ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და თიბისი სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და თიბისი სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

access_time2020-12-11 10:18:14

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და თიბისის შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, თიბისი BTU-ს ფინანსური მხარდამჭერი გახდა როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო პროექტების ფარგლებში. თიბისი იზრუნებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებასა და მათ ჩართულობაზე თიბისის როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში. თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტში მოეწყობა და ტექნიკურად აღიჭურვება სტუდენტური სივრცეები.

პარტნიორობის შედეგად, თიბისისთან ერთად განვითარდება უნივერსიტეტში არსებული გლობალური სტარტაპ ფონდის ქსელი, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობით; გაიზრდება სტარტაპების ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობები; თიბისის პროგრამა „სტარტაპერისა" და უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით, დაიგეგმება არაერთი ღონისძიება და აქტივობა. ასევე, „სტარტაპერი" BTU უნივერსიტეტის ყოველწლიური დემო დღის მხარდამჭერი იქნება.

BTU-ს სტუდენტები ისეთ პროექტებში ჩაერთვებიან, როგორებიცაა:

„თიბისი კემპი" - „თიბისი კემპი" ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტური პროგრამაა და მსურველებისთვის მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემა და მათთვის საინვესტიციო საბანკო საქმის უკეთ გაცნობაა. პროგრამა საჯარო ლექციებთან ერთად, ბიზნეს-ქეისების განხილვასა და რეალური საინვესტიციო სიტუაციების განხილვას გულისხმობს.


სტარტაპერი - „სტარტაპერი" თიბისის პროგრამაა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. სტუდენტებისთვის სტარტაპკურსი ლექცია-სემინარებს, პრაქტიკულ დავალებებსა და ფინასნურ მოტივაციას მოიცავს. „სტარტაპერი" BTU უნივერსიტეტის ყოველწლიური დემო დღის მხარდამჭერი იქნება.

თიბისი IT აკადემია - თიბისი IT აკადემია კომპანიის CSR პოლიტიკის ნაწილია და ის საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.

თაობა XXI - პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის III და IV კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თიბისიში სხვადასხვა მიმართულებით სტაჟირება გაიარონ. სტუდენტები 6 თვიდან 1 წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან და მათ ლექციებზე მორგებული გრაფიკი ექნებათ.

,,BTU-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თიბისისთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას. როგორც ქვეყნის მოწინავე ფინანსური ინსიტიტუცია, თიბისი ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნეს სექტორისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების აქტიური კონტრიბუტორია. ეს ხედვა BTU-ს მისიას პირდაპირ პასუხობს და გვჯერა, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტები, სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება საქართველოს საგანმანათლებლო და ინოვაციურ ეკოსისტემაში'', - მიხეილ ბატიაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„ახალი თაობა და ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ასევე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია განათლებასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით თიბისი რამდენიმე წელია არაერთ პროექტს ახორციელებს და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას აქტიურად ეთანამშრომლება. ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა გავხდეთ იმ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორები, რომელიც სრულ თახნვედრაშია თიბისის ფასეულობებთან. BTU უნივერსიტეტი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებითა და ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით, საქართველოში დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტ ,,სილიკონ ველი თბილისის'' ფარგლებში, 2016 წელს დაარსდა და ის ორიენტირებულია ახალი თაობისთვის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნის მიცემაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე, ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.

R

თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up