ბიზნესის, ტურიზმის და ჰაი-ტექის სფეროებში საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება

ბიზნესის, ტურიზმის და ჰაი-ტექის სფეროებში საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება

access_time2017-02-24 10:00:39

24 თებერვალს, 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლი" ისრაელიდან ჩამოსული 100-მდე სტუმრის - ისრაელის მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, ბიზნესმენების, ფინანსისტების, იურისტების, ისრაელში საზოგადოებრივი აზრის შემქნელების მონაწილეობით, გამართავენ 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას.

 

 

როგორც „კომერსანტს"საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატიდან აცნობეს, ონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის" ხელმძღვანელობა.

 

 

დავით ნარმანია ისრაელელ სტუმრებს გააცნობს თბილისის საინვესტიციო პოტენციალს და იმ საინვესტიციო პროექტებს, რომელსაც თბილისის მერია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან თანამშრომლობით განახორციელებს, როგორც გასული წლების წარმატებული ორმხრივი ვიზიტების გაგრძელებას.

 

 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლის" სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო უკეთ გაცნობას ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობისთვის, მისი პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაციას.


 

 


ბიზნეს პალატის ხელმძღვანელისა და „ისრაელის სახლის" დამფუძნებლის, იციკ მოშეს თქმით, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, წელს საქართველოს კიდევ ეწვევა საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი 500-მდე წარმომადგენელი ისრაელიდან, ხოლო კომპანია „დორონ თრეველი" ისრაელიდან 10 ათასი ტურისტის შემოყვანას გეგმავს. ისრაელელებისა და მსოფლიო ებრაელობისთვის შემუშავდა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალი მარშრუტიც. მასში მოექცევა თბილისში ქართველი შინდლერების ხსოვნის პარკიც, რომელის გახსნაც, „ისრაელის სახლის" ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, წელს, გაზაფხულზე იგეგმება.

 

 


საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატა წელს ორგანიზებას გაუკეთებს, აგრეთვე, ორ ბიზნეს ფორუმს, ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის დავალებით აქტიურად ჩაერთვება ისრაელ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

 

 


2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე საუბარი შეეხება აგრეთვე, ჰაი-ტექსა და სოფლის მეურნეობაში ისრაელის წარმატებული მოდელების გადმოტანას, ისრაელიდან ინვესტიციების მოზიდვის საკითხს, ახალ ბიზნესპროექტებს, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

 

 


ღონისძიებას ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის" ხელმძღვანელი იციკ მოშე წარუძღვება.

 

 

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up