ბიზნესის მხარდაჭერა თუ სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესმენების წახალისების პროგრამა - საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში 79.5 მლნ. ლარი გაიცა

ბიზნესის მხარდაჭერა თუ სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესმენების წახალისების პროგრამა - საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში 79.5 მლნ. ლარი გაიცა

access_time2020-11-19 11:00:57

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი - პროექტი, რომელიც მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დაამტკიცა. მისი მეშვეობით ბიზნესმა მთავრობის მიერ გარანტირებული სესხები უნდა აიღოს, ბიუჯეტის თანახმად, გასაცემი გარანტიის ოდენობა 330 მილიონი ლარია, რომლითაც 2.2 მილიონი ლარის სესხების გარანტირება უნდა მომხდარიყო. პროგრამა კერძო სექტორისთვის როგორც ახალი სესხების გაცემას, ასევე, არსებული ვალდებულებების რესტრუქტურიზაციასაც ითვალისწინებს.


„კომერსანტის“ მიერ „აწარმოე საქართველოდან“ მიღებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 18 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში 96 ახალი, ხოლო 13 რესტრუქტურიზებული სესხი იყო დამტკიცებული. ამ სესხების საერთო მოცულობა მთავრობის მიერ დაანონსებულ 2.2 მილიარდ ლართან შედარებით ბევრად ნაკლებია და 79,5 მლნ ლარს შეადგენს. შექმნილმა სამუშაო ადგილებმა კი 2377 შეადგინა.




პანდემიის პირობებში ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ბიზნესის მხარდასაჭერად დაანონსებული სქემა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ სავარაუდოდ არამიზნობრივად გაცემულ სახელმწიფო თანხებზე საუბრობს. მისი თქმით, იმის მაგალითი თუ როგორ ახერხებენ გარკვეული ჯგუფები გამდიდრებას არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარები. ანა დოლიძის განცხადებით, ჩნდებოდა ეჭვი, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კორუფციისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესების წახალისების კერას წარმოადგენს.



„იკვეთება 3 კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ახერხებენ დაფინანსების მიღებას – ესენია: ბიზნესგაერთიანება, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეორე – „ქართული ოცნების“ შემომწირველები და მესამე – ახლად დაარსებული კომპანიები, რომლებსაც არანაირი ბიზნესსაქმიანობის გამოცდილება არ აქვთ. პირველ ჯგუფს წარმოადგენს ბიზნესმენ სოსო და ლევან ფხაკაძეების მიერ ივლისში დარეგისტრირებული კომპანია შპს. „კიოსკ ჯორჯია“, რომელმაც მიიღო საბანკო სესხთან დაკავშირებული გარანტია – 1 575 000 ლარის ოდენობით. ფხაკაძეების ოჯახი არაერთ ბიზნესს ფლობს საქართველოში და მათი კომპანიები მსხვილი გადამხდელები არიან. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ იმ წვრილ და საშუალო ბიზნესს, რომელსაც კანონით ამ პროგრამის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. მაგალითად, შპს „კლინიკა ლჯ“, სარგებლობს 283,500,00 ლარის საკრედიტო საგარანტიო პროგრამით. მისმა დამფუძნებლებმა მირიან ჭეიშვილმა, შალვა ჯიქიამ და ზაზა ლომინაძემ ჯამში „ქართულ ოცნებას“ 140 875 ლარი შესწირეს. შპს „ევროდრიპს“ 299,250.00 ლარის ოდენობით საკრედიტო გარანტია აქვს მიღებული. მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით კაპანაძეს მმართველი გუნდისთვის შეწირული აქვს 40 ათასი ლარი. რაც შეეხება, შპს „ფუდ ალიანსს“, მის სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს – 252,000.00 ლარს. მის ერთ-ერთი მეწილეს ლევან ხუროძეს „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული აქვს 10 000 ლარი. საკრედიტო საგარანტიო პროგრამით სარგებლობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც არანაირი ბიზნეს გამოცდილება არ აქვთ და კორონავირუსის პერიოდში დაფუძნდნენ, მაგალითად შპს „სმარტერ“ და შპს „გარანტი“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.


თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის დირექტორი ანა გოგოლაძეც ეთანხმება ანა დოლიძის მოსაზრებას და „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზოგადად პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ მთავრობასთან დაკავშირებული ბიზნესების ფინანსური მხარდაჭერა ხშირად ხორციელდება.


„პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით თანადაფინანსება უნდა გასცეს. ჩვენთვის ცნობილია არა ერთი სახელმწიფო პირი, მაგალითად მოქმედი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რომელმაც რამდენჯერმე ისარგებლა მათი გრანტით და ის არ იყო ერთადერთი, ვინც მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენია და ამ პროგრამაშია ჩართული. მართალია, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც არ არიან მთავრობასთან დაახლოებულები, მაგრამ პროგრამა ზოგადად გამოირჩევა სახელმწიფოსთან დაკავშირებული ბიზნესების ლობირებით და მათი ფინანსური მხარდაჭერით“, - აღნიშნავს ანა გოგოლაძე.


აღსანიშნავია, რომ პროგრამას ემატება ეკონომიკური საქმიანობის 3 ახალი კოდი ინდუსტრიული მიმართულებით, მათ შორის: კინოფილმების ჩვენება, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, კონფერენციების და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება. ამასთანავე, პროგრამას ემატება 9 ახალი კოდი სოფლის მეურნეობის, კერძოდ მრავალწლიანი კულტურების მოყვანის მიმართულებით: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, სხვა ხილის, კენკროვნების და კაკლისებრების მოყვანა, ზეთოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული, ნარკოტიკული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა, სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.


გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილეობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up