ბიზნესის განწყობის ინდექსის  გაუარესება ხელისუფლების მიერ გატარებული რეგულაციების შედეგია

ბიზნესის განწყობის ინდექსის გაუარესება ხელისუფლების მიერ გატარებული რეგულაციების შედეგია

access_time2019-03-14 13:00:26

2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 22.6 პუნქტამდე შემცირდა, რაც 7.4 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს.

 

რა პრობლემები აქვს ბიზნესს და რატომ გაუარესდა მოლოდინები “კომერსანტთან“ ზვიად ხორგუაშვილი ხსნის. ექსპერტი აცხადებს, რომ მიმდინარე მდგომარეობა გაუარესებულია საქართველოს მთავრობის გატარებული რეგულაციების გამო, რომელიც ბიზნეს მნიშვნელოვნად ურტყამს.

 

ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესება უნდა დავყოთ გრძელვადიან და მოკლევადიან მიზეზებად. მოკლევადიანი მიზეზები ეხება იმას, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდა შენელებულია. ამავე პერიოდში მთავრობა იღებს ისეთ რეგულაციებს, რომელიც ბიზნესთან მეგობრული არ არის და ბიზნეს ხშირად ურტყამს - დაწყებული საბანკო რეგულაციებით და დამთავრებული იმ გადასახადებით, რომელიც ეხება საპენსიო რეფორმის შედეგად გაზრდილ გადასახადს. რა თქმა უნდა, ბიზნეს და ყველა საქმიან სტრუქტურას განცდა ექმნება იმის, რომ მთავრობა არის ორიენტირებული არა იმაზე, რომ უფრო გახსნას ეკონომიკა, უფრო მეტი კონკურენციის საშუალება მისცეს მათ, არამედ ორიენტირებულია იმაზე, რაც შეიძლება შებოჭოს და თავიანთი ინტერესებიდან გამოვიდნენ.

 

რაც შეეხება გრძელვადიანი მიზეზებს  ბიზნესმენები უყურებენ იმას, რომ  წლების მანძილზე ეკონომიკური პოლიტიკა გამონაკლისების გარდა არის მთლიანად  ორიენტირებული საქმიანი ურთიერთობების შეზღუდვაზე. ეს გამოიხატება იმაში, რომ ბიზნესი თავის თავზე გრძნობს ამ შედეგებს. ადრე თუ ამას არ ჰქონდა მასიური შედეგები, ახლა წვრილი და საშუალო ბიზნესიც კი გრძნობს. ისეთი ბიზნესები რომელთათვისაც განვადება იყო ერთადერთი მათი შემოსავლის წყარო, ახლა სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ბიზნესი უკვე ხედავს იმას, თუ რა ხდება ქვეყნაში. ამის კარგი მაგალითი არის გავრცელებული საქსტატის მონაცემები, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ყველა ძირითად სექტორში არის შემცირებული. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ბიზნეს უფრო უჭირს, რადგან მთავრობა ზღუდავს მას და არ ქმნის ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტი მოგება მიიღონ“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.

 

ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს იმასაც, რომ მთავრობამ ყველაზე მეტად პრობლემები საფინანსო და სამშენებლო სექტორს შეუქმნა. ექსპერტის აზრს იზიარებს მენაშენეთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი.


 

დარგის განვითარებას საბანკო რეგულაციებმა ძალიან შეუშალა ხელი. ვთვლით, რომ ეროვნულმა ბანკმა არასწორი რეგულაციები აამოქმედა, რასაც გამოსწორება უნდა და იმედს ვიტოვებ, რომ ამ რეგულაციებს შეცვლიან“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

 

კიდევ ერთი სექტორი რომელიც პესიმისტურად აფასებს ქვეყანაში შექმნილ არსებულ ვითარებას სოფლის მეურნეობის სექტორია. ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ყველაზე დიდი პრობლემები ფინანსურ რესურსებზე შეზღუდვას მოჰყვა. კომერსანტთან საუბარში ზამბახიძე  იმ სამ მიმართულებაზე საუბრობს, რამაც ფერმერებს პრობლემები შეუქმნათ.

 

პირველი გამოწვევა არის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციაში მოხვდა ჩანაწერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების შეზღუდვის შესახებ, რის შემდეგაც ბანკებისთვის სოფლის მეურნეობა მიმზიდველი აღარ არის. შემდეგი გამოწვევა არის ახალი საბანკო რეგულაციები, რომლის თანახმადაც ადამიანებს სახლის ჩადებაც აღარ შეუძლიათ იპოთეკაში. ბიზნეს დღეს არ აქვს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და არც გაფართოების საშუალება, რაც თავის მხრივ უკმაყოფილებას იწვევს.

 

კიდევ ერთი გამოწვევა არის სარეალიზაციო ბაზრები. დიდი სუპერმარკეტის ქსელები სამთვიან კონსიგნაციას ითხოვენ, რაც მეწარმეს ურთულებს ცხოვრებას იმ ნაწილში, რომ მათ ყოველდღიურად საბრუნავი კაპიტალი არ აქვთ.

 

მესამე ნაწილი არის  ინფრასტრუქტურა - ფერმერებისგან გვესმის, რომ საირიგაციო სისტემები არ აქვთ, გზა არ აქვთ, ინტერნეტი არ აქვთ. ეს მიმართულებები ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, თუმცა ბიუროკრატიიდან გამომდინარე, პროექტები სწრაფი ტემპით ვერ ხორციელდება.  არის სოფლები, სადაც მოსავლის აღების პრობლემაც აქვთ. ახლა იწყება ხელშემწყობი პროექტები და იმედს დავიტოვებ, რომ შემდეგ სამ თვეში უკეთესი მდგომარეობა იქნება, თუმცა ეს გამოწვევები როგორ უნდა აღმოიფხვრას მალე, ვერ გეტყვით“, აცხადებს ნინო ზამბახიძე.

 


ბაჩო ადამია





„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up