ბიზნესის დასჯა თუ დასაქმებულთა უფლებებზე ზრუნვა? - ბიზნესმენები შრომის ინსპექციის საქმიანობას აფასებენ

ბიზნესის დასჯა თუ დასაქმებულთა უფლებებზე ზრუნვა? - ბიზნესმენები შრომის ინსპექციის საქმიანობას აფასებენ

person access_time2016-07-25 10:25:08

რამდენად საჭირო და ეფექტურია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს შექმნილი ორი ახალი სტრუქტურა – კონკურენციის სააგენტო და შრომის ინსპექცია? პირველთან დაკავშირებით „კომერსანტმა“ ბიზნესმენების არაერთგვაროვანი მოსაზრებები მოისმინა და მკითხველს უკვე გააცნო. ამჯერად ბიზნესმენები შრომის ინსპექციის მუშაობის შედეგებს აფასებენ.


სახელმწიფომ შრომის ინსპექცია 2015 წლის თებერვალში შექმნა და ბიუჯეტიდან ამისთვის 4 მილიონი ლარიც გამოყო (2015 წელი). 2016 წელს კი ამ მიმართულებით 4 მილიონ 25 ათასი ლარია გათვალისწინებული.

შრომის პირობების ადგილზე შემოწმების გარდა ეს უწყება კომპანიების ხელმძღვანელების მიერ თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულებების შინაარსის გაკონტროლებას იწყებს.

დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი კომპანიებს ჯარიმები ემუქრება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და მისი პარლამენტში ინიცირება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იგეგმება.


„კომერსანტი" დაინტერესდა რა შეცვალა ბაზარზე შრომის ინსპექციის მუშაობამ,  რომლის შენიშვნები ბიზნესისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს?

შრომის ინსპექციის მიმართ უარყოფითი განწყობები ბიზნესს ამ ორგანოს შექმნამდე ჰქონდა – მათ ბიზნესისთვის დამატებითი რეგულაციების შემოღება არ მოსწონდათ.


სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის" დამფუძნებელი ივა ჭყონია განმარტავს, რომ შრომის ინსპექციის არსებობა დღეს ქვეყანაში ზედმეტია, რადგან გამოკვეთილად არსად არ ჩანს, რომ კომპანიებში ვინმეს უფლებები ირღვევა.


ჭყონიას შეფასებით, დღეს კერძო სტრუქტურები იმდენად არ არის ჩამოყალიბებული და იმდენად არ არიან განვითარებულნი, რომ ამგვარი  ორგანოს არსებობის საჭიროება არსებობდეს. მისი თქმით, ეს რგოლი სახელმწიფოს დამატებით ტვირთად აწვება, რადგან საბოლოო ჯამში სახელმწიფო თანხების ამოღებას ბიზნესიდან ეცდება.


„დარღვევა თუ აღმოჩნდა რომელიმე საწარმოში, ეს საბოლოო ჯამში ბიზნესს აწვება ტვირთად. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას უბრალოდ არ სჭირდება შრომის ინსპექცია"-აცხადებს ჭყონია.



რაც შეეხება შრომითი ხელშეკრულებების მონიტორინგს, ჭყონიას განცხადებით, არსებობს საჯარო რეესტრი და შესაძლებელია იქ არსებობდეს თანამშრომელი, რომელიც ამის კონტროლს განახორციელებს.


„ზოგადად, ვთვლი, რომ ამ წუთისთვის ზედმეტი რგოლია. თუ სახელმწიფოს იმდენი საშუალება ექნება, რომ წარმოებას განავითარებს და სამუშაო ადგილებს შექმნის, მაშინ გამართლებული იქნება. ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ასეთ ვითარებაში ვქმნით შრომის ინსპექციას. ჯერ ეკონომიკა უნდა განვითარდეს. ყველა ამგვარი სამსახურის შექმნა ბიზნესის დასჯისკენ არის მიმართული"-აცხადებს ჭყონია.


მისი მტკიცებით, დღეს იმის დრო არ არის, რომ სახელმწიფომ ბიზნესს ხელი შეუშალოს. კერძოდ, თუ სახელმწიფოს სტრატეგია არის ის, რომ ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო ბიზნესს, ეს ზედმეტი რგოლი ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი იქნება ბიზნესის „თავისუფლად მოძრაობისთვის“.


“ზედმეტი რგოლების შექმნას სჯობს, ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადები ბიზნესის გამარტივებას მოახმაროს,“ – ასეთია ივა ჭყონიას რჩევა ხელისუფლებისადმი. 

 

კომპანია „თეთრი ქუდის" ხელმძღვანელის ვანო იოსელიანის განცხადებით, ქვეყანაში შრომის ინსპექციის არსებობა აუცილებელია. კერძოდ. იოსელიანი ამბობს, რომ დასაქმებულისთვის ამ უწყების არსებობა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებას, იოსელიანი ამბობს, რომ მომხრე არ არის, ქვეყანაში ყველაფერი ბიზნესზე იყოს მორგებული.


„საქკაბელის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ მამალაძე აცხადებს, რომ შრომის ინსპექციის არსებობა საჭიროა.


მამალაძე შრომითი ხელშეკრულებების შინაარსის შემოწმებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ზოგადად, როდესაც ქვეყანაში გამჭვირვალე ეკონომიკური ურთიერთობებია როგორც დამსაქმებელთან ისე დასაქმებულთან, ხელშეკრულების შემოწმება პრობლემას არ წარმოადგენს.


„პრობლემა არ არის ხელშეკრულების შინაარსის გამჟღავნება, ვინაიდან ეს არ უნდა იყოს ერთის მხრივ დისკრიმინაციული, მეორეს მხრივ, უსაფუძვლო. თუ თავად არ შექმნიან პრობლემას, ხელშეკრულებების შემოწმება პრობლემა არ იქნება"-აცხადებს მამალაძე.


მისი თქმით, კომპანია „საქკაბელის" სურვილით შრომის ინსპექციამ შეამოწმა საწარმოში მომუშავე ადამიანების გარემო-პირობები და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა. „ჩვენ პასუხისმგებელი საწარმო ვართ, სოციალურად ბევრ ხალხს ვასაქმებთ და ამ ხალხის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა გვაქვს. შემოწმებასაც ამიტომ მოვითხოვეთ. ზოგადად, ნებისმიერი ახალი სტრუქტურის დამატება რეგულაციაა, თუმცა რეგულაცია ცუდ ტონად არ უნდა განვიხილოთ"-აცხადებს მამალაძე.


შეგახსენებთ, "დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის, საწარმოო ტრამვების შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირებისა და პრევენციის, შრომის პროდუქტიულობის ზრდის, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას მექანიზმი შრომის ნორმების შესრულების საზედამხედველო ორგანოს - შრომის ინსპექციის სახით",- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც გასული წლის 18 თებერვლით თარიღდება.


 

შრომის ინსპექციამ ამოქმედებიდან დღემდე ჯამში 200 საწარმო შეამოწმა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია „კომერსანტთან" აცხადებს, რომ დარღვევები ძირითადად ეხებოდა უსაფრთხოების ნაწილს, მათ შორის იყო ელექტროუსაფრთხოება, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების განთავსების არ არსებობა შესაბამის ადგილებში, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის შტატის არ არსებობა და ასე შემდეგ.




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up