივართ.

დეკემბრამდე ასე თუ ისე ვმუშაობდით, ყოველ შემთხვევაში რესტორანი თავს და პერსონალს ინახავდა, ზარალი არ გვქონია, ზაფხულის სეზონზე კარგი მუშაობა გვქონდა, აგვისტოში კმაყოფილები ვიყავით, ხალხი სამოგზაუროდ სხვა ქვეყნებში ვერ მიდიოდა და მთელი ფული აქ დაიხარჯა, მაგრამ იმისთვის რომ რაღაც დანაზოგი გაკეთდეს, ერთი თვე საკმარისი არ არის“, - აღნიშნა მამუკა ნაყოფიამ.



მამუკა ნაყოფიამ სრული ლოკდაუნის დროს რესტორნის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ რესტორანი გატანის სერვისზე მუშაობდა, თუმცა დღეს შეკვეთები გატანის სერვისზეც აღარ არის. მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ახალი წლის შემდეგ იძულებული გახდება, რომ თანამშრომლები შეამციროს.



„როდესაც ქვეყანაში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა, მხოლოდ გატანის სერვისზე გადავერთეთ, იმდენი თანამშრომელიც არ გვყავდა დატვირთული და თავს ვინახავდით, ახლა როცა რესტორანი გახსნილია და ხალხი არ არის, ჩვენთვის ყოველი დღე ზარალია, არავინ არაფერში არ გვეხმარება. ბიზნესისთვის ხელშეწყობა არის ნული.

ახლა მომიწევს, რომ პერსონალი შევამცირო, ახალ წლამდე როგორმე უნდა შევინარჩუნო და მერე გავუშვა, მათაც ხომ თავისი სესხები და ვალდებულებები აქვთ. 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედებულმა შეზღუდვებმა ძალიან დაგვაზარალა. რაც შეეხება გატანის სერვისს, შეკვეთები მაგ მხრივაც შეგვიმცირდა, თუ პანდემიის დროს დღეში 20 შეკვეთას ვაღებდით, ახლა შეიძლება იყოს 5, ხშირად ეგეც არ არის“, – აღნიშნა მამუკა ნაყოფიამ.

 


რესტორნის დირექტორი ფიქრობს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად რეგულაციების გარდა ბიზნესს შეღავათებიც უნდა დაუწესდეს.

 


„არც კომუნალურ და არც საშემოსავლო გადასახადებში არავინ არ გვეხმარება, მე ყველანაირ რეგულაციაზე თანახმა ვარ და ვასრულებ, აცრებიც უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეორე მხრიდანაც ხომ უნდა გაკეთდეს რაღაც, აქეთ სესხები და სხვა ათასი ვალდებულება გვაქვს, სახელმწიფოსგან დახმარება კი ნულია“  აღნიშნა მამუკა ნაყოფიამ 



საქართველოში „მწვანე პასპორტი“ 1- ლი დეკემბრიდან მოქმედებს. „მწვანე პასპორტის“ გარეშე მომხმარლები კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში,  მუზეუმებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სპა-ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე არ დაიშვებიან.  


 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up