ბიზნესის 7 პრინციპი Playboy-ის დამფუძნებლისგან

ბიზნესის 7 პრინციპი Playboy-ის დამფუძნებლისგან

access_time2017-09-30 16:00:52

27 სექტემბერს ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებელი, ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული მედიაბრენდის შემქმნელი თავის სახლში, The Playboy Mansion-ში გარდაიცვალა. საინტერესოა, თუ რა პრინციპებზე იყო დამყარებული ჰეფნერის იმპერია, რომელსაც იგი 60 წლის განმავლობაში ქმნიდა.

 

 

1. დასაწყისისთვის დიდი რაოდენობის ფული საჭირო არ არის

 


1953 წელს ჰიუ ჰეფნერმა ბანკიდან კრედიტის სახით $600 გამოიტანა, 45 მეგობარსა და ნაცნობს $8000, ხოლო დედას კი $1000 გამოართვა. Playboy-მ პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა და მისი 50,000 ეგზემპლარი გაიყიდა.

 

 

2. მოწყენილობა - რაც წარმატებას კლავს

 


მას შემდეგ, რაც ჰეფნერი ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახდა, იგი პარტნიორებს ძალიან დიდი სიხშირით იცვლიდა. 2000 წლიდან კი იგი თავის უზარმაზარ სახლში 7 გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, რომელთა ასაკი 18-28 წელს შეადგენდა (ან დროისთვის ჰეფნერი უკვე 74 წლის იყო).

 

 

3. ბრენდი ყველაფერზე მაღლა დგას

 



Playboy-ის ლოგოს პირველადი ესკიზის შესაქმნელად ჟურნალის დიზაინერს, არტ პოლს სულ რაღაც 10 წუთი დასჭირდა. ლოგოტიპის შექმნაში თავად ჰეფნერიც იღებდა მონაწილეობას და სწორედ მის იდეას წარმოადგენდა, ლოგოზე სმოკინგიანი კურდღელი დატანილიყო. ჰეფნერის აზრით, ლოგო ინტელიგენტური და საინტერესო იყო. დღეს Playboy-ის ლოგო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია.

 

 

4. უნდა იცოდე კონკურენციის ხელოვნება

 


Playboy-ის წარმატების პარალელურად, მას მძლავრი კონკურენტები გამოუჩნდა, როგორებიცაა Hustler და Penthouse. აღნიშნული ჟურნალები ინტერესს უფრო თამამი ფოტოებით იპყრობდნენ. ჰეფნერი კი მუდმივად ცდილობდა, პორნოგრაფიასა და ეროტიკას შორის ზღვარი არ გადაელახა. მან გადაწყვიტა, ჟურნალში არსებული სტატიების ტექსტების ხარისხი აემაღლებინა და ამ მიზნით, სტატიები ისეთ მწერლებს დაუკვეთა, როგორებიც ტენესი უილიამსი და პელამ ვუდჰაუსი იყვნენ.

 

 

5. ტოტალური დივერსიფიკაცია

 


ჰეფნერი მხოლოდ ჟურნალის შექმნით არ დაკმაყოფილებულა. 1959 წელს მან ტელეარხ ABC-ზე სატელევიზიო შოუ გაუშვა, რომელმაც წარმატება ვერ მოიტანა. სანაცვლოდ, დიდ წარმატებად იქცა ღამის კლუბების ქსელი Playboy Club, რომელსაც სულ რაღაც 3 თვეში 132,000 ადამიანი ესტუმრა.

 

 

6. დროულად დათმე პოზიცია

 


1980-იან წლებში Playboy Enterprises-სთვის ცუდი პერიოდი დადგა: დაიხურა კლუბები და კაზინო, შემცირდა გაყიდვები, 1985 წელს კი ჰეფნერს ინსულტი დაემართა, რომლის გადალახვაც შეძლო. მან გადაწყვიტა, კომპანიის მმართველობა საკუთარი შვილისთვის, კრისტისთვის გადაეცა, რომელმაც გაკვერული დროის განმავლობაში ჟურნალის გაყიდვების ზრდა მოახერხა.

 

 

7. ყველა შეიძლება დამარცხდეს

 


1999 წლისთვის Playboy-ის აქციების ღირებულება $33.44-ს შეადგენდა, თუმცა 2011 წლისთვის $3.4-ს. 1975 წელს Playboy-ის ტირაჟი 5.6 მილიონ ეგზემპლარს, ხოლო 2011 წელს კი 1.6 მილიონს შეადგენდა. ჰეფნერმა, რომელიც 70%-იან, საკონტროლო პაკეტს ფლობდა, მცირე მეწილეებისგან აქციების შეძენა გადაწყვტა - თითოეულ აქციაში ჰეფნერმა $6.15 გადაიხადა, რაც ჯამში მას $207 მილიონი დაუჯდა. ჰეფნერი იმედოვნებდა, რომ გარიგება კომპანიას მთელ მსოფლიოში გაფართოების რესურსს მისცემდა. თუმცა საბოლოოდ, 2011 წლის მარტში, Playboy ჰოლდინგმა Icon Acquisition Holdings PL-მა შეიწოვა, ჰეფნერს კი მესამედი წილი ერგო. ამჟამად Playboy Enterprises იყიდება.

 

 

rbc.ru



გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up