ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი – Starbucks-ი გაუყიდავ საკვებს გაჭირვებულ ადამიანებს გადასცემს

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი – Starbucks-ი გაუყიდავ საკვებს გაჭირვებულ ადამიანებს გადასცემს

person access_time2016-03-23 19:00:49

Starbucks-ს სურს, რესტორნებში დარჩენილი საკვები გაჭირვებულ ადამიანებს გადაეცეს. კომპანიის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია Feeding America-სთან თანამშრომლობის საფუძველზე 7,000 ამერიკული რესტორნიდან დარჩენილი საკვები მშიერ ადამიანებს მოხმარდებათ. 


Starbucks-ი არ არის პირველი კომპანია, რომელიც დარჩენილი საკვების დონაციას აკეთებს - აღნიშნული საქველმოქმედო საქმიანობით ისეთი ბრენდები არიან დაკავებულები, როგორებიცაა Chipotle, Cheesecake Factory, Yum! KFC, Taco Bell, Darden's და Olive Garden-ი. თავად Starbucks-ი Food Donation Connection-ში (საკვების დონაციის კავშირი) 2010 წლიდან არის ჩართული. „გასულ პერიოდში Starbucks-ის მიერ საკვების დონაცია უწყვეტ რეჟიმში არ მიმდინარეობდა,“ – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა, ერინ შეფერმა. 

 

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შეფასებით ქვეყანაში საკვების 30-40% ნაგავში იყრება. ამის პარალელურად, ამერიკაში საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსახლეობას საკვებზე წვდომა არ აქვს. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიხედვით, 2014 წელს ყოველ მეშვიდე ამერიკელს საკვების მოპოვების პრობლემა ჰქონდა. „ყოველთვის ვცდილობ, თანამედროვე სოციალურ პრობლემებში კარგად გავერკვე. ამერიკაში ერთ-ერთი პრობლემა კი ის არის, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ რაოდენობას საკვებზე წვდომა არ აქვს,“ – განაცხადა Starbucks-ის გენერალურმა დირექტორმა, ჰოვარდ შულცმა. Starbucks-ი 2016 წლის ბოლომდე 5 მილიონის ღირებულების საკვების - სალათების, სენდვიჩებისა და პანინების დონაციას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ჩაატარა კვლევა (რაშიც ინვესტიციაც ჩადო), თუ როგორ შეიძლება მშიერი ადამიანებისათვის საკვების მაქსიმალურად უსაფრთხოდ მიწოდება ისე, რომ ტრასპორტირებისას არ გაფუჭდეს.

 

მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან საფრანგეთში სუპერმარკეტებს საკვების გადაყრა კანონმდებლობით აეკრძალათ. საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მსგავსი კანონი ამოქმედდა.



კანონის თანახმად, მაღაზიები ვალდებულნი გახდნენ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ პროდუქტები, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ. 


სენატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ითვალისწინებს იმ სუპერმარკეტების დაჯარიმებას, რომლებიც საკვებს გაანადგურებენ, თუმცა რაში გამოიხატება სასჯელი, არ კონკრეტდება.

 

ერთერთი ფრანგი პარლამენტარის განცხადებით, ახალი კანონის შედეგად საკვების მიღებას  10 მილიონი ადამიანი შეძლებს.

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, 2015 წელს მსოფლიოში დაახლოებით 790 მილიონი ადამიანი შიმშილობდა. მოხსენებაში საუბარია, რომ მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა მცირდება მიუხედავად სტიქიური უბედურებებისა, შეიარაღებული კონფლიქტებისა და საერთო პოლიტიკური არასტაბილურობისა. 25  წლის წინ ეს რიცხვი მილიარდს აჭარბებდა.

 



„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ
access_time2021-01-26 12:55:00
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება
access_time2021-01-26 19:00:34
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს კრიპტოვალუტის უკანონო მომპოვებლების წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა. აფხაზი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეს ზომა ნაწილობრივ მაინც შეამცირებს ვირტუალური ვალუტის მოპოვებას, რომელიც რესპუბლიკის ენერგოსისტემას ანგრევს და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით...


მსგავსი სიახლეები

up