ბიზნესის კორუფციისაგან თავისუფლება მისი განვითარებისათვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის COVID-19-ისაგან დაცვა კორონავირუსის პანდემიის გამო - იოსებ არჩვაძე

ბიზნესის კორუფციისაგან თავისუფლება მისი განვითარებისათვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის COVID-19-ისაგან დაცვა კორონავირუსის პანდემიის გამო - იოსებ არჩვაძე

access_time2020-08-26 23:55:04

„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან სწრაფი, ოპერატიული რეაგირების, საკრედიტო ხაზის გახსნის და დახმარებების აღმოჩენის ერთ-ერთი ფაქტორი საქართველოში კორუფციის დაბალი დონე, ქრთამის აღების შემთხვევათა სიმცირე და მოსყიდვის წნეხისაგან თავისუფლების მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტები კონკრეტული  ქვეყნისათვის ფინანსურ დახმარებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ითვალისწინებენ არა მარტო მის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს (მშპ-ის ზრდის ტემპი, ინფლაციისა და უმუშევრობის დონეები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ა.შ.), არამედ ქვეყანაში არსებულ სამეწარმეო, ბიზნეს გარემოს, რამდენად თავისუფალია იგი არაფორმალური ურთიერთობებისაგან, კორუფციისა და და გამოძალვის პრაქტიკისაგან,“ - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე თავის ფეისბუქ პოსტში, რომელშიც მან მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგები შეაფასა.


კვლევის თანახმად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა, საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის  მიხედვით ჩვენი საქართველო 144 ქვეყანას შორის  საუკეთესო ათეულში მოხვდა.  ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორს  დაიკავა ადგილი მოსყიდვის  წნეხისგან(სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.


მსოფლიო ბანკის კვლევა, ტრადიციულად, შეეხება ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკის განვითრების ფაქტორებს თითოეული მათგანის ხელშემწყობი თუ ხელშემშლელი ასპექტების გათვალისწინებით (ბიზნესის რეგულაციები, ლიცენზირება და გადასახადები, ფინანსებზე წვდომა, ინფრასტრუქტურა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, საგარეო ვაჭრობა, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა). საქართველოში გამოკითხვას 581 კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერი დაექვემდებარა.


„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ გამოკითხულ საწარმოთა რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას,  მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით 8-9-ჯერ და მეტჯერ უფრო დაბალია (ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 10%,  მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში - 10%-19%). ასევე, უაღრესად დაბალია მოსყიდვის  წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი (0.6%). აღსანიშნავია ისიც, რომ წინა გამოკვლევებთან შედარებით, ორივე ინდიკატორის მიხედვით მდგომარეობა ამჟამად არსებითადაა გაუმჯობესებული (მაგალითად, 2008 წელს ქრთამის აღების შემთხვევათა სიხშირე შეადგენდა 9.84%-ს, ხოლო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი - 8.72%-ს). ამრიგად, კორუფცია თუ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეს აღწევდა, ბოლო წლებში იგი, ზემოხსენებული გამოკითხვით, როგორც სოციალური მოვლენა, ფაქტობრივად დაძლეულია. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში კერძო სტრუქტურების  მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები საოპერაციო ლიცენზიების მოსაპოვებლად ფაქტობრივად 0 ერთეულის ტოლია (საშუალოდ მსოფლიოში - 13%), რაც საუკეთესოა მსოფლიოს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის,“ - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.


ექსპერტის შეფასებით, კორუფციის დაბალი დონის, შესაბამისი კლიმატის ჩამოყალიბებაში ხელისუფლების ცალსახა დამსახურებასთან ერთად  დიდია აგრეთვე საზოგადოების წევრთა  მზარდი სამეწარმეო კულტურისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის წვლილიც, რაც  გამოიხატება მოქალაქეთა როგორც საგადასახადო კულტურისა  და მორალის, ისე ზოგადად, სამართლებრივი შეგნებისა და პასუხისმგებლობის ზრდაში, აგრეთვე იმ რეკომენდაციების დაცვაში, რომლებსაც მედიკოსები იძლევიან COVID-19-ის თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკისათვის. „ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის განვითარებისათვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი კორუფციისაგან გათავისუფლება, როგორც მოსახლეობის COVID-19-ისაგან დაცვაში  -  მედიკოსების შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება,“ - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up