„ბიზნესის მხრიდან ინტერესსა და ნდობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მათი აქტივობა  არც საახალწლო პერიოდში შენელებულა“

„ბიზნესის მხრიდან ინტერესსა და ნდობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მათი აქტივობა არც საახალწლო პერიოდში შენელებულა“

access_time2020-01-15 15:45:18

ქონების ეროვნული სააგენტო „კომერსანტს“ პასუხობს. საუბარია, ანანოვების სასახლის პრივატიზებაზე, რომელიც ახალი წლის პერიოდში გასხვისდა. სააგენტოს განმარტებას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ინტენსიურად აგრძელებს იმ სახელმწიფო ობიექტების პრივატიზებას, რომელიც აქამდე ეკონომიკურად არაქტიური იყო. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში საკმაოდ მაღალია ბიზნესის მხრიდან გამოჩენილი ინტერესი, რაზეც მიუთითებს საჯარო და ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილი ობიექტების სწრაფ ტემპებში პრივატიზება.


ბიზნესის მხრიდან ინტერესსა და ნდობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მათი აქტივობა არ შენელებულა არც საახალწლო პერიოდში, რომელიც როგორც წესი, შედარებით ნაკლები საქმიანი ტემპებით ხასიათდება.



უნდა ითქვას, რომ საახალწლო პერიოდში, დღეის მონაცემებით, პრივატიზებულია 64 ქონება, საიდანაც ჯამში ბიუჯეტში შევიდა 10 920 700 ლარი. მათ შორის ისეთი ობიექტი, როგორიცაა ანანოვების ისტორიული სასახლე. აღნიშნული ობიექტი 2017 წლიდან განთავსებული იყო პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ კატალოგში, რომელიც ქონების ეროვნული სააგენტოს საიტზე 2016 წლიდან არის გამოქვეყნებული. ამასთან, ანანოვების სასახლე იყო ძირითადი შეთავაზება 2018 წელს გამართულ უძრავი ქონების გამოფენა „არეა ექსპოზე“.


პრივატიზების შედეგად ანანოვების სასახლე კვლავ შეიძენს აქტიურ ფუნქციას, ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გამოცოცხლებას და გახდება მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაცია.
სასახლეში ინვესტორი, კომპანია „ინვესტ ჯგუფი“ იღებს ვალდებულებას არა ნაკლებ 48 თვის განმავლობაში მოაწყოს ტურისტული ცენტი, რისთვისაც ჯამში 4 მილიონი ლარის ინვესტირებას განახორციელებს და 20 ადამიანს დაასაქმებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსება მუზეუმი და სხვადასხვა ტურისტული ობიექტები. გარდა ამისა, ინვესტორი იღებს ვალდებულებას ტერიტორიაზე მოაწყობს რეკრეაციული სივრცე, სავალი ბილიკები, გამწვანება, ბუნებრივ ან/და ხელოვნულ საფარიანი სპორტი მოედნები და სხვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინვესტორთან გაფორმდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება.


ანანოვების სასახლეზე ელექტრონული აქუციონი 31 დეკემბერს გამოცხადდა სტანდარტული ვადით და 13 იანვარს დასრულდა. ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს წერილობით დაეგზავნა. გარდა ამისა, ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო სააგენტოს ოპიციალურ ვებ. გვერდზე - nasp.gov.ge. , ასევე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე - eauction.ge.“-ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კომერსანტისგან“ გამოგზავნილ წერილში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up