ბიზნესი უკვე დაფრთხა - პოლიტიკური ქაოსი ქვეყნის ეკონომიკას ძირს უთხრის

ბიზნესი უკვე დაფრთხა - პოლიტიკური ქაოსი ქვეყნის ეკონომიკას ძირს უთხრის

access_time2019-11-19 21:00:58

საპროტესტო აქციები საქართველოს ეკონომიკაში მორიგ პრობლემას შექმნის. ცვლილება ლარის კურსს უკვე შეეტყო კიდეც. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ უცხოური ინვესტიციები ნაკლებობა გამოიწვიოს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა და ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურებაც.

 

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მოკლევადიან პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ეკონომიკურ სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს, რაზეც ბიზნესი უკვე ალაპარაკდა. კომპანია ,,კულას” დირექტორის ვანო გოგლიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა, რაც ბიზნესზე დანამდვილებით უარყოფითად აისახება. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენი ამბობს, რომ უცხოელი ინვესტორი რომ იყოს, საქართველოში ინვესტიციებს მაინც ჩადებდა.

 

„უცხოელი ინვესტორები საგადასახადო სისტემას უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე პოლიტიკურ მდგომარეობას. ერთადერთი, რის გამოც საქართველოში ინვესტიციის განხორციელებაზე შეიძლება თავი შეიკავო, საგადასახადო სისტემაა. რაც უფრო მეტი წახალისება იქნება ამ მხრივ, უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ქვეყანაში. სხვა მხრივ, მთავარია, ქვეყანა ვითარდებოდეს ეკონომიკურად და, ჩემი აზრით, დღეს ქვეყანა წინ მიდის”, - განაცხადა ბიზნესმენმა.

 

ქართული ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებით, პროცესები დიდხანს თუ გაგრძელდა, ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარსედება. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი უცხოური ინვესტიციების კლებას და ლარის გაუფასურებას ელის.

 

„პოლიტიკური არასტაბილურობა არა მარტო ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებშიც ცუდ გავლენას ახდენს ბიზნეს პროცესებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს დროული რეაგირება, რათა საზოგადოების და პოლიტიკის ამგვარი პოლარიზება არ მოხდეს. თუ მთავრობამ ეს გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას რყევა ემუქრება, რაც ძალიან აზიანებს ბიზნეს პროცესებს. დღევანდელ სიტუაციაში დიდ პრობლემებს არ ველოდები, რადგან ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს ყველა ბერკეტი ამ რყევების თავიდან ასარიდებლად", - აღნიშნა ბიზნესმენმა ,,კომერსანტთან" საუბრისას.

 

ეკონომიკური ვითარების გაუარესებაზე საუბრობენ სპეციალისტებიც, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს საინვესტიციო გარემოს გაუარესებაში ხედავენ. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილის თქმით, მოსალოდნელია პრობლემები გადამამუშავებელ ბიზნესში და ენერგეტიკულ სექტორშიც გაჩნდეს, რა მიმართულებითაც სახარბიელო ვითარება ისედაც არ არის.


 

,,ინვესტიციების წარმომავლობას თუ გადავხედავთ, ყველაზე მაღალი წილი უჭირავს რუსეთს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ქვეყანაა. ჩვენთვის რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაფუჭება და დაძაბვა მოკლევადიან პერიოდში ქვეყანას ძალიან `დაარტყამს~, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, თუკი გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება, შეიძლება უარყოფითი დინამიკა გადაილახოს. აქვე იმასაც ვერ დავმალავ, რომ ამის იმედი არ მაქვს.

 

საერთოდ, ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ქვეყნის განვითარება იყოს სტაბილური, მთლიანად უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკის ვექტორი და უცხოური ინვესტიციების ნაცვლად, აქცენტი შიდა ინვესტიციებზე გადაიტანოს. ამაზე მეტად მომგებიანი ქვეყნისთვის არაფერია. ეს იქნება ყველაზე სწორი და სტაბილური გზა, მაგრამ ეკონომიკის ასეთი განვითარება მთავრობისთვის კორუფციის ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა და არც ერთ მთავრობას არ მოსწონს. უცხოური ინვესტიციები თუკი შემცირდება, მხოლოდ და მხოლოდ მთავრობა და ბიუჯეტი დაზარალდება, ნურავინ შემედავება, რომ ხალხისთვის ეს რაიმე ფინანსურ სარგებელს მოიტანს”, - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" სოსო სიმონიშვილი.

 

სპეციალისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინვესტიციებთან დაკავშირებულ გამოწვევებს თავს გაართმევს და სამომავლოდ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას შეძლებს. ამისთვის, როგორც ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი ვარაუდობს, საპროტესტო აქციები ვერ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ამ პირობებშიც შესაძლებელია.

 

,,ძალიან მიჭირს ქართულ ეკონომიკაში საპროტესტო აქციების გავლენაზე საუბარი. ცხადია, სადაც მუდმივად არეულობაა, დესტაბილიზაცია, იქ არავის მოუნდება კაპიტალის ჩადება, მაგრამ თუკი ჯანსაღი დემოკრატიული პროცესები ხორციელდება, ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. გაისად კიდევ უფრო დაძაბული წელი გველის, მაგრამ ამან ეკონომიკის განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

 

ინვესტორი, რომელსაც საქართველოში ფულის ჩადება სურს, აქციებმა არ უნდა შეაშინოს. სხვა ქვეყნებსაც გადავხედოთ, ეს პროცესი არც ერთი ნორმალური ქვეყნისთვის არ არის უცხო. ვფიქრობ, არც საქართველოს საინვესტიციო იმიჯი დაზარალდება. ბევრი ქვეყანაა, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე ომობს, მაგრამ ეკონომიკის განვითარებას ახერხებს.

 

მიმაჩნია, რომ მთავრობა ამჯერად შეძლებს ამ გამოწვევისთვის თავის გართმევას, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. სერიოზული მუშაობა საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად და ახლა მთავარია, როგორმე შევძლოთ საინვესტიციო იმიჯის შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ასათვისებელია და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.

 

არსებული მძაფრი პოლიტიკური კონტრასტის ფონზე ქვეყანას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები, რომ პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩეს (როგორც უცხოელ ისე ქართველ ბიზნესმენებს) უსაფრთხოების,  ინსტიტუციების საიმედოობის, მართლმსაჯულების, პოლიტიკური და მმართველობითი ეფექტიანობის მიმართულებით", - აღნიშნა ფინანსისტმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

 

resonancedaily.com





„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up