„ბიზნესგარემო თავისუფალია, თუმცა, სასამართლოს მიმართ ნდობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება“

„ბიზნესგარემო თავისუფალია, თუმცა, სასამართლოს მიმართ ნდობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება“

access_time2020-02-28 13:00:48

„საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი შეიქმნას“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ქვეყნის მეთაური აცხადებს, რომ ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი. სწორედ ამიტომ „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად სტაბილურია ბიზნესგარემო საქართველოში და რას ფიქრობენ ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე.

 

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი

 

„ბიზნეს გარემოს სტაბილურობა ძალიან დიდი თემაა თუმცა, ერთი რამ რაც ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა არის ის, რომ ჩვენი ბიზნესი უფრო მეტად არის გლობალურ პროცესებში ჩართული ვიდრე მანამდე იყო. ეს არის დადებით,თუმცა თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს ამას, თუ რეგიონში რყევები მიმდინარეობს ეს ჩვენზეც ახდენს გავლენას.აქ იკვეთება ხელისუფლების როლი, რომ ეს რყევები შეამციროს ლიბერალური პოლიტიკით. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ყველა პარამეტრი რომლითაც ზოგადად ხასიათდება ეკონომიკა არის კარგი ქვეყნისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ ანალოგიური პარამეტრები რეგიონში, სამეზობლოში არის იმაზე უფრო დაბალი ვიდრე ჩვენ გვაქვს ამ მოცემულობაში. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის წარმოუდგენლად კარგი.


ჩვენ გვაქვს შემდეგი დღის წესრიგი - ასოცირების ხელშეკრულებით დადებული ვალდებულებები, ახლა ამას მივუყვებით. ბიზნესის მოთხოვნა არის, რომ ერთმნიშვნელოვნად გავყვეთ,თუმცა ჩვენი სურვილია,რომ ყოველთვის დაბალი ნიშნული ავიღოთ იმიტომ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ეს რეგულაციები გვაძლევს იმის საშაულებას, რომ ნაკლებად მტკივნეული რეგულაცია შემოვიღოთ და ძალიან მკაცრი. ამ კონტექსტში, ის რომ ხელისუფლებასთან არსებობს დიალოგი, ის რომ ჩვენი აზრი გათვალსწინებულია ეს ერთმნიშვნელოვანია​. ბიზნესის პრობლემა ყოველთვის არის ის, რომ ჩვენი მოლოდინები უფრო პოზიტიური და უფრო მეტი გვინდა, რა მოლოდინსაც შევიქმნით იმის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ პოზიტიურია თუ ნეგატიური ჩვენი განწყობა“

 

რევაზ ვაშაკიძე - კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი


 

„ყველაფერი განისაზღვრება შეფარდებით, მეზობელ ქვეყნებთან შეფარდებით, ევროპულ ქვეყნებთან შეფარდებით და ა.შ. საქართველოში ბიზნესკლიმატი არის დადებითით და კარგი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ, გაუმჯობესება ყოველთვის, შესაძლებელია. ამ მიმართულებით მთავრობამ და ბიზნესმა აქტიურად უნდა იმუშაონ. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა დღეს ბიზნესი სტაბილური, გეტყვით, რომ ქვეყანაში არის სხვადასხვა ორგანიზაციები მაგალითად, პროფკავშირები, შრომის უსაფრთხოების კუთხით მომუშავე  ორგანიზაციები, რომელებიც ყოველთვის ცდილობენ ის ცვლილებები შეიტანონ ბიზნესკლიმატში, რომელიც დღეს ზოგ შემთხვევაში არის არა კონსტრუქციული. ბევრი ცვლილება მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯებს, ეს დანახარჯები მძიმე წნეხად აწვება ბიზნესს და ამ მხრივ ეს სასარგებლო არ არის. სჯობს ბიზნესი, განვითარდეს, შექმნას მატერიალური დოვლათი და მერე ვიზრუნოთ შრომით პირობებზე, რამდენი უნდა ვიმუშაოთ და ა.შ. საქართველო საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა და მშპ ერთ მოსახლეზე არის ძალიან დაბალი. ჩვენ რომ საკანონმდებლო აქტები დავუკავშირდეთ ევროპულ ქვეყნებს, სადაც მშპ მინიმუმ 20 000 დოლარია ერთ ადამიანზე ძალიან ძნელია“

 

ანზორ ქოქოლაძე - „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი

 

„მთავრობის მხრიდან რაც შესაძლებელია ყველაფერი კეთდება, ბიზნესგარემოც საკმაოდ თავისუფალია, თუმცა ამას აფერმკრთალებს სასამართლოში არსებული მდგომარეობა. სასამართლოს მიმართ ნდობა თუ არ იქნება, რაც არ უნდა აქტიური უნდა იყოს სახელმწიფო ყველა ნაბიჯი აზრს მოკლებული იქნება. საქართველოში სრულყოფილი თავისუფალი გარემო შესუსტებულია, მიზეზი სასამართლოს მიმართ ნდობის დაბალი მაჩვენებელია. იმ მხრივ, რომ ბიზნესზე ზეწოლა არ ხდება და ამ მხრივ ჯანსაღია დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, იგივე საგადასახადო სტრუქტურების მხრიდან ეს ფაქტი ცალსახაა.აღსანიშნავია კურსის არასტაბილურობა,რაც ცუდია როგორც მოახლოებისთვის ასევე ბიზნესისთვის მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ვთვლი, რომ უხეში ჩარევები ხელისუფლების ან ეროვნული ბანკის მხრიდან შეიძლება არც იყოს სასურველი. ის ეკონომიკური ზრდის ტემპი რაც ქვეყანაშია ნორმალურია, რა თქმა უნდა კარგი იქნება ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა მაგრამ, თუ შევაფასებთ რეგიონის ჭრილს, ამ მხრივ კარგი მაჩვენებელი გვაქვს“

 

ბეჟან წაქაძე - დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი

 

„ბიზნესის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ლარის კურსი აბსოლუტურად ყველაფერი დამოკიდებულია პირველ რიგში პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ქვეყნის სტაბილურობაზე. დღეს გამოწვევები არის, ვხედავთ, როგორი დაძაბულია პოლიტიკური ვითარებაა, ამიტომ მოსახლეობამაც და მთავრობამაც უნდა იზრუნოს, რომ დაძაბულობა მოიხსნას ქვეყანაში. არჩვენების პერიოდი ყველა ქვეყანაში რთულია, როგორც წესი ყველგან იძაბება სიტუაცია და ალბათ ჩვენთანაც ესე მოხდება, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, მთავრობამ არ მიაქციოს ყურადღება ყოველივე ამას და გააგრძელოს ფუნქციონირება როგორც წესი და რიგია. ჩვენთან სულ არჩევნებია, მთავრობამ უნდა იმუშავოს დამოუკიდებლად ყოველგვარი პოლიტიკური ტემპერატურის აწევის თუ დაწევის გარეშე. მთავრობის მხრიდან ნამდვილად არის იმის მზაობა, რომ განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი შეიქმნას“.

 

 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up