BDO - „მთავარია პრინციპი, რომ ყველა გადასახადის გადამხდელი ერთი და იგივე რეჟიმში იყოს “

BDO - „მთავარია პრინციპი, რომ ყველა გადასახადის გადამხდელი ერთი და იგივე რეჟიმში იყოს “

access_time2019-09-10 16:00:25



“საგადასახადო დისციპლინის ნაწილზე საინტერესო იქნებოდა დეტალების მოსმენა, თუ რა იგულისხმებოდა ამაში იმიტომ, რომ წინა მთავრობის დროს არსებულმა დისციპლინის სიმკაცრემ კარგი შედეგი არ მოიტანა,“ — ასე აფასებს BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი „კომერსანტთან“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას  საგადასახადო დისციპლინის გამკაცრებასთან დაკავშირებით. 



„თუ ვინმე არ იხდის გადასახადებს და საუბარია იმაზე, რომ ვინმე არაკეთილსინდისიერი გადამხდელია, ბუნებრივია ამის მოგვარება, ყველას ინტერესში შედის. არ უნდა არსებობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც გადასახადებს არ იხდის. ამიტომ ვამბობ, რომ საინტერესოა დეტალები,“ აცხადებს ლალაზაშვილი.


ხოლო, თუ იმაზეა საუბარი, რომ უფრო მეტი ანალიტიკა გამოიყენოს მაგალითად, შემოსავლების სამსახურმა, ინფორმაციის დამუშავება უფრო ეფექტურად განახორციელოს და აღმოაჩინოს ისეთი შემთხვევები, რაც შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული „შავი ხვრელი“ თუ სად შეიძლება იყვნენ არაკთილსინდისიერი გადამხდელები, ეს ყველას ინტერესში შედის.


„მთავარია პრინციპი, რომ ყველა გადასახადის გადამხდელი ერთი და იგივე რეჟიმში იყოს. არ შეიძლება ვიღაც სარგებლობდეს არაკანონიერი გზებით და ვიღაც გადასახადებს იხდიდეს კეთილსინდისიერად. ეს არასამართლიანია. სხვა მხრივ, თუ საუბარია იმაზე, რომ მაგალითად, შემოწმებების დროს გამკაცრდეს ფორმა და არასამართლიანი გადასახადები დაეკისროს ბიზნესს შემოსავლების სამსახურის მიერ, ბუნებრივია, ამას არ მივესალმები. ამიტომ ვამბობ, გააჩნია რაზეა საუბარი.“



ლალაშვილის განცხადებით, ბიზნესთან დიალოგი ნორმალურია, თუმცა, მნიშვნელოვანია ხდებოდეს ბიზნესიდან წამოსული მოსაზრებების გააზრება. კარგი იქნება, თუ ახალი რეგულაციის დაწესებამდე მოხდება ბიზნესთან კომუნიკაცია და მისი აზრის გათვალისწინება.



როგორც ლალაზაშვილი განმარტავს, იყო ბევრი რეგულაცია, როდესაც არ მოხდა ბიზნესის აზრის გათვალისწინება, ეს კი სწორი ფორმა არ არის. ერთი-ერთი ასეთია საპოლიციო გამოსახლება, შემდეგ საბანკო რეგულაციები, მიწის თემები და ასე შემდეგ. ლალაზაშვილის ინფორმაციით, ბიზნესი ხშირ შემთხვევაში გაცილებით სწორედ აღიქვამს რეალობას და სწორად აფასებს იმას, რაც შეიძლება თან ახლდეს ამათუ იმ რეგულაციას.




როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენინას გიოეგი გახარიამ საკანონდმებლო ორგანოში განაცხადა, რომ საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია ბიზნესი ამას მხარს დაუჭერს.


“საერთოდ ვთვლი, რომ საგადასახადო დისციპლინა არის გასამკაცრებელი. დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენ ბიზნესთან პირდაპირი, ღია, გახსნილი დისკუსია და კონუმიკაცია გვექნება, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. ჩვენ საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა კონტროლისა და აღსრულების ნაწილში გარკვეული ცვლილებები იქნება შესატანი. ეს ბიზნესის ინტერესია, რადგან თამაშის წესები უნდა იყოს ერთი და ყველასათვის. საგადასახადო დისციპლინა ეს ის მიმართულებაა, რაზეც უახლოეს პერიოდში კონცენტრირებულად გვექნება სამუშაო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისივე განმარტებით, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროგნოზირებადობა, ხოლო ხარჯების ნაწილში, სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, ხარჯებს მაქსიმალურად შეამცირებს. გახარიას განმარტებით, ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდება სწორედ ბიზნესთან დიალოგზე.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტიც მოხვდა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს აქტიურ რეფორმებს ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. მათ შორის გაძლიერდება ბიზნესთან დიალოგი, კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის და გაძლიერდება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი.


პარლამენტში, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა და ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საგადასახადო კუთხით ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, მოქნილი და ქმედითუნარიანი კანონმდებლობა. ხაზი გაესვა გადახდისუუნარობის კანონის მიღების აუცილებლობასაც.


სოფო ქსოვრელი 







ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up