ბიზნესი ვაქცინირებულთათვის ფასდაკლების შეთავაზების დეტალებს 10 დღეში ელოდება

ბიზნესი ვაქცინირებულთათვის ფასდაკლების შეთავაზების დეტალებს 10 დღეში ელოდება

access_time2021-06-15 21:00:00

ფასდაკლებების რა მოდელს შესთავაზებს მთავრობა და ბიზნესი სრულად ვაქცინირებულ მომხმარებელს ამ დროისთვის უცნობია. ასევე ამ ეტაპზე გაურკვეველია რა სეგმენტზე გავრცელდება ინიციატივა და როგორი იქნება ადმინისტრირების ფორმა.


როგორც "ბიზნესპარტნიორთან" “თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი ამბობს, მსგავსი ინიციატივა კერძო სექტორს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა და მისთვის საშოპინგე ფესტივალის სახის მიცემა განიხილებოდა.


მისივე თქმით, შეთავაზებაზე მუშაობა ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.


„დეტალები სრულად დამუშავებული არ არის. მსჯელობა იქნება მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში და საბოლოოდ მომზადებული პროდუქტი ბაზარზე შეთავაზების სახით გამოვა,“ - აცხადებს ყარალაშვილი.



კითხვაზე, ხომ არ იქნება ეს ინიციატივა ბიზნესისთვის დამატებითი წნეხი, „თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ არა - რადგან ამ დროისთვის ბრენდულ მაღაზიებში მხოლოდ სეზონური ფასდაკლებებია.


“აღსანიშნავია, მსგავსი ინიციატივა რამდენჯერმე იყო გაჟღერებული, მათ შორის, დარგობრივ შეხვედრებზე. რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ, რადგან ეს დიდი მოტივაცია და სტიმული შეიძლება იყოს ადამიანებისთვის. ჩვენ როგორც დარგმა გამოვხატეთ მზაობა, რომ ამ ინიციატივაში ჩავერთოთ და ერთგვარი წახალისება გავაკეთოთ, წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფი ტემპით წავიდეს და ქვეყანა მალე გაიხსნას.


მნიშვნელოვანია ტურიზმი ამუშავდეს და საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსისთვის ნაბიჯები გადადგას. დღეს სამწუხაროდ ისევ წითელ ზონაში ვართ. ბიზნესისთვის ბენეფიტიც ეს იქნება - ეკონომიკა გაიხსნება,“ - აცხადებს ყარალაშვილი.


შეგახსენებთ, რომ სრულად ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება. მაგალითად, მათ, ვისაც ორჯერ ექნებათ ვაქცინა გაკეთებული, შესაძლოა ფასდაკლებები შესთავაზონ.


business-partner.ge



თეგები:
ფასდაკლება



ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...


მსგავსი სიახლეები

up