ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

access_time2022-01-25 16:55:00

                                                                                                          სტატია მომზადებულია გრანთ თორნთონის ბიზნესანალიტიკოსების მიერ



რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია ?


თანამედროვე სამყარო ბიზნესს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა უკვე ჩამოყალიბებული და სტანდარტიზებული დისციპლინაა - მისი, როგორც ბიზნესებს შორის საკომუნიკაციო ენის, ტრანსფორმაცია აუცილებელია ბიზნესის ახალი მოდელის წარმატებით ფუნქციონირებისთვის. ბიზნესის თანამედროვე მოდელი ჰიბრიდულ სქემას ეფუძნება, რასაც თავის მხრივ ბიძგი თანამედროვე რეალობამ მისცა.






რას გულისხმობს ჰიბრიდული სქემა და რას ემსახურება ის?

 


ჰიბრიდული სქემა ეფუძნება სამუშაო პროცესში ინსორს და აუთსორს მიმართულებების ეფექტურ თანაარსებობას, ასევე ტექნოლოგიური სიახლეებისა და ტრადიციული სისტემების ერთობლიობას. მისი მიზანი კი ბიზნესისთვის რისკების დაზღვევა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაა. ბიზნესის ფუნქციონირების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიებს სჭირდებათ სწორედ ის სქემა, რომელიც ბიზნეს პროცესებთან მაქსიმალურად შესაბამისი და ეფექტური იქნება.


საბოლოოდ ეს  გაზრდის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის შესაძლებლობებს და განაპირობებს უკეთეს ფინანსურ შედეგებს.



დღეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ამოცანების გადაჭრა, არამედ იმ ღირებულების შექმნა, რომელსაც კომპანიის მთავარი სტრატეგია ითვალისწინებს. გარდა ამისა, თანამედროვე რეალობამ არსებული რესურსების სრული ჩართულობით ბიზნესისგან ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობა შექმნა. ეს თავის მხრივ მიიღწევა პროცესების ავტომატიზაციით, საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითა და მოქნილი საგადასახადო და ფინანსური პოლიტიკით. 



არსებულ ვითარებაში, ტრადიციული მიდგომების არაეფექტური ელემენტების გამო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია იკარგება და გადაწყვეტილებების მიღება სრული ცოდნისა და კონტექსტის გააზრების გარეშე ხდება. სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია სწორი და ფაქტობრივ ინფორმაციასთან შესაბამისი ფინანსური მონაცემების ხელმისაწვდომობა.  ამიტომაც, ბიზნესის თანამედროვე, ჰიბრიდული მოდელის ერთ-ერთი მიმართულება მოიაზრებს სწორედ მთავარი ბუღალტრის როლის ტრანსფორმაციას. კერძოდ,  მთავარმა ბუღალტერმა უნდა შექმნას ფინანსური ინფორმაციის მენეჯერულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირების სქემა.





აღნიშნულ პროცესში, სქემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია საგადასახადო და ფინანსური ანალიტიკოსების ჩართულობა, ასევე ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ მთავარი ბუღალტრის როლის გაძლიერებისთვის არის აუცილებელი. მენეჯერულ გადაწყვეტილებებს წარსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, როდესაც ეს ინფორმაცია გარკვეულ ხარისხობრივ მაჩვენებლებს აკმაყოფილებს. სწორედ, ამ ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესება არის ღირებულების შექმნა ბიზნესისთვის - როგორც საიმედოობის საფუძველი.

 

გრანთ თორნთონის გუნდმა მთავარი ბუღალტრის სერვისის ჰიბრიდულ მოდელზე მუშაობა პროფესიული გამოცდილებისა და ახალი რეალობის მიერ შექმნილი გამოწვევების საფუძველზე დაიწყო.  სამუშაო პროცესში გუნდმა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის აღმოჩენა შეძლო, რომელთა სრულყოფით შესაძლებელია ბიზნესისთვის განვითარების  ალტერნატიული გზების მოძიება, სტრატეგიული ბიზნეს კომუნიკაციების გაუმჯობესება და ციფრული კულტურის ჩამოყალიბება.

 

ამასთან, კვლევიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე შეიმჩნევა, რომ დღეს ბიზნესის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს პროფესიონალი კადრების მოძიება და შენარჩუნება. ზემოთ მოცემული ახალი მოდელი ითვალისწინებს ამ საკითხსაც და ბიზნესს უქმნის შესაძლებლობას დაზოგოს დროითი და მატერიალური რესურსები პროფესიონალი კადრების შერჩევისას.

 

გლობალურად რომ შევხედოთ, თანამედროვე ბიზნესის ჰიბრიდული სქემის დანერგვა მნიშვნელოვანია როგორც, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რომელთაც,  განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის სწორ ცირკულაციაში.

 

თუ გსურთ თქვენი ბიზნესი მართოთ მარტივად, ეფექტურად და უსაფრთხოდ, ჩვენ ვიცით როგორ მოვარგოთ მთავარი ბუღალტრის სერვისის ჰიბრიდული მოდელი თქვენს საჭიროებებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up