ბიზნესის ნაწილი დღგ-ს წინასწარ გადახდის წესს აკრიტიკებს – შემოსავლების სამსახურის განმარტება

ბიზნესის ნაწილი დღგ-ს წინასწარ გადახდის წესს აკრიტიკებს – შემოსავლების სამსახურის განმარტება

person access_time2016-03-23 14:15:06

დღგ-ს გადახდის წესების შესახებ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვატო ლაშქარაძემ ისაუბრა. 


- რატომ არ მოსწონს შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროს ბიზნესის განცხადებები დღგ-ს წინასწარ გადახდასთან დაკავშირებით? 


- მოგეხსენებათ, რომ დღგ-ს გადახდას კანონი არეგულირებს, კერძოდ საგადასახადო კოდექსი. ყველა ქვეყანაში, სადაც გადახდის ობიექტი არის იმპორტი, დღგ გადაიხდება იმპორტის დროს. ეს არის კოდექსით განსაზღვრული და ტერმინი წინასწარი გადახდა არ არსებობს. ჩემი აზრით, ბიზნესიდან ეს სხვა მიმართულების გამო წამოვიდა. საქართველოს კანონმდებლობით დღგ-ს გადასახადი საბაჟოზე გადაიხდევინება 5, 15 და 30 დღის გადავადებით. ეს გადავადებები არანაირად არ არის ბიზნესის მოცულობაზე, ბრუნვაზე და სიდიდეზე დამოკიდებული. ეს არის დამოკიდებული მოწესრიგებულობაზე. 5 დღის გადავადება ეკუთვნის ყველას, 15 დღიანი გადავადებით შეუძლია ისარგებლოს იმ იმპორტით დაკავებულმა კომპანიებმა, რომლებიც წინასწარ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე განაცხადებენ და დაადეკლარირებენ იმპორტის ინფორმაციას. ეს ითვლება, რომ საბაჟოს დროში და რესურსში მიეცა შეღავათი და წინასწარ საზღვრავს რისკებს და ნაკლები დრო ჭირდება მის განსაბაჟებლად. აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის მოწესრიგებულ ბიზნესს ეძლევათ საშუალება რომ დღგ 15 დღის განმავლობაში გადაიხადოს. რაც შეეხება წინასწარ გადახდას, ჩემი აზრით ეს ტერმინი წამოვიდა იქიდან, რომ როგორც მოგეხსენებათ შემოსავლების სამსახურის საბაჟო ნაწილში მისი ფუნქციაა დაიცვას ქვეყნის ეკონომიკური საზღვარი. 


ეკონომიკური საზღვრის დაცვა ნიშნავს არაკეთილსინდისიერი გადამხდელების გამოვლენასაც. სამწუხაროდ ამ 5 დღიანი შეღავათებით ისარგებლა ათეულობით არაკეთილსინდისიერმა გადამხდელმა, რომლებმაც უბრალოდ არ გადაიხადეს დღგ. ასეთი გადამხდელები სამწუხაროდ საკმაოდ მომრავლდნენ, დაახლოებით 100 გადამხდელამდეა უკვე. რომლებიც არ იხდიან ამ გადასახადს და შემდეგ აფუძნებენ „ერთჯერად“ კომპანიებს იმ მიზნით, რომ შემოიტანონ პროდუქტი, იმ ჯერზე არ გადაიხადონ დღგ და შემდეგ შექმნან ახალი კომპანია. ეს არამარტო ბიუჯეტს აზარალებს არამედ ძალიან ცუდ კონკურენციას ქმნის და ძალიან ცუდ სასტარტო პოზიციაში აყენებს ბიზნესს. 


- თქვენ როგორ უპასუხეთ ამ პრობლემას?


– საბაჟო დეპარტამენტში არსებობს რისკის მოდული, რომელიც გაფორმების დროს ყველა სახის დეკლარაცია გადის ამ მოდულში და შემდეგ ხდება მისი გაფორმება, დათვალიერება თუ პირდაპირ გაშვება. ამიტომ შემუშავებული იქნა გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც რისკის მოდულში გაკეთდა ცვლილებები და ზოგიერთ კომპანიას არ ვატანთ საქონელს სანამ არ გადაიხდის. ალბათ ტერმინი წინასწარი გადახდა ზუსტად აქედან მოდის. 


- რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება ბიზნესების შეფასება?  


– ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს საკმაოდ კონფიდენციალური ინფორმაციაა და ვერ გავაკეთებ კომენტარს. 



- რეალურად ბიზნესმა არ იცის თუ რა კრიტერიუმებით ხდება მათი შეფასება. 


- ძალიან ბევრმა საბაჟოს თანამშრომელმაც არ იცის ეს ინფორმაცია. რისკის კრიტერიუმები დგება გარკვეული კომისიის მიერ, კონკრეტული რისკების საფუძველზე. წინასწარ მოძიება გარკვეული ინფორმაცია გადამხდელის შესახებ, ხომ არ აქვს სხვა კომპანიები დაფუძნებული, ხომ არ იყო გადასახადის დამალვაში შემჩნეული და ა.შ. სამწუხაროდ კონკრეტულ კრიტერიუმებზე საუბარი არ შემიძლია. 


- რა არის ოქროს სია, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს ოქროს სიაც გარკვეულ კომპანიებში იწვევს გაუგებრობას. 


- ოქროს სია საერთოდ არ არის კავშირში გადასახადის გადახდასთან ან არ გადახდასთან. ოქროს სია შედგენილია 155 კომპანიისგან და შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის შემდგომ თუ კომპანია ჯდება ამ კრიტერიუმებში მას აქვს უფლება გახდეს ოქროს სიის წევრი. უმეტესწილად ოქროს სიაში ხვდებიან დიდი კომპანიები. 


- არის თუ არა ეს დისკრიმინაციული? 


- წესი, რომელიც 2014 წელს გაუქმდა, ეხებოდა კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ქონდათ 200 ათასზე ლარზე მეტი ის თავისუფლდებოდა იმპორტის დღგ-სგან. რა თქმა უნდა დღგ-ს ბუნებაა, რომ რაც არ გადაიხადა იმას ვეღარ იქვითავდა, მაგრამ დღგ-ს არ იხდიდა საერთოდ. ეს იყო პრივილეგია და ეს შეეხო ძირითადად მსხვილ ბიზნესს. თუმცა როგორც მოგეხსენებათ ახალი წლიდან გადავედით ერთიან სახაზინოს პრინციპებზე და ვფიქრობთ საკმაოდ კარგი სიახლეა ბიზნესისთვის. რაც შეეხება ოქროს სიას, ის არ ეხება გადახდევინებას, ის ეხება მხოლოდ მარტივ პროცედურებს. 


- რისკის მოდულის შესახებ ბიზნესთან გქონდათ თქვენ კომუნიკაცია? რატომ გამოიწვია ბიზნესში დაბნეულობა და რატომ ამბობდა ბიზნესი, რომ მათ მიმართ დიფერენცირებული მიდგომა არსებობდა? 


- ბიზნესთან ძალიან ხშირი კონტაქტი გვაქვს. თვე არ გადის, რომ იმპორტიორებს არ შევხვდეთ. ჩემი აზრით პრეტენზიები გამოწვეულია იმით, რომ აბსოლუტური კრიტერიუმების შექმნა ძალიან რთულია, მითუმეტეს წინასწარ განსაზღვრა კომპანიას არაკეთილსინდისიერი ჩანაფიქრი აქვს თუ არა და სამწუხაროდ შესაძლოა იმ კომპანიების სიაში, რომლებსაც მოუწიათ გაფორმების დღეს დღგ-ს გადახდა, მოხვდნენ ისეთი კომპანიებიც, რომლების კეთილსინდისიერად მუშაობენ. თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. 


- როდესაც ბიზნესი გამოთქვამს ამ ტიპის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მას აქვს პრობლემა, როგორ უნდა უდგებოდეს ხელისუფლება ასეთ გამონათქვამებს - როგორც ჭორს თუ როგორც რეალურ პრობლემას? 


- ჭორს ამას ვერ ვუწოდებთ, მითუმეტეს თუ ბიზნესიდან მოდის. ჩვენსა და ბიზნესს შორის საკმაოდ აქტიური კომუნიკაციაა და არ გადის თვე, რომ არ ვკითხოთ მათი პრობლემების შესახებ.





 



მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...


მსგავსი სიახლეები

up