ბიზნესის განვითარების მიზნით „ქართული ოცნება“ ახალი ინიციატივებით გამოდის

ბიზნესის განვითარების მიზნით „ქართული ოცნება“ ახალი ინიციატივებით გამოდის

access_time2016-09-09 15:00:42

„ქართული ოცნება" ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით აქტიური პოლიტიკის გატარების გაგრძელების დაპირებას იძლევა. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდი საკუთარ საარჩევნო პროგრამაში საუბრობს, რომლის პრეზენტაციაც „ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა.

 


„ქართული ოცნება" არაერთი ბიზნეს ინიციატივით გამოდის. „დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი - „ქართული ოცნება" რჩება აღნიშნული პრინციპის ერთგული და არავის მოუწევს საკუთრებაზე უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან მოტყუების, იძულების, მუქარის, შანტაჟის თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო; უზრუნველყოფილი იქნება საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა - ამოქმედდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზე არ იქნება საოჯახო, მემკვიდრეობითი, სამეზობლო თუ სხვა სახის დავა. გარდა ამისა, ალტერნატივის სახით, შეიქმნება ამ კატეგორიის დავებზე სასამართლო წესით უფლების დაცვის ეფექტიანი საპროცესო მექანიზმი და გამკაცრდება კონტროლი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე; შეიქმნება ერთიანი სივრცე, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.

შედეგად, ბიზნესს შეუმცირდება სახელმწიფოსგან შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის საჭირო დრო და რესურსები; კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება არსებული ონლაინ სერვისები, შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიის ონლაინ დარეგისტრირება, ასევე არსებულ მონაცემებში ცვლილებების ონლაინ განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისვლის გარეშე; გამოცხადდება მორატორიუმი ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღებაზე. აღნიშნული მორატორიუმი შეეხება ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, გარდა იმისა, რომელიც იმპერატიულად მოთხოვნილია, რომ იყოს ლიცენზირებადი საქმიანობა საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით; გამოცხადდება მორატორიუმი ახალი მარეგულირებელი სტრუქტურების შექმნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იმპერატიულად არის მოთხოვნილი საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით", - ნათქვამია საარჩევნო პროგრამაში. გარდა ამისა, მმართველი გუნდის მტკიცებით, მოხდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, თუმცა 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი. „გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადების არასრულად ან/და არასწორად შევსება (საქონლის რაოდენობის ან/და ფასის შემცირება), 10000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა; 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი, რაც 2017 წლიდან, ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება ბიზნესისთვის; გამოცხადდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) და 218-ე (გადა- სახადისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სრული ამნისტია. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშა-ულები 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს; შესაძლებელი გახდება დაუძლეველი ძალის, მათ შორის სტიქიური უბედურების მოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა გამარტივებული წესით; განხორციელდება საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა; განხორციელდება სახელმწიფო სერვისების საფასურების ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს ფასიანი მომსახურებების რაოდენობისა და საფასურების ოდენობების შემცირებას; შემუშავდება კონცეფცია, რომლის თანახმად შესაძლებელი გახდება, შეიქმნას სპეციალიზებული კომერციული კოლეგიები საერთო სასამართლოების სისტემაში; გამარტივდება ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურები; გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად, გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა; ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით", - აღნიშნულია მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში.



ამასთან, „ქართული ოცნება" აპირებს გააგრძელოს სტარტაპების აქტიური მხარდაჭერა. „ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტიც, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ბიზნესზე იყოს წინასწარ გაანალიზებული, რითაც ბიზნესს დავიცავთ შესაძლო ნეგატიური გავლენებისგან; გაძლიერდება ინვესტიციების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო; კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის, მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი; უზრუნველყოფილი იქნება საგადასახადო სტიმულები ბიზნესის განვითარებისთვის. 2017 წლიდან ძალაში შევა მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომლის მიხედვით საწარმოს მიერ მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. შესაბამისად, საწარმო მოგების გადასახადს გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ მოგებას გაანაწილებს დივიდენდის სახით მის პარტნიორებზე ან არაეკონომიკური მიზნით გასწევს გარკვეულ ხარჯებს.

შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება შესაძლებლობა, დამატებითი ფინანსური სახსრები მიმართოს რეინვესტირებაზე, კერძოდ, ახალი ბიზნესის დასაწყებად, არსებული წარმოების გადაიარაღებისთვის ან/და გაფართოებისთვის. ეს რეფორმა უშუალოდ მიმართულია ქვეყანაში ბიზნესის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისკენ. ბიზნესსექტორში დარჩება ნახევარ მილიარდზე მეტი ლარი, რომლის რეინვესტირება განხორციელდება ბიზნესის გაფართოების მიმართულებით, რაც ასევე დამატებითი შემოსავლების გენერირებას ნიშნავს. რეფორმის შედეგად, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 2017 წელს დაჩქარდება 0,5- 0,7%-ით. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრების ბიზნესის მიერ ფიქსირებულ აქტივებში ინვესტირების შედეგად, დასაქმებასა და ამ მაჩვენებლის ისტორიული დამოკიდებულების გათვალისწინებით, 18 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მხოლოდ ამ რეფორმის ფარგლებში მხოლოდ 2017 წელს შეიქმნება. ჯამში, 4 წლის განმავლობაში კი, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისათვის ისტორიულად ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად 4 წელიწადში თითქმის 1%-ით გაუმჯობესდება, რაც არსებული პროგნოზის მიხედვით, ქვეყნიდან 220-250 მლნ აშშ დოლარით ნაკლები ვალუტის გადინებას ნიშნავს", - ნათქვამია საარჩევნო პროგრამაში.



„ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამის, სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" პრეზენტაცია 8 სექტემბერს გამართა.




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up