ბიზნესის მთავარი პრობლემა ლარის მერყევი კურსი და შიდა სავალუტო ბაზარზე არასტაბილური ვითარებაა - სოსო ფხაკაძე

ბიზნესის მთავარი პრობლემა ლარის მერყევი კურსი და შიდა სავალუტო ბაზარზე არასტაბილური ვითარებაა - სოსო ფხაკაძე

access_time2021-01-19 10:00:49

ლარის გაცვლითი კურსის მოკლე დროში საგრძნობმა მერყეობამ პანდემიისგან დაზარალებული ქართული ბიზნესი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდო. რა გავლენას ახდენს ლარის კურსი განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში იმპორტდამოკიდებულ ქართულ ბიზნესზე - საკთხზე „კომერსანტთან“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საუბრობს. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიზნესის მთავარი პრობლემა ლარის მერყევი კურსი და შიდა სავალუტო ბაზარზე არასტაბილური ვითარებაა.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაერთიანებულია 500 -ზე მეტი კომპანია და ეს არის ჩვენი ქვეყნის შიდა პროდუქტის დაახლოებით 70 პროცენტი, თუ მეტი არა და მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში ბიზნესის მთავარი  პრობლემა არის ლარის მერყევი კურსი, არასტაბილური  ვითარება შიდა სავალუტო ბაზარზე. ჩვენი ასოციაციის მიერ  ყოველწლიურად ჩატარებული კვლევების შედეგად ირკვევა, რომ ნომერ პირველი პრობლემა ბიზნესში მიუხედავად იმისა თუ რომელ სექტორში მუშაობ არის ლარის კურსი. ასევე ხაზს გავუსვამ, რომ ექსპორტიორებიც მთავარ პრობლემად ლარის კურსს ასახელებენ. მცდარია მოსაზრება, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ექსპორტიორები რაღაც სარგებელს პოულობენ. ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი არის ძალიან შეზღუდულია  და ლარის დევალვაცია არ ნიშნავს იმას, რომ ერთი სექტორი, თუნდაც საექსპორტო სექტორი ლარის მერყევი კურსით ვითარდება და დიდი სარგებელი აქვს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, როგორ აფასებს ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების პრეზიდენტი ეროვნული ბანკის მუშაობას, სოსო ფხაკაძე გვპასუხობს, რომ ეროვნულ ბანკს პრობლემის არსი ესმის, რაც ბიზნესმენის თქმით, ძალიან ღირებულია.


 

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია ყოველთვის გვქონდა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო დავუახლოვდით. გარკვეულ ხედვებში გვაქვს თანხვედრა  და გვინდა, რომ ეს ხედვები კიდევ უფრო ჩამოყალიბდეს და იმ მიმართულებით წავიდეს, რომ  საბოლოო ჯამში რაღაც საერთო კომპრომისამდე მივიდეთ, რაც შედეგად მოიტანს იმას, რომ შიდა სავალუტო ბაზარზე ვალუტა დასტაბილურდეს. ეროვნულ ბანკს პრობლემის არსი ესმის, რაც ძალიან ღირებულია და მე ვისურვებდი, რომ ჩვენ შორის კიდევ უფრო მეტი გაგება იყოს და საბოლოო ჯამში ის საქმე ვაკეთოთ ამ ქვეყანას აწყობს. მონეტარული თუ სავალუტო პოლიტიკა ჩვენი აზრით, საზოგადოებას ,ბიზნესს და ქვეყნის ეკონომიკას უნდა ემსახურებოდეს. ამ თემებზე ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ, გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან ეროვნულ ბანკში, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთო საქმეს ადვილად გავაკეთებთ, ერთმანეთის მოსმენის შედეგად“,- აცხადებს სოსო ფხაკაძე.

 

ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up