ბიზნესი  ვადაგასულობასთან მიახლოებული პროდუქტის განაწილებაზე საკანონმდებლო ინიციატივას არაერთგვაროვნად აფასებს

ბიზნესი ვადაგასულობასთან მიახლოებული პროდუქტის განაწილებაზე საკანონმდებლო ინიციატივას არაერთგვაროვნად აფასებს

access_time2021-10-11 12:00:03

ბიზნესი მთავრობის ინიციატივას აფასებს და ვადაგასულობასთან მიახლოებული პროდუქტის განაწილების გზებზე საუბრობს. სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებით, სურსათის ბანკი ამ მხრივ შეიძლება დაბრკოლება აღმოჩნდეს, რადგან ამ მოდელის გამოყენება კომპანიებს, გარდა იმისა, რომ ხარჯს გაუზრდის, საკვებს გარკვეული დროით დააყოვნებს, ამიტომ სჯობს, ასეთი პროდუქტის გაცემა უშუალოდ მეწარმეებმა განახორციელონ. 



როგორც რესტორნების ქსელის ,,ძველი როიალის“ დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, გაყიდვიდან ამოღებული სურსათი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ვადაგასული, რადგან შემდეგში მისი მოხმარება ადამიანებისთვის საშიშია.

 

 

,,ვადაგასულობასთან მიახლოებული პროდუქტის ქველმოქმედების მიზნით გამოყენება მსოფლიოსთვის ცნობილი პრაქტიკაა. მსგავსი გამოცდილება არსებობს ევროპის უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიაში, სადაც პირადად ვარ მომსწრე, რა ფორმით ახდენდნენ დახლებიდან ამოღებული საკვების განაწილებას სავაჭრო ობიექტები. თუმცა აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ვადაგასული და ვადაგასულობასთან მიახლოებული პროდუქტი. ვადაგასული საკვები სახიფათოა და მისი გადაცემა ადამიანებისთვის არანაირად არ შეიძლება. ამ მხრივ ბიზნესს სხვადასხვა მექანიზმს იყენებს. ვადაგასულობასთან მიახლოებულ პროდუქტს, რიგი სუპერმარკეტები თანამშრომლებს უფასოდ უნაწილებდნენ ან მიჰქონდათ  პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე ლტოლვილების ბანაკებში. არაერთხელ შევსწრებივარ შვეიცარიაში, რომ ვარგისიანობის ვადასთან მიახლოებული პური ლტოლვილთა ბანაკებში რიგდებოდა. ამ მხრივ სურსათის ბანკის შექმნა მაინც და მაინც კარგი გადაწყვეტილება არ არის.  ვალდებულება შეიძლება უშუალოდ მეწარმეს დაეკისროს“, - ამბობს ბეგიაშვილი.

 


მისი თქმით, სურსათის ბანკი ვერ იქნება გარანტი, რომ მეწარმის მიერ მიწოდებული უსაფრთხო პროდუქტი ასევე უვნებლად მივა მომხმარებლამდე.



,,სურსათის ბანკამდე პროდუქტის მოხვედრა რიგი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს და გარკვეულ დროს საჭიროებს. ამან შეიძლება სურსათის ვარგისიანობის ვადა კიდევ უფრო შეამციროს. ვინაიდან, სანამ ორგანიზაციულ ფორმალობას გაივლის, სურსათი კიდევ გაჩერდება. გარდა ამისა, ხარჯია ბიზნესისთვის, რადგან სურსათის ბანკამდე პროდუქტის მიტანა მოითხოვს დამატებით დასაქმებას. ელემენტარულად, მიღება-ჩაბარების აქტი ხომ უნდა გაფორმდეს, ბიუროკრატიული მექანიზმებია გასავლელი და რამდენ ხანში მიაწვდიან მომხმარებელს, ვერ გეტყვით. ამიტომ ვთვლი, რომ რესტორნებს და სუპერმარკეტებს თვითონ უნდა ჰქონდეთ  უფლება, ადგილზეც მოაგვარონ ეს საკითხი. მაგალითად, დღის ბოლოს ურიკებში ჩალაგდეს პროდუქტი და ვისაც ამის საჭიროება აქვს, წაიღოს. შეიძლება, მე, მეწარმემ, სურსათის ბანკში გავაგზავნო პროდუქტი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს მიერ მიწოდებული უსაფრთხო პროდუქტი ასევე უსაფრთხოდ მივა მომხმარებლამდე. პასუხისმგებლობა კი ბიზნესს დაეკისრება“, - ამბობს ბიზნესმენი.




დავით ბეგიაშვილის თქმით, რესტორნებში არც ისე მცირეა ნარჩენი პროდუქტების წილი, რომელსაც თანამშრომლებს ურიგებენ ან  ერთჯერადი აქციის სახით ნაწილდება.



ამდენად, სარესტორნო ქსელის მფლობელი ფიქრობს, რომ უმჯობესია, პროდუქტი მომხმარებლამდე დამატებითი რგოლის, შუამავლების გარეშე მივიდეს.



მთავრობის ინიციატივას, რომ ვადაგასულთან მიახლოებული საკვები გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივიდეს, დადებითად აფასებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია.

 


მისი თქმით, ბიზნესი ამას აქამდე საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ აკეთებდა და ახლა მეტი შესაძლებლობა გაჩნდება ქველმოქმედებისთვის.

 

 

,,რითეილ სექტორის მოთხოვნა იყო, რომ საკვების უტილიზაციის ნაცვლად, ჰუმანიტარული მიზნით გამოყენება შეძლებოდათ. მოქმედი კანონით, ვადაგასული პროდუქტი ნადგურდება. ამ დროს გინდა ადამიანების დახმარება. ეს შეიძლება იყოს ბავშვთა სახლები, მოხუცთა თავშესაფრები, სოციალურად დაუცველები და სხვა. არ გვეძლევა ხოლმე საშუალება, რომ ვარგისიანობის ვადასთან მიახლოებული პროდუქტი გაჭირვებულ ფენამდე მივიდეს. საკანონმდებლო ცვლილება კი მოგვცემს საშუალებას,  ბიუროკრატიული შეზღუდვები ავიცილოთ. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ, თუმცა არ ვიცით, როგორი მექანიზმი იმუშავებს, პრაქტიკაში როგორ განხორციელდება. მთავარია, სურსათის ვადის გასვლამდე მოხდეს გადაცემა მომხმარებლისთვის“, - ამბობს ივა ჭყონია.



მისი თქმით, საკვები ნარჩენის წილი დისტრიბუციაში დაახლოებით 2-3%-ის დონეზეა. თუმცა, გაცილებით მეტია ეს მაჩვენებელი რესტორნებისა და სუპერმარკეტების შემთხვევაში, სადაც მეტი მზა პროდუქციაა.



შეგახსენებთ, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომ  საქართველოში ვადის ამოწურვასთან მიახლოებული, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივიდეს. სპეციალურად ამ მიზნით სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება. ამისთვის მნიშვნელოვანია საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით სურსათის გადაცემა არ დაიბეგროს, რა მიმართულებითაც კანონმდებლობა შეიცვლება.

 

მარი ჩიტაია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up