„ბიზნესისთვის საპენსიო რეფორმა წნეხი აღმოჩნდა“- ბიზნესი სავალდებულო საპენსიო სისტემის 5 თვის შედეგს აფასებს

„ბიზნესისთვის საპენსიო რეფორმა წნეხი აღმოჩნდა“- ბიზნესი სავალდებულო საპენსიო სისტემის 5 თვის შედეგს აფასებს

access_time2019-06-03 10:00:36

საპენსიო რეფორმას ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ ბიზნესმენები „კომერსანტთან“ აფასებენ. ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი. მისი განცხადებით,  ბიზნესი რეფორმას სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა. როდესაც საკანონმდებლო ცვლილება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ბიზნესთან  მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

 

მისი განმარტებით, საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლბითი  უნდა ყოფილიყო. მანამდე კი ბიზნესისთვის გადასაწყობად გარკვეული დრო უნდა მიეცათ. დაუშვილის განმარტებით, ბიზნესის ამოსავალი წერტილი მოგებაა, როდესაც ის  მცირდება, კარგი არ არის და ეს არავის არ უნდა უხაროდეს.

 

როგორც დაუშვილი განმარტავს, როდესაც ქვეყანა ვითარდება, მოსახლეობის ცხოვრების დონე იმატებს და იზრდება სახელფასო ფონდი. შესაბამისად, ნებისმიერი ბიზნესისთვის სახელფასო ფონდი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯია.

 

 „თუ კომპანიას პირობითად აქვს 2 მილიონი ლარის სახელფასო ფონდი, აქედან  დამსაქმებლის გადასახდელია 2%-ი, ანუ 40 000 ლარი, რაც ხარჯია და არცთუ ისეთი ცოტა. მით უმეტეს როცა ამას სავალდებულო ხასიათი აქვს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს 2%-ი კომპანიისთვის ტვირთია. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც  ქვეყანაში გართულებულია ეკონომიკური სიტუაცია, როდესაც  ხელშესახები არ არის  ეკონომიკური ზრდა, არის ლარის დევალვაცია. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ბიზნეს აწვება, კარგი არ არის,“-აცხადებს დაუშვილი.

 

 „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი იმაზეც საუბრობს, თუ საპენსიო რეფორმა უკეთესად როგორ შეიძლებოდა განხორციელებულიყო. მისი შეფასებით, სახელმწიფოს ცალმხრივად  უნდა მიეღო გადაწვეტილება და 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 15 %-ი ბიუჯეტში, ხოლო 5%-ი საპენსიო ფონდში მიემართა.

 

 „ასეთ სიტუაციაში ბიზნესთან არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნებოდა, არავის არ შეეხებოდა.თუ ბიუჯეტს ამის საშუალება ექნებოდა,ამ სქემით უნდა ემუშავათ.თუ მთავრობას უნდა, რომ სოციალურად ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღოს,ბიზნესს ეს ნაკლებად უნდა დააწვეს. რაღაც სხვა ფორმა უნდა მოიფიქროს.“-აცხადებს დაუშვილი.

 

მისივე განმარტებით,ზოგადად,სხვისი ფულის ინვესტირება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.ეს არ არის ადვილი საქმე. ამას კი დიდი კომპეტენცია და დრო  სჭირდება.როგორც დაუშვილი აცხადებს, ეს ყველაფერი რეფორმის ამოქმედებამდე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი.


 

„ჩემი აზრით ეს არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება იმიტომ,რომ მოხდეს დამატებითი რესურსების მობილიზება. ყველაზე უფრო საიმედო მსესხებელი სახელმწიფო ბიუჯეტია, სავარაუდოდ, მობილიზებული თანხა რაღაც დონეს რომ მიაღწევს, ის სესხის სახით  სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება“-აცხადებს დაუშვილი.

 

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი  ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმაზე დადებითი წარმოდგენისაა.რაც შეეხება მის მუშაობა არ მუშაობას, ბიზნესმენი განმარტავს,რომ აუცილებელი საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხა, რაც შეიძლება მოკლე დროში  მეორად ბაზრებზე განთავსდეს.

 

„ეს გაცნობიერებული ტვირთი იყო. რადგან ეს შედგა, ამოცანაა,რომ ეს ფული სადმე ჩაიდოს.რაც შეეხება ინტერესს, „რედიქს ჯგუფში“ საპენსიო ხარჯს 100%-ით  თავად კომპანია იღებს, შესაბამისად, არავის არ გაუჩნდებოდა იმის სურვილი,რომ სისტემა დაეტოვებინა“-აღნიშნავს პაპაშვილი.

 

ბიზნესმენი, კომპანია „ჩირინას“ (ბრენდი „ბიუ ბიუ“) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე  საპენსიო რეფორმას აფასებს და აღნიშნავს, რომ ბიზნესი და ქვეყანა  ამისთვის მოუმზადებელი აღმოჩდა. მისი განმარტებით, ყველაზე დიდი წარმატება  არის ნდობა, რომელიც არ არსებობს. შესაბამისად, როგორც ვაშაკიძე აცხადებს, კომპანია „ჩირინაში“ საპენსიო სისტემა  40 წელს გადაცილებულმა ყველა თანამშრომელმა დატოვა.


რწმენა ჩვენი თანამშრომლების მაღალი არ არის. როგორ ექნებოდათ ნდობა, როდესაც სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, მაგალითად, ენერგოობიექტები და ასე შემდეგ, წამგებიანია. შეიქმნა მორიგი სახელმწიფო სტრუქტურა და მისი მომგებიანობის არ სჯერათ. ამიტომაც გამოდიან პროექტიდან, “-აცხადებს ვაშაკიძე.


მისივე ინფორმაციით, თუნდაც ეს 2%-ი ბიზნესისთვის საკმაოდ წნეხი აღმოჩნდა. როგორც ვაშაკიძე განმარტავს, ეს ფაქტობრივად საშემოსავლო გადასახადის გაზრდაა 2%-ით.


„აქ ორი მომენტია. პირველი- ეს არის ლარის მდგრადობა როგორია და როგორი იქნება 20-30 წლის შემდეგ. ვინმე გარანტიას ხომ არ იძლევა არაფერზე. ჩვენი ვალუტა რომ სხვა მყარ  ვალუტაზე მიბმული იყოს,მაგალითად, ევროზე, კიდევ არაუშავს. მეორე-ჩვენთან არ არსებობს ფასიანი ქაღლდების ბაზარი. შესაბამისად, უცნობია სად უნდა წავიდეს მობილიზებული თანხები? ცუდია ის,რომ ეს მობილიზებული ფული ამოღებულია ვაჭრობიდან, ამიტომ ხალხის მსყიდველოითუნარიანობა ეცემა.ეს ფული ხალხიდან ამოღებული ფულია, რომლითაც შეეძლოთ იგივე ჩვენი პროდუქცია ეყიდათ,“-აღნიშნავს ვაშაკიძე.


 როგორც ცნობილია, სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 150 დღის განმავლობაში საპენსიო ფონდში 232 მილიონი ლარის საპენსიო დანაზოგის აკუმულირება მოხდა.სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში სქემაში 51,870 კერძო კომპანია ჩაერთო, სისტემაში კი, 793, 029 ინდივიდუალური მონაწილის ანგარიში გაიხსნა.


საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 150 დღის განმავლობაში ფონდში აკუმულირებულ 232 მილიონ ლარს 1,76 მილიონი ლარის სარგებელი უკვე დაერიცხა.


სოფო ქსოვრელი 

 






აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი 0%-ითაა ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი 0%-ითაა ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 0%-ითაა ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს : ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა კომპანია meridian capital limited-ის წარმომადგენლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს :  ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა  კომპანია  meridian capital limited-ის წარმომადგენლებს
access_time2019-09-16 12:30:02
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ გადაცემაში „მთავარ აქცენტები“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ინვესტორებისთვის  ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა. ხაზარაძემ  ღიად დაასახელა  ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა: “ ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდა.  ეს არის ინგლისური კომპანია. ფონდის წარმომადგენლები, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ...


მსგავსი სიახლეები

up