ბიზნესიდან პოლიტიკაში – "ქართული ოცნების" სიით გასული ახალი დეპუტატები

ბიზნესიდან პოლიტიკაში – "ქართული ოცნების" სიით გასული ახალი დეპუტატები

person access_time2016-10-17 12:00:23

 

8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი ასეთია - პროპორციული სიით ხმათა 48,65% "ქართულმა ოცნებამ" აიღო, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" 27,12%, „პატრიოტთა ალიანსი" 5%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50 ოლქში გაიმართება. აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა „საარჩევნო კოდექსით" განსაზღვრული 50 %-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

 

"კომერსანტი" დაინტერესდა, თუ ვინ არიან პარლამენტში "ოცნების სიით" გასული ახალი სახეები, რომლებიც ბიზნესიდან მოდიან. აღმოჩნდა, რომ ზოგის შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის, ზოგიერთის კი საერთოდ არაფერი. რაც შეეხება იმ მაჟორიტარებს, რომლებიც ასევე ბიზნესიდან აპირებენ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას და რომლებიც "ოცნების" ახალი სახეები არიან, "კომერსანტი" მათ შესახებ ინფორმაციას არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ. (სტატიაში გამოყენებულია "ლიბერალის" მასალები)

 

სიის მე-5 ნომერი - გიორგი გახარია

 

 

გიორგი გახარია "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში პირდაპირ ბიზნესიდან არ მოხვდა, მაგრამ მას ბიზნესმენები კარგად იცნობენ. გახარიას ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტი ეკავა. 

 

გიორგი გახარია 2002-2004 - სწავლობდა მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უმაღლესი ბიზნეს სკოლა - ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA); 1994-2000 - მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა; 1992-1994 - ი.ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მინიჭებული აქვს  მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიაში.

 

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით იყო  პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში- ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2013 წლის მარტიდან 2016 წის ჩათვლით მას საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოსტი ეკავა. 2008 წლიდან 2013 წლის თებერვლამდე მუშაობდა Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany.

 

 

 

სიის მე-11 ნომერი - კახაბერ კუჭავა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუსრდამთავრებული. სწავლობდა ნოტინგემის სამართლის სკოლაში. 2015 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება „Georgian Copper and Gold"-ის გენერალური დირექტორი („Georgian Copper and Gold" ბრიტანეთში დარეგისტრირებული Noricum Gold LTD"-ის პარტნიორი კომპანიაა. ეს კომპანია კი RMG-ის პარტნიორია, რომელიც კაზრეთში ოქროსა და სპილენძს მოიპოვებს). კუჭავა 2012-2016 წლებში „კავკასიის მინერალების" გენერალური დირექტორიც იყო. 2015 წლის ოქტომბერში, ჟურნალ Forbes Georgia-ში მასზე დაიბეჭდა სტატია - „რაჭული მეტალის აღზევება". (ონის ოქროს მოპოვება 2012 წლის 14 მარტს გაცემული ლიცენზიის ფარგლებში მიმდინარეობს).

 

 

 

სიის 26-ე  - ისკო დასენი - პროკურორი, ბიზნესმენი, კონსული.

 

„ოცნების" სიის 26-ე ნომრად გასული დეპუტატი ისკო დასენი 1958 წელს დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 2012 წლამდე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:


 

1986 წლის იანვარში დაინიშნა ქ.თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად, შემდეგ მუშაობდა ამავე რაიონის პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ.1993 წლის 11 ივნისს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც მუშაობდა საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად, შემდეგ კი ამავე საგამოძიებო ნაწილის პროკურორად.

 

წელს, 5 ოქტომბერს ისკო დასენს თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული თამარ მეფის გამზირის N13-ის მიმდებარედ არსებული 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 5-წლიანი იჯარით გადასცა. წელსვე დასენმა თბილისში აგლაძის ქუჩა N25-ში მდებარე შენობის მე-4 სართულზე - 324.80 კვ მ. ფართი დაირეგისტრირა; ერთი წლის წინ კი - 3428 კვ.მ. ბელიაშვილის ქუჩაზე.

 

ისკო დასენი 2013 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო ლიდერკრედიტის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შემდეგ კი თავმჯდომარე იყო. 2015 წლის მაისის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო ლიდერკრედიტის" 100 %-იანი წილის მფლობელია. წელს, 12 აგვისტოს შ.პ.ს. „მისო ლიდერკრედიტმა" "ქართულ ოცნებას" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემოწირულობა - 120 000 ლარი - გადაურიცხა.

 

2014 წლის 6 ოქტომბრიდან საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის საპატიო კონსულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედს" ისკო დასენის შესახებ შეკითხვაზე უპასუხა:

 

„ეს ადამიანი გახლავთ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, იეზიდი მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე. ეს ადამიანი დასაქმებულია ბიზნესსექტორში, არის წარმატებული ბიზნესმენი და ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

პარტიას თანხა შესწირეს მისი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა და ახლობლებმაც - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სულ დაახლოებით 167 000 ლარი.

 

2015 წლის დეკემბერში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ისკო დასენს წევრობა გაუუქმა.

 

 

სიის N 29 - შოთა (შაბთაი) შალელაშვილი (შალონ)

 

 

2014 წლის გაზაფხულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ებრაელი ბიზნესმენები შოთა შალელაშვილი და გია მიქელაძე "ქართუ ბანკის" წილის შესყიდვას აპირებდნენ.

 

შოთა შალელაშვილი 1959 წელს დაბადებული ებრაელი ბიზნესმენია. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მან ამ წლის 28 სექტემბერს ტარას შევჩენკოს ქუჩაზე 259 კვ.მ ფართი, ხოლო ამავე წლის ივლისში კი სამტრედიის დაბა კულაში 599 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა, რომელზეც ორი შენობა ნაგებობა ირიცხება - 434 კვ.მ და 42.8. კვ.მ ფართის.

 

შალელაშვილი 2012 წლიდან 2010 წელს დარეგისტრირებული შპს ისნის სავაჭრო ცენტრის პარტნიორიცაა. შალელაშვილის გვარი "ოცნების" ოფიციალურ შემწირველთა შორის არ იძებნება, თუმცა მისი 51%-იანი წილის მფლობელმა გრიგოლ მიქელაძემ 1 აგვისტოს "ქართულ ოცნებას" 55 000 ლარი შესწირა. მიქელაძეს საქმიანი ინტერესები აქვს 13-მდე კომპანიაში, მათ შორის 100%-იანი მესაკუთრეა შპს "ნოვოროსიისკი მეტალში".

 

 

სიის 36-ე ნომერი - თეიმურაზ კოხრეიძე

 


ის 2012 წლიდან დღემდე „პეტროკასენერჯიგრუპ", ვიცე-პრეზიდენტია. „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი" საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და მას საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელებს აწვდის. ეს ის კომპანიაა, რომლის წილის შესყიდვის შესახებ რუსულმა კომპანია „როსნეფტმა" 2014 წლის 29 დეკემბერს განაცხადა. "როსნეფტსა" და "პეტროკას ენერჯი ლიმიტედს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი. "ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ რაიმენაირად შევაფერხოთ ან ჩავშალოთ ეს ტრანზაქცია, რადგან ამის განხორციელება ოფშორულ ზონაში მოხდა", - ეს განცხადება კი ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა.

 

თეიმურაზ კოხრეიძე სწორედ „პეტროკას ენერჯი ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტია, თუმცა არა საქართველოში რეგისტრირებულის, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, დირექტორი კი არჩილ ხელაშვილია.

 

„პეტროკას ენერგი ჯგუფი" დიდი კომპანიაა. ხელაშვილი ქართული "პეტროკა ენერჯი ჯგუფის" ხელმძღვანელია. მე ვარ იმ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთშია და საქართველოში რეგისტრირებული ჰყავს ქართული პეტროკა ენერჯი ჯგუფი", - განუცხადა „ლიბერალს" კოხრეიძემ.

 

თეიმურაზ კოხრეიძე 1986 წლიდან 90 წლის ჩათვლით სხვადასხვა საავადმყოფოებში (ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო და ა.შ.) ექიმად მუშაობდა; 1990 წლიდან 1993 წლის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობს იკავებდა; 1993 დან 1995 წლებში - მინისტრთა კაბინეტში. 1995 წლიდან 2004 წლის ჩათვლით საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2004 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ნავთობის ეროვნული კომპანია „საქნავთობში" აპარატის უფროსი იყო. 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით შპს „ფიუჩერპროდაქტსკომპანის" დირექტორის თანამდებობა ეკავა.

 

სიის 44-ე ნომერი - გია ბენაშვილი.

 

ის 2014-2015 წლებში "ყაზტრანსგაზ - თბილისის" სპეციალურ მმართველად მუშაობდა. 2016 წლიდან შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორია. მას და კახი კალაძეს შორის შესაძლო ბიზნესსკავშირებზე მედიაში არაერთი სტატია იძებნება. 2015 წელს, როცა ბუნებრივ აირზე ტარიფები გაიზარდა, ბენაშვილმა მთავრობის პოზიციის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. მისი განცხადება სრულ თანხვედრაში იყო მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის დვალიშვილის განცხადებასთან. კერძოდ, ბენაშვილის მაშინდელი განცხადების თანახმად, ის ტარიფები, რომლებიც 2015 წელს მოქმედებდა, 2007-2008 წლებში იყო დადგენილი.

 

 

 

 

 

 



Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up