კომპანიები კოვიდ პასპორტებზე უარს ამბობენ

კომპანიები კოვიდ პასპორტებზე უარს ამბობენ

access_time2021-11-16 15:00:11


1-ლი დეკემბრიდან  ძალაში “მწვანე პასპორტები“ შევა, რაც იმას  ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არ იქნებიან, ან ბოლო 6 თვეში კორონავირუსი არ ექნებათ გადატანილი, გარკვეულ ბიზნეს ობიექტებზე არ დაიშვებიან. 



აღნიშნულ რეგულაციას ბიზნესები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ და დამორჩილებას არ აპირებენ. 



ილიზიების მუზეუმის, ჰოლიზეუმის, პლანეტარიუმის მთაწმინაზე და მე-10 აუდიტორიის დამფუძნებელი ლევან ბახია სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩამოთვლილი ობიექტები რეგულაციას არ ემორჩილებიან და მისულ მომხმარებელს კოვიდ პასპორტს  არ  მოთხოვს. 



„კომერსანტი“ ლევან ბახიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 



“ეს დაწესებულებები არ დაემორჩილება კოვიდ რეგულაციებს და არ მოითხოვს მწვანე პასპორტებს.

Holoseum - AudioVisual Museum

Museum of Illusions Tbilisi

პლანეტარიუმი მთაწმინდაზე

Me10 Auditoria  / მე10 აუდიტორია

უფრო მეტი Podcasthub-მა ეს ბრძოლა ერთი წლის წინ დაიწტო და წელს მეორე სეზონით იბრძოლებს.

ვისაც ეშინია კოვიდის ნუ მოვა ჩვენთან.  

აცრის რამე ფორმით დაძალება არი/ ბოროტება. მათ შორის როცა შენ დააძალებ ორგანიზაციებს დააძალონ მომხმარებელს.

ბოროტებას შანსი არ აქვს ჩემთან.  თქვენი არ ვიცი, თუ გინდათ შეშინდით“,   წერს ლევან ბახია



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 16 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს  დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესის მხრიდან „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციები გაიწერება. 



„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში უზენაესი კანონია. ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და გვინდა, რომ ნამდვილად სამართლებრივი სახელმწიფო იყოს. კანონი და რეგულაცია თუ არსებობს, რას ნიშნავს არ ვემორჩილები?! თუ არ დაემორჩილებიან ამ დროს შესაბამისი სანქციები წესდება ხოლმე.



დღეს ერთ-ერთი დავალება საკოორდინაციო საბჭოზე იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბიზნეს სექტორთან აქტიური კომუნიკაცია იყოს. როგორც ამ კვირას, ისე მომავალ კვირებში დიდ ბიზნესებთან შეხვედრები იგეგმება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up