თიზ-ები ადგილობრივ ნედლეულზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ

თიზ-ები ადგილობრივ ნედლეულზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ

access_time2019-05-14 10:00:01

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები „თიზ-ების შესახებ კანონში“ ცვლილებებს ბოლო თვეებია ითხოვენ. საკითხი დღესაც აქტუალურია. როგორც თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, კანონი საკმოდ მოძველებულია და კარგი იქნება, თუ მისი განახლება მოხდება.


მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივ ნედლეულზე შეღავათები დაწესდეს, რადგან  თიზ-ის კომპანიებს მეტი მოტივაცია ექნებათ, რომ წარმოებაში არა იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი ნედლეული გამოიყენონ.


„მაგალითად, ადგილობრივ ნედლეულის შეტანაზე 4 % გადასახადია. ჩვენს თიზ-ზე ეს მომენტი კატასტროფულად  არ გვაზარალებს, რადგან დღეს ჩვენთან მოქმედ კომპანიებს საქართველოს ბაზართან მინიმალური შეხება  აქვთ. თბილისი გაცილებით მარტივი ასამუშავებელია, აქ კომპანიებიც, პროექტებიც პატარაა, დიდ ინვესტიციებს არ საჭიროებს  თუმცა მაგალითად ფოთში, ქუთაისში სხვა ვითარებაა, ის ბევრად დიდია. ამიტომ, ვფიქრობ, კანონში ცვლილებები კარგი იქნებოდა“,- აცხადებს გიორგი ტაბიძე.


თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილებით   გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით შეიქმნა.


ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს მიენიჭა.ამ დროისთვის, თბილისი თიზ-ში 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთაც თავისუფალი ზონა გარკვეულ პრიორიტეტებს ანიჭებს. კერძოდ: თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან; გარდა ამისა, საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და  შეტანილი  არ არის მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში.


თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის ვაჭრობა გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს არ აქვთ თანამშრომლების პირადი საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების ვალდებულება; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოები არ არიან ვალდებულნი შეაფასონ და გადაიხადონ დაბრუნებადი გადასახადი დღგ-ზე; ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ-გან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით.


ამასთან, საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.


სოფო ქსოვრელი 





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up