ბიზნესის ბრუნვის 77.5% თბილისზე მოდის

ბიზნესის ბრუნვის 77.5% თბილისზე მოდის

access_time2021-09-20 10:00:04

მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვა 57%-ით 35 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ორი კვარტლის ჯამში კი 32%-ით 63.9 მლრდ-მდე. მთლიანი ბრუნვის 3/4-ზე მეტი თბილისზე მოდის.



სექტორების მიხედვით, როგორც ცალკე აღებულ მეორე კვარტალში ასევე ნახევარი წლის ჯამში ყველაზე დიდი ზრდა აზარტული თამაშების მიმართულებით დაფიქსირდა. აპრილ-ივნისში ის 81%-ით 11 მლრდ-მდე გაიზარდა, მთლიანად იანვარ-ივნისში კი 51%-ით 20.2 მლრდ-მდე.



მეორე კვარტალში ასევე მკვეთრად 57%-ით 12.8 მლრდ-მდე გაიზარდა საცალო და საბითუმო ვაჭრობის ბრუნვა. 46%-ით 4.9 მლრდ-მდე მრეწველობა, 43%-ით 2 მლრდ-მდე მშენებლობა, 27%-ით 1.7 მლრდ-მდე ტრანსპორტი და დასაწყობება. 44%-ით 576 მლნ-მდე ინფორმაცია და კომუნიკაცია, 36%-ით 343 მლნ-მდე სასტუმროები და რესტორნები, თუმცა პირველ კვარტალში დაფიქსირებული 48%-იანი ვარდნის გამო დარგის ბრუნვა 6 თვეში 17%-ითაა შემცირებული. სწრაფად მზარდი დარგების ფონზე განათლების სექტორში ბრუნვა მხოლოდ 6%-ით 128 მლნ-მდე გაიზარდა, სოფლის მეურნეობა კი 6%-ით 155 მლნ-მდე შემცირდა.



ორი კვარტლის ჯამში აზარტული თამაშების შემდეგ ყველაზე დიდი 31%-იანი ზრდა 23.6 მლრდ-მდე საცალო და საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით აღინიშნება. 30%-ით 9.1 მლრდ-მდე გაიზარდა მრეწველობაც.




საწარმოთა ზომის მიხედვით მეორე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 61.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 18.2% საშუალოზე და 20.4% წვრილ ბიზნესზე.



რეგიონების მიხედვით მთლიანი ბრუნვის 3/4-ზე მეტი, კერძოდ 77.5% თბილისზე მოდის. 5.3%-ით მეორეზე აჭარაა, მესამე ადგილს 4.8%-ით ქვემო ქართლი იკავებს, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ჯამური წილი კი მხოლოდ 1.5%-ა.



მსხვილი ბიზნესის დომინირების მიუხედავად, მთლიანი ბრუნვის 87.5% - 30.6 მლრდ ლარი შპს-ებზე მოდის, სააქციო საზოგადოებებზე - 8.5%, ინდმეწარმეებზე - 2.4%.



სახელმწიფოს ხელში დღემდე საკმაოდ ბევრი მსხვილი აქტივი რჩება, მაგრამ სახელმწიფო საწარმოთა ეფექტიანობა დაბალია. მეორე კვარტალში სახელმწიფო საწარმოების წილმა მთელს ბრუნვაში მხოლოდ 2% შეადგინა, 2 კვარტლის ჯამში შედარებით მეტი - 2.6%.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up