ბიზნესის სტრატეგიის შეცვლა, როგორც პანდემიის შედეგებთან ბრძოლის იარაღი

ბიზნესის სტრატეგიის შეცვლა, როგორც პანდემიის შედეგებთან ბრძოლის იარაღი

access_time2021-07-22 16:00:07

ყვავილები, გასართობი ცენტრები, კლასიკური ტანსაცმლის სეგმენტი, პარფიუმერია და სარიტუალო სერვისები - ეს ის ბიზნესებია, რომლებსაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მეტად უჭირთ. შესაბამისად, ბევრმა კომპანიამ სტრატეგია შეცვალა და სადაც შესაძლებელი იყო, ონლაინ გაყიდვაზე გადაერთო, ან ახალი საქმე წამოიწყო. ზოგმა ვერ გაუძლო და გაკოტრდა.

 

მეწარმეების ნაწილმა ამ გამოწვევას თავი მეტნაკლებად გაართვა, რომელთა შორისაა გარდაბანში მცხოვრები ბიზნესმენი პაატა რაჭველიშვილი. იგი მუნიციპალიტეტში ხის საამქროსა და ბოსტნეულის სათბურს ფლობს. ეპიდემიამდე რაჭველიშვილი  ყვავილების ბიზნესით იყო დაკავებული.

 

მან პანდემიის გამო შექმნილ კრიზისს თავი დააღწია, რასაც სტრატეგიის შეცვლით მიაღწია.

 

„რამდენიმე წლის წინ ჰოლანდიური ვარდები მოვაშენეთ, დაახლოებით 15 000 ნერგი, წარმოების გაფართოებას ვგეგმავდით, მაგრამ  კოვიდი გამოჩნდა და მთელი ბიზნესი ჩაგვივარდა. ამიტომ ყვავილების სათბურიდან აქცენტი ბოსტნეულ კულტურებზე გადავიტანეთ, ვარდი 100%-ით ჩაანაცვლა სალათის ფოთლებმა და ამან გაამართლა. სამწუხაროდ, არც პერსპექტივა ჩანს, რადგან ცხადია, რომ წელს და შემგომი 2-3 წლის განმავლობაში ყვავილების ბიზნესი ტრენდული აღარ იქნება და ამიტომ ვაპირებთ, ისევ ბოსტნეულის ხაზი განვავითაროთ. ყვავილებს ახლა მხოლოდ ინტერიერის გალამაზების ფუნქცია მივანიჭეთ. ალბათ, ეს დროც დაბრუნდება, მაგრამ პანდემიისას ყვავილების ბიზნესი აშკარად წამგებიანია. ვფიქრობ, დროულად მოვახდინე რეაგირება. ყვავილების იმედად რომ ვყოფილვიყავთ, დღეს შეიძლება არც გვეარსება. ვფიქრობთ, ამ სიტუაციას გავუძლებთ, მთავარია არ დაგვკეტონ. კიდევ ერთ შეზღუდვებს ეკონომიკა, ქართული ბიზნესი ვერ გადაიტანს“, - აღნიშნავს ბიზნესმენი ,,კომერსანტთან“ საუბარში.


 

სპეციალისტების აზრით, სტრატეგიის შეცვლა მეტნაკლებად ყველა ბიზნესში მოხდა, თუმცა არის დარგები, რომლებიც პანდემიამ თითქმის მიწასთან გაასწორა. ამის შესახებ საუბრობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტრორი, პროფესორი პაატა აროშიძე.

 „ბიზნესები დარგიდან დარგში იშვიათად გადადიან, მაგრამ სტრატეგია შეცვალეს.  განსაკუთრებით მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიებმა, აქცენტები ძირითადად დისტანციურ სერვისებზე გადაიტანეს. ზოგმა ეს მიმართულება შეზღუდვების მოხსნის მიუხედავადაც შეინარჩუნა.  ბევრმა საკმაოდ დიდი დანაკარგი მიიღო, მაგალითისთვის სასტუმროებს, შემოსავლები თითქმის მასიურად შეუმცირდათ. პანდემიამ გამოიწვია, რომ მოერგონ რეალობას, სხვა გამოსავალი არც აქვთ. ვერ წარმომდიგენია ბიზნესმენი, თანამედროვე მენეჯერი, ვინც ძველებურად აგრძელებდეს მომხმარებლებთან თანამშრომლობას. ყველაზე მეტად კი გაუჭირდა გასართობ ინდუსტრიას, ასევე სარიტუალო დარბაზებს, რადგან ქორწილები და ქელეხები იმ ოდენობით არ არის, როგორც უნდა იყოს. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაზრობებზე რომ ჩაიაროთ, კლასიკურ ტანსაცმელს ვეღარ ნახავთ,  ბრენდულ მაღაზიებში შემორჩენილია, მაგრამ ბაზრობებზე ამ სეგმენტისთვის ადგილი აღარ არის. პრობლემაა პარფიუმერულ ბიზნესშიც“, - განაცხადა აროშიძემ ,,კომერსანტთან“.

 

ამდენად, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, პანდემიის გამო კომპანიები  დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. სავარაუდოდ, მომავალში  ისეთი ბიზნესები იქნება პრიორიტეტული, რომლებიც ელექტრონულ სივრცეში მუშაობენ, IT ტექნოლოგიები და სხვა, ხოლო მომსახურების მფეროს, ჯერჯერობით, პოზიციების აღდგენა გაუჭირდებათ.

 

 მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up