საქართველოს მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს

საქართველოს მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს

access_time2020-11-20 16:25:22

საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტის პარალელურად, ბიზნესის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და აღინიშნა, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ დამატებითი ნაბიჯები გადადგას ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.



მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმის 3 ფაზის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე, ასევე განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა გატარება ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში იგეგმება.




მთავრობის მეთაური ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში თავად ბიზნესის წარმომადგენლებისგან იღებს ინფორმაციას მათ წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ და აღნიშნული კომუნიკაცია ბიზნესთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტი სწორედ მათთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მუშავდება და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.



როგორც ცნობილია, მთავრობა აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, ასევე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
შეხვედრა



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-26 18:15:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა....

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია
access_time2020-11-26 20:00:13
შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება...

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა
access_time2020-11-26 19:00:14
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 3 კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. რასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება თუ არა ეს გამოკვეთილ ტენდენციად ჩაითვალოს?   აგრარული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო წელი, როდესაც 2013 წელს დაწყებულმა აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებმა შედეგები გამოიღეს.   ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დარგე მომავალი“, რომელიც ხილის და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
access_time2020-11-26 17:25:29
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის გზები იყო განიხილვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, სელიმ ჩაკირთან, გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ, სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საუბარი ასევე შეეხო ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენლებმა სავალუტო ფონდს გაუზიარეს ის წუხილი, რომელიც საქართველოში მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up