„ბიზნესიდან ნაღდი ფულის ამოღების პროცედურები მაქსიმალურად უნდა შემსუბუქდეს და შემცირდეს“ - მიხეილ ჭელიძე

„ბიზნესიდან ნაღდი ფულის ამოღების პროცედურები მაქსიმალურად უნდა შემსუბუქდეს და შემცირდეს“ - მიხეილ ჭელიძე

access_time2020-04-22 13:00:57

„ფულის გადანაწილება ეკონომიკაში ხდება არათანაბარზომიერად, ზოგ ბიზნესს გაეზარდა შემოსავალი და წარმოება,  ზოგს  შეუმცირდა, ზოგს საერთოდ არ აქვს. აქედან გამომდინარე, ბიზესს დავყოფდი ორ ნაწილად, ისინი ვინც საერთოდ მოკვდა პანდემიის პერიოდში და ისინი, ვისაც რაღაც მცირე აქტივობა მაინც აქვს.“ - საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე ბიზნესის ლიკვიდობის პრობლემასა და მთავრობის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს „კომერსანტთან“ მიმოიხილავს.


ხუთმა მსხვილმა ბიზნესგაერთიანებამ მთავრობას თხოვნით მიმართა, ლიკვიდობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს. წერილის ავტორები თვლიან, რომ კარგი იქნება, თუ მთავრობა დროებით გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს დაუშვებს, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ლიკვიდობის პრობლემის წინაშე ბევრი ბიზნესი დგას და სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული ღონისძიებების გატარებას აპირებს, თუმცა რა მექანიზმები იქნება გამოყენებული ჯერჯერობით უცნობია.


მცირე და საშუალო ბიზნესების ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე აღნიშნავს, რომ ბიზნესები ამ ეტაპზე არათანაბარ პირობებში არიან, შესაბამისად, მთავრობის მხრიდან დახმარებაც მათი შემოსავლიანობისა და აქტიურობის პროპორციულად უნდა მოხდეს. მცირე საწარმოებისთვის საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლოდე შეჩერება, შეღავათები იმპორტიორებისთვის - ასოციაციამ  სამინისტროს კონკრეტული ინიციატივებით მიმართა , რათა ბიზნესებს საბრუნავი რესურსების პრობლემა არ შეექმნათ პოსტკრიზისულ საქართველოში.


 „ჰორეკას სექტორი საერთოდ ცალკე დასახმარებელია, სეზონი ჩავარდა და რამე შემოსავალზე ლაპარაკი გამორიცხულია, შესაბამისად, ისინი უნდა გადავიდნენ ცალკე დაფინანსებაზე. დანარჩენი ბიზნესი ელოდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებას, რათა გაააქტიურონ საქმიანობა. მათ სხვა ტიპის, უფრო ტექნიკური დახმარება სჭირდებათ როგორებიცაა საგადასახადო შეღავათები და ვადების გადაწევა.



ჩვენს ასოციაციას  წერილიც აქვს მიწერილი სამინისტროსთვის, სადაც ბიზნესის დასახმარებელ ინიციატივებს შორისაა იმპორტიორებისთვის შეღავათები,  მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის  საშემოსავლო გადასახადის დროებით შეჩერება წლის ბოლომდე, დღგ-ს გადავადება და  დაგრაფიკება. ეს უნდა მოხდეს ავტომატურად. ანუ ბიზნესიდან ნაღდი ფულის ამოღების პროცედურები მაქსიმალურად უნდა შემსუბუქდეს და შემცირდეს. ჯერჯერობით რასაც ვაკვირდები ეკონომიკური ღონისძიებები განცხადებების დონეზეა, ასევე განცხადებების დონეზეა ის, რომ მნიშვნელოვანი თანხები იქნება დახარჯული, რაც ძალიან გვაიმედებს  ბიზნესს. აქტიური პროცესები ალბათ პანდემიის გადასვლის შემდეგ დაიწყება.“- აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.


შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ბიზნესები კვლავაც გაჩერებულია ან მინიმალური შემოსავლებით მუშაობს.


„ჩვენი დახმარების ერთ-ერთი სამიზნე არის საბრუნავი საშუალებების [ლიკვიდობის] პრობლემის გადაწყვეტა, ისევ და ისევ იმისთვის, რომ კომპანია იყოს ჯანსაღი და ჰქონდეს იმდენი რესურსი, რომ შეინარჩუნოს ადამიანები, გასცეს ხელფასი და გააგრძელოს ფუნქციონირება შემდგომში, როცა უკვე ყველა შევძლებთ. რა გზით გავაკეთებთ ამას, იქნება ეს გადასახდების გულუხვი გაუქმება-გადავადება, რაც ჩემი აზრით, კარგად არის გასათვლელი, რამდენად შესაძლებელია, თუ იქნება ეს სხვაგვარი მხარდაჭერა, მაგალითად, სხვადასხვა ფინანსური ბერკეტები და მექანიზმები, რაზეც დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ დღეებში, ეს მოგვანდეთ ჩვენ. მე უბრალოდ პირობას გაძლევთ, რომ ეს იქნება ეფექტური და ქმედითი მხარდაჭერა“, – განაცხადა  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პანდემიის შედეგად ეკონომიკაში შექმნილი გამოწვევები და შესაძლო პერსპექტივებზე საუბრისას გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.


მარიამ მორგოშია


 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up