ბიზნესის მხარდასაჭერად 2,5 მლრდ ლარი – ბიზნესმენები იაფ ფულს და საგადასახადო ლიბერალიზაციას ანიჭებენ უპირატესობას

ბიზნესის მხარდასაჭერად 2,5 მლრდ ლარი – ბიზნესმენები იაფ ფულს და საგადასახადო ლიბერალიზაციას ანიჭებენ უპირატესობას

access_time2021-09-02 10:00:03

1–ლი სექტემბრიდან საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერის ახალი პროგრამები ამოქმედდა, რომელთა უზრუნველყოფა მთავრობას 2,5 მილიარდ ლარამდე დაუჯდება. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ფინანსური რესურსი ძირითადად სააგენტოს  ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განაწილდება. მთავრობის გათვლებით, ახალი პროექტებით 2021–22 წლებში 1300 ბიზნეს სუბიექტი ისარგებლებს.


დახმარების პაკეტი, რომელსაც მთავრობა ბიზნესს სთავაზობს, ერთი შეხედვით, შთამბეჭდავად გამოიყურება. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში.


მთავრობის მხარდაჭერას აფასებს ბიზნესიც, თუმცა ,,კომერსანტთან“, ამავე დროს, იმ საჭიროებებზე საუბრობენ, რაც ამ ეტაპზე სექტორს ყველაზე მეტად აწუხებს. თითქმის ყველა აღიარებს, რომ მეწარმეების მთავარი პრობლემა იაფ ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა. ზოგიერთი ბიზნესმენი კი უპირატესობას გადასახადების, მათ შორის ქონებისა და მოგების გადასახადების ლიბერალიზაციას ანიჭებენ უპირატესობას, რაზეც მთავრობა არ მიდის. 


,,ქვეყანაში ფულზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ამ მხრივ განსაკუთრებით მცირე მეწარმეობას უჭირს, ხალხს თანხა არ აქვს, რომ შეისყიდოს პროდუქცია, ახალი პროექტები განახორციელოს, არსებული ბიზნესები უფრო მეტად განვითარდეს და ბევრი სხვა გამოწვევაა. ასეთ პირობებში თუ დაბალპროცენტიანი სესხის მიღებაში დაეხმარებიან ბიზნეს-სუბიექტებს, დიდი შეღავათი იქნება. მწირი რესურსია და ნებისმიერი ფულადი დახმარება კომპანიის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. ამ მიმართულებით მთავრობის გადაწყვეტილებას მივესალმები, სერიოზული ნაბიჯები იდგმება“, - აცხადებს ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე, კომპანია ,,ჩირინას“ დამფუძნებელი.


მეტიც, ბიზნესმენების ნაწილი აცხადებს, რომ მთავრობა ბიზნესის განვითარებისთვის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეიძლება ამის რესურსი არსებობს ქვეყანაში. ბიზნესმენ გოგი თოფაძის ინფორმაციით კი, ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს მეწარმეებს აქვთ, წლების განმავლობაში არ ყოფილა.



,,პირველ ეტაპზე ვირუსს გადავრჩეთ, ავიცილოთ ეს უბედურება და ყველაფერი თანდათან მოგვარდება. მესმის, რომ ბიზნესის განვითარება შეუქცევადი პროცესია, ამას სჭირდება იაფი კრედიტები, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან, რასაც აკეთებენ კიდეც, რამდენადაც ეს შესაძლებელია არსებულ პანდემიურ პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის მხრიდან ასეთი კეთილგანწყობა ბიზნესს აქამდე არ ჰქონია, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში ვიცით. მძიმე დღეში ვართ, ასამდე ადამიანი კვდება ყოველდღიურად, თუ ამას დავძლევთ, დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება, ამაზე პრიორიტეტული ამ ეტაპზე არაფერია“, - აცხადებს ბიზნესმენი ,,კომერსანტთან“ საუბარში.


გადასახადების ლიბერალიზაცია და მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან - კომპანია ,,ალბატროსის დამფუძნებლის, ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის ინფორმაციით, ეს ეს 2 მთავარი პრიორიტეტია, რა მხრივაც სექტორი სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს.


მისი შეფასებით, ეპიდემიის გამო ძალიან რთული მდგომარეობაა და მთავრობას თუკი რეალურად სურს, რომ ბიზნესს covid-19-გამოწვეული პრობლემა შეუმსუბუქოს, პირველ რიგში, სწორედ გადასახადების ლიბერალიზაციისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რაც შეიძლება კორონავირუსამდელ სიტუაციაშიც გაკეთებულიყო და კრიზისის პირობებში კი სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილებაა.


,,გარკვეული ტიპის მხარდაჭერა არის, თუმცა უფრო აქტუალური იქნებოდა ქონების გადასახადთან, ასევე მიწის გადასახადთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათები დაწესებულიყო. კომპანიებს დაკავებული აქვთ ობიექტები, რასაც პანდემიურ პირობებში ვერ იყენებენ, თუმცა გადასახადის გადახდა მაინც უწევთ. ხარჯი ეზრდებათ და შემოსავლები არ აქვთ. ამ კუთხით რომ ნაბიჯები გადაედგათ, ბიზნესისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა. ეს ეხება ასევე დღგ-ს ნაწილსაც, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ შეზღუდვების პერიოდში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, კომპანიებს უწევთ თანამშრომლების ტრანსპორტით მომსახურება, რაც ასევე დამატებითი ტვირთია. ბევრი ნიუანსია, რაც ყურადღების მიღმა დარჩა. ჯარიმებიც და  საურავებისგანაც უნდა გათავისუფლდნენ კომპანიები, ეს ტვირთი შეიძლება შემსუბუქდეს“, - ამბობს ბეგიაშვილი და დასძენს, რომ ცალკე საკითხია კომუნიკაციის დეფიციტი ბიზნესთან, ვინაიდან უმეტესწილად ფასადური დახმარებებია და ასეთი ტიპის მიდგომას სჯობს, უფრო ახლოს მივიდნენ ბიზნესმენებთან და მოისმინონ მათი რეალური გასაჭირი.


ცნობისთვის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ბიზნესის განვითარების მიმართულებით განხორციელდა არაერთი წარმატებული პროგრამა და აქტივობა.


სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, 1.8 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. სულ შეიქმნა 24 205 სამუშაო ადგილი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გულისხმობს სესხის უზრუნველყოფას სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 242 პროექტი. აღნიშნული პროექტები შექმნიან 4 418 სამუშაო ადგილს.


ზემოხსენებული პროგრამების გარდა, სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დღემდე მხარდაჭერილია 6 911 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 79 მლნ ლარს, სადაც ჯამში დაფინანსებულია 10 083 ბენეფიციარი და შეიქმნა 17 489 სამუშაო ადგილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up