ბათუმელი და ზუგდიდელი მეწარმეები ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს გაეცნენ

ბათუმელი და ზუგდიდელი მეწარმეები ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს გაეცნენ

access_time2019-09-23 13:58:38

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს ბათუმელი და ზუგდიდელი მეწარმეები გაეცნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.ელექტრონულმა სერვისებმა მომხმარებლებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივა, ხოლო დოკუმენტის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა.


ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს პორტალ www.my.gov.ge მეშვეობით, ონლაინ შეუძლიათ. ელექტრონულადვეა შესაძლებელი პორტალზე განცხადებების შეტანა სუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, სუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით. შპს-ს პარტნიორებს კი რეესტრი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორთა კრებები ელექტრონულ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები ელექტრონულადვე განახორციელონ. პორტალზე ხელმისაწვდომი მომსახურებები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებელს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს.


შეხვედრის მონაწილეებს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ინტერნეტრესურსების გამოყენების შესახებ ინსტრუქციასთან ერთად, სააგენტოს მიერ შემუშავებული ნიმუშებიც გააცნეს,რომლებიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა napr.gov.ge/pol წარმოდგენილი. შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ და ყველა ის უპირატესოსობა განემარტათ, რაც ელსერვისების მოხმარებას თან ახლავს. მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, ელექტრონული სერვისები ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს, ქაღალდის დოკუმენტებს ანაცვლებს და გარემოს უფრთხილდება.



შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული სერვისების გამოყენების მიზნით საჩუქრად გადაეცათ ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები, რომლითაც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი.ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. მორიგ შეხვედრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო როგორც დედაქალაქში, ასევე გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში ჩაატარებს.


საინფორმაციო კამპანია GIZ -გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის დისტანციური (ელექტრონული) სერვისების გამოყენების ხელშეწყობა ფარგლებში ხორციელდება.


„კომერსანტი“





„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს

„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს
access_time2020-04-03 11:25:28
„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში საქართველოს წითელი ჯვრისა და ქალაქ თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ მათთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საჭიროებების წინასწარ შემუშავებული სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში. აღნიშნული კამპანია „სმარტში“ გუშინ დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღეს....

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1550 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.1950 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1550 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.1950 ლარი ღირს
access_time2020-04-03 12:30:27
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1592-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1550-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1813 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1300 ლარად. „საქართველოს ბანკში“...

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი
access_time2020-04-03 11:51:20
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის...

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს
access_time2020-04-03 10:45:33
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს“, — ამის შესახებ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით,...

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...


მსგავსი სიახლეები

up