„თუ ხელისუფლება ბიზნესის მიმართ გარკვეულ მიდგომებს რადიკალურად არ შეცვლის, მოსახლეობა სრული სიღარიბისთვის იქნება განწირული“-ბიზნესის რჩევა მთავრობას

„თუ ხელისუფლება ბიზნესის მიმართ გარკვეულ მიდგომებს რადიკალურად არ შეცვლის, მოსახლეობა სრული სიღარიბისთვის იქნება განწირული“-ბიზნესის რჩევა მთავრობას

access_time2019-01-04 13:00:31

კომერსანტმა წინასაახალწლოდ ბიზნესმენები გამოკითხა თემაზე, თუ რას ურჩევდნენ ისინი მთავრობას. რადგან ვთვლით, რომ  თოთოეულის რჩევა და რეკომენდაცია მნიშვნელოვანია.  შეჯამების სახით თითოეულის რჩევას გთავაზობთ.

 

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეთავრობას ურჩევს უფრო ეფექტური გახდეს ბიუროკრატიული აპარატი და პროცედურები, რაც გულისხმობს იმას რომ, შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.  მისი განცხადებით, ეს სჭირდება ბიზნესს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს პროექტებში.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილის განცხადებით,  სასურველი და აუცილებელია, რომ მოხდეს სწორ ეკონომიკურ განვითარებაზე კონცენტრირება ყველა მმართველობის შტოს ფარგლებში და შესაბამისად, სწორი ეკონომიკური რეფორმების გატარება, რათა ქვეყანამ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. 


მისივე განმარტებით, შემოღებულ უნდა იქნას რეგულაციის გავლენის ანალიზი (RIA) კანონის დონეზე, რომელიც  იმგვარი კანონმდებლობის მიღებას უზრუნველყოფს, რომელიც ბიზნესგარემოს უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული. „მნიშვნელოვანია, რომ RIA  როგორც საკანონმდებლო, ისე სამთავრობო ნაწილში გაუმჯობესდეს“-აღნიშნავს ასლანიშვილი.


 მისივე განცხადებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე კერძო სექტორის ჩართულობის გააქტიურება.


„კერძო სექტორი საპენსიო რეფორმაში მეტნაკლებად იყო ჩართული. უბრალოდ, შეფერხება გამოიწვია კომუნიკაციის ხარისხმა. ვგულისმხობ, საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც კონკურენციის კანონთან დაკავშირებით იგეგმება. ვგულისხმობ ასევე  რეგულაციებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია კერძო სექტორს დაგვიანებით მიეწოდება. ეს ქმნის  იმის პრობლემას, რომ ჩვენ ადექვატურ რეაგირებას ვერ ვასწრებთ მნიშვნელოვან საკითხებზე,შედეგი კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაა.“-განმარტავს ასლანიშვილი.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ  ქვეყანაში დამკვიდრდეს ეგრეთ წოდებული განჭვრეტადობის პრინციპი, რომელიც წლებზე იქნება გაწერილი როგორ და რა ტიპის კანონმდებლობაზე ფიქრობს პარლამენტი რომ იმუშაოს. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რათა კერძო სექტორი მზად იყოს ამათუიმ ინიციატივების შემოტანისთვის. 


ასლანიშვილი მთავრობას სასამართლო რეფორმის გატარებას ურჩევს, რათა გარკვეული პრობლემატიკა, რომელიც სასამართლო სისტემის მიმართ არსებობს უფრო მოქმნილი, კვალიფიციური და მობილური  გახდეს. ასლანიშვილის განმარტებით, ქვეყანაში სხვადასხვა საკითხების  გადაწყვეტა ძალიან ოპერატიულად უნდა  ხდებოდეს.

 

ბიზნესმენი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და კომპანია„ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება მთავრობასა და ბიზნესს კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ.



მისი განმარტებით, ეფექტურ და პროფესიულ კომუნიკაციას მხოლოდ ერთი რამ მოაქვს შედეგად: ის აძლიერებს როგორც ბიზნესს, ასევე მთავრობას. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ფორმატში ჩვენ როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ბუნებრივია, გვაქვს კომუნიკაცია,თუმცა, როგორც ხელისუფლების ასევე ჩვენი მხრიდან არის ინტერესი და მზაობა, რომ კომუნიკაცია კიდევ უფრო გაიზარდოს.


ამ საკითხებზე ჩვენ გვქონდა საუბარი ხელისუფლებასთან და ვფიქრობთ, მომავალი წლიდან ჩვენს შორის პროფესიული ურთიერთობები კიდევ უფრო გახშირდება და დაიხვეწება, “-აღნიშნავს სოსო ფხაკაძე.


ბიზნესმენი, კომპანია Redix-ის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ თუ იქნება ერთობლივი კონსოლიდაცია, სამუშაო ადგილებზე ორიენტაცია და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა, ქვეყანა იმაზე მეტად წავა წინ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.


როგორც პაპაშვილი განმარტავს, აუცილებელია, ინსტიტუციონალური გაძლიერება, განსაკუთრებით ეკონომიკურ ბლოკში, უნდა მოხდეს ცენტრელიზება, პრემიერ-მინისტრზე სწორება და მის მიერ ეროვნულ ბანკთან ერთად სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება.


როგორც პაპაშვილი აცხადებს, ხელისუფლების უმთავრესი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს, რისთვისაც აუცილებელია ბიზნესის ხელშეწყობა.


მისი განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესში დღემდე ათობით მილიონი ლარია დახარჯული, მათ შორის, ხვნა-თესვაზე, სტარტაპებში, თუმცა, სამუშაო ადგილები ვერ იქმნება გამომდინარე იქიდან, რომ არ არის გადამზადებული სამუშაო ძალა. ქვეყანაში სამუშაო ადგილს მსხვილი ბიზნესი ქმნის. ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ მსხვილი ბიზნესი თუ მისცემს თავს უფლებას, რომ ეს ადამიანები გადაამზადოს და მათში ინვესტიცია ჩადოს.

 

არდი დაზღვევისდა კლინიკაპინეოს“  დამფუძნებლის, ბიზნესმენ არმაზ თავაძის განცხადებით, დღევანდელ სიტუაციაში შეუძლებელია ერთი რჩევით შემოიფარგლო. ქვეყანაში ისეთი მასშტაბური სიღარიბეა, რომ თუ სერიოზული სისტემური ცვლილებები დროულად არ გატარდა და თუ ხელისუფლება ბიზნესის მიმართ გარკვეულ მიდგომებს რადიკალურად არ შეცვლის, მოსახლეობა სრული სიღარიბისთვის იქნება განწირული. ცალკეული პრობლემების ერთჯერადად გადაწყვეტა შედეგს არ მოგვცემს. სისტემური ცვლილებებია საჭირო.


როგორც თავაძე განმარტავს, პირველი რიგის გამოწვევა -  ბიუროკრატიული აპარატია.მეორე ბარიერი სასამართლო სისტემაა, სადაც ნებისმიერი საქმის განხილვა ასევე განუსაზღვრელი ვადებით ჭიანურდება.შეუძლებელია ბიზნესს აწარმოებდე და სასამართლო სისტემასთან შეხებამ არ მოგიწიოს. თქვენ მითხარით, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეუქმნის ბიზნესს საფრთხეს,  ნიღბიანი მოძალადე თუ რომელიმე არაპროფესიონალი მოსამართლე ?


მესამე ურთულესი გამოწვევა განუვითარებელი კაპიტალის ბაზარია, რომელიც ბიზნესის განვითარებას მკვეთრად აფერხებს. ხელისუფლება ამ თემაზე მყარად დუმს. ეჭვი მაქვს, რომ მათ არ ესმით ამ თემის მნიშვნელობა.


მეოთხე პრობლემა, რომელსაც ბიზნესი პირველივე დღეს იგრძნობს, ეს არის უღარიბესი მომხმარებელი. რომელი ბიზნესი განვითარდება იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღარიბია, ანუ მომხმარებელს ყოველდღიური დასახარჯი თანხები არ გააჩნია.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up