ლადო პაპავა “ომეგა ჯგუფის“ საქმეზე: ოქუაშვილის გამოსვლა შთამბეჭდავი იყო, თუმცა პოლიტიკური ელფერი შესძინა, რაც აშკარად წამგებიანია

ლადო პაპავა “ომეგა ჯგუფის“ საქმეზე: ოქუაშვილის გამოსვლა შთამბეჭდავი იყო, თუმცა პოლიტიკური ელფერი შესძინა, რაც აშკარად წამგებიანია

access_time2018-10-04 09:40:18

ბიზნესიდან მთავრობაში ხალხის მიყვანა შეცდომაა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომისტმა, პროფესორმა ლადო პაპავამ განუცხადა. მისი განცხადებით, მენეჯერის და ბიზნესმენის ადგილი ბიზნესშია, მთავრობაში უნდა იყვნენ სახელმწიფო მოღვაწე დარგის სპეციალისტები, რომელიც ქვეყნის მმართველები იქნებიან.



როგორც ბ-ნი ლადო განმარტავს, თუ გავიხსენებთ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ირგვლივ არსებულ პრობლემას და მასზე ვისაუბრებთ - ეს ძირითადად არის ბიზნესმენების ბინძური გარჩევა.


„აუდიო ჩანაწერების ავთენტურობაზე გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს. თუმცა, ეს არის იმ ბიზნმენების ბრძოლა, რომლებიც, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად მკაფიოდ აზრებსაც ვერ აყალიბებენ. სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგიერთი ბიზენმენის ენა იმდენად პრიმიტიულია, რომ აზრის გამოტანა სულაც არ არის ადვილი“ - განმარატავს ბ-ნი ლადო.




პროფესორი აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის გამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუმცა, მან ამ გამოსვლას პოლიტიკური ელფერი შესძინა, რაც მისთვის აშკარად წამგებიანია.



„მინდა მჯეროდეს, რომ შედგება გამოძიება, გაირკვევა ყველაფერი, მათ შორის ჩანაწერების ავთენტურობაც. აქვე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი - რით დაასრულა ბ-ნმა ზაზა ოქუაშვილმა თავის გამოსვლა? დაასრულა იმით, რომ ის მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს, ანუ საქმე პოლიტიკურში გადაიყვანა. ბ-ნი ვაშაძე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აშკარად რუსული პროექტია, როგორც მენტალიტეტით ისე წარსულით. სანამ ვლადიმერ ჟირონოვსკიმ არ ატეხა ხმაური, რატომ ჰყავდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქე, მანამდე ბ-ნი ვაშაძე რუსულ პასპორტს არ თმობდა. არც ამბობდა რუსული პასპორტი რომ ედო ჯიბეში. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ბ-ნი ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, ქ-ნი ნატო ჩხეიძე კი ვითომდა ურთიერთობების დასალაგებლად მოსკოვში დადიოდა. როგორ, ქმარმა არ იცოდა ცოლი სად დადიოდა? რუსული კვალი კი ყოველივე ამაში აშკარად იკვეთება...



მე ნამდვილად არ ვამართლებ „ქართულ ოცნებას“, მას ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზაზა ოქუაშვილმა ეს საქმე პოლიტიკურ კონტექსტში გადაიტანა და რუსული ძალის მხარდაჭერა გამოხატა, მისი სიტყვები უკვე ჩემთვის ნაკლებ სარწმუნო გახდა. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ობიექტური გამოძება!“ - აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება

 ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება
access_time2018-12-11 16:50:49
სადაზღვევო კომპანიების და დაზღვევის ბროკერების იმერ გავრცელებულ განცხადებას, საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით,  „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უპასუხა.   „არ ვეთანხმები ამ მიდგომას, რადგან ჩვენი კომპანია სულ ორი წელია, რაც ბაზარზეა და საუკეთესოა. პირველ რიგში, განმასხვავებელი არის ის, რომ ჩემი აზრით, საუკეთესო მომსახურების კომპანიაა. კომპანიამ თავისი პროდუქტებითა და მომსახურების ხარისხით...

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად
access_time2018-12-11 15:55:25
 სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს. ინდუსტრიის წარმომადფგენლებმა ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. კომერსანტი სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის...

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს
access_time2018-12-11 13:55:00
„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. Swoop-ის ბაზაზე „თიბისი ჯგუფი“ ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. ციფრულ სავაჭრო პლატფორმა Vendoo-ზე მეწარმეებს პროდუქციის მიწოდება, მომხმარებლებს კი, მისი შეძენა შეეძლებათ. „გვაქვს ამბიცია, გავაკეთოთ ქართული ამაზონი“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან
access_time2018-12-11 13:00:00
თბილისში, ბაგებში, ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლები აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას და შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ 2018 წლის თებერვლიდან მოყოლებული მათ არაერთგზის მიმართვას თბილისის მერიის სამსახურებისადმი, რეაგირება არ მოჰყოლია. მობინადრეები ცდილობდნენ მერის და სათანადო სამსახურების ყურამდე მიეტანათ საკუთარი პოზიცია, სამართლიანი პროტესტი, შეშფოთება და გულისწყრომა, რომელიც დეველოპერული კომპანია „მეტრა...

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“ საახალწლო აქტივობა

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“  საახალწლო აქტივობა
access_time2018-12-11 11:25:54
5 დეკემბრიდან „თბილისი მოლში“ ორი სადღესასწაულო კუთხე გაიხსნა - ქართული ახალი წლის და ევროპულის შესაბამისი. ასე დაიწყო „თბილისი მოლის“ საახალწლო კამპანია „თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი“, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს საკითხს, თუ ვინ უნდა მოიყვანოს ახალი წელი საქართველოში - სანტა კლაუსმა თუ თოვლის ბაბუამ. საახალწლო აქტივობის ხანგრძლივობა 5 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლითაა. 7-დან 29 დეკემბრის პერიოდში, მომხმარებლებს საკუთარი რჩეულისთვის ხმის...


მსგავსი სიახლეები

up