"ბიზნესის მექანიკური გახსნა იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ამუშავდება - მთავარი ის კი არ არის, რას და როდის გახსნი, მთავარია როგორ გახსნი და როგორ აამუშავებ"

access_time2020-05-04 16:38:56

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის მექანიკური გახსნა არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ამუშავდება.


როგორ ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს" მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციის გამო გადადგმული და ეკონომიკის ამუშავების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შეფასებისას განუცხადა, მთავარი ის კი არაა რას და როდის გახსნი, არამედ მთავარია როგორ გახსნი და აამუშავებ ეკონომიკასა და ბიზნესს.


„ბიზნესის მექანიკური გახსნა იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ამუშავდება, იმიტომ, რომ ჩვენ სულ სხვა სამყაროში გადავდივართ. ტურიზმი დღესაც რომ გახსნა, ტურისტი არაა და რა უნდა გააკეთოს? ან იგივე ფრენები რომ გახსნა, ფრენები ვერ იქნება რეალურად, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანა ჩაკეტილია. ასე რომ ამ გეგმაში მთავარი ის კი არ არის, რას და როდის გახსნი, მთავარია როგორ გახსნი და როგორ აამუშავებ ამას. კი ბატონო, გახარიამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რას გახსნის, შეიძლება გახსნას, მაგრამ როგორ აპირებ შემდეგ ამის ამუშავებას, ეს არის მთავარი კითხვა.



გახსნა ნიშნავს სხვა რამეს, ის უნდა ამუშავდეს, დაიქოქოს და გადაადგილდეს. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არათუ გეგმა, ხედვაც კი არ აქვს ჯერჯერობით წარმოდგენილი," - განაცხადა ხუხაშვილმა.


როგორც ექსპერტი ამბობს, მას პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან კითხვები არა წარსულში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, არამედ მომავლის ხედვის არარსებობასთან დაკავშირებით აქვს.


„კრიზისის მართვის თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ სისტემური შენიშვნები ჩვენ არ უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ეს არის იმ ტიპის პრობლემა, რომლის დროსაც საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული და ლოიალური ხელისუფლების მიმართ. ისეთი სერიოზული შეცდომები ხელისუფლებას, ჩემი აზრით, არ დაუშვია, გარდა ერთისა, როცა გაახანგრძლივა აღდგომის შემდეგ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა. ასე რომ აქ მე სერიოზული პრეტენზიები არ მაქვს. ჩემი პრეტენზიები უფრო მომავლისკენაა მიმართული. ჯერჯერობით, ჩვენ ხელისუფლებისგან რეალური ეკონომიკური რესტარტის გეგმა არ მოგვისმენია და ჯერჯერობით, რა პრეზენტაციებიც ჩატარდა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არათუ გეგმა, ხედვაც კი არ აქვთ ეფექტური. ისევ ტურიზმზე საუბრობენ. მოგეხსენებათ მისი გაცოცხლების პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამომდინარე ამ სტრესიდან. ასე რომ მე დღეს უფრო მაქვს მომავლის შფოთი, ვიდრე ოპერატიული მენეჯმენტის. კი ბატონო, გახარიამ დაამტკიცა, რომ ის არის კარგი კრიზის მენეჯერი, ხელისუფლებაში საუკეთესო კრიზის მენეჯერია ნამდვილად, მან ეს დაამტკიცა, მაგრამ გრძევადიან თემებთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. აქამდე ჩვენ თუ გეგმა არა, საგზაო რუკა მაინც უნდა გვქონოდა, რა მეთოდებით აპირებს ხელისუფლება მოქმედებას და რა ტიპის ეკონომიკის მშენებლობას აპირებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up