ბიზნესი არჩევნებზე სისტემურ ცვლილებებს ითხოვს

ბიზნესი არჩევნებზე სისტემურ ცვლილებებს ითხოვს

access_time2021-09-23 10:00:17

საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებით, ბიზნესისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებით და ზოგადად პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი პროგრამებით, ბიზნესმენთა ნაწილი უკმაყოფილოა. მათ მოსაზრებას ამყარებს არგუმენტი, რომ  2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ  ვერ მოისმინეს ვერც ერთი საინტერესო ხედვა, რაც ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს წარმოაჩენს, განსაკუთრებით კი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. 


 

გარდა მოწოდებისა, რომ ,,სისტემა უნდა დასრულდეს“,  ამომრჩეველს  პოლიტიკური პარტიები ვერ სთავაზობენ კონკრეტულ გეგმას, რითაც შეიძლება მათი ყურადღება მიიქციონ.  



არჩევნების წინ მმართველი პარტიის დამოკიდებულება, რომ დაეხმაროს ბიზნესს, მიუღებელია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტ,  ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთვის, რომლის განცხადებითაც, საზოგადოება უნდა მოემზადოს არა პარტიების, არამედ სისტების არჩევისთვის, რა მხრივაც ყველაზე მეტად არის პრობლემა.

 

,,ბიზნესი სახელმწიფოს უნდა ეხმარებოდეს და არა პირიქით, დღეს სახელმწიფო გადართულია იმაზე, რომ ბზინესს გაუწიოს დახმარება, არასწორი გზით მივდივართ.  მუდმივად დახმარების პოზიციაში ყოფნით ვერც ბიზნესი მიიღებს სარგებელს და მით უმეტეს, ვერც ქვეყანა. უნდა ეცადონ, რომ ბიზნესი სახელმწიფოსგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს,  მაშინ არის ქვეყანა ძლიერი, მაგრამ ამას სჭირდება სამართლიანი ბიზნესგარემო, რომლის შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მთავრობა ვალდებულია, საკანონმდებლო აქტებით უწყობდეს ხელს ბიზნესის განვითარებას და არა დახმარებებით, ძალიან მავნე პრაქტიკა დამკვიდრდა, საშინელი და მავნე იდეოლოგიაა. შედეგი მიიღწევა მხოლოდ სწორი რეგულაციებით,  სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, სამართლიანი სასამართლო სისტემით, კოალიციური მთავრობით და ინტელქტუალური განვითარებით. ,,დამეხმარეს“  როლში ყოფნა ბიზნესისთვის დამამცირებელია.  კერძო სექტორი უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, ტექნოლოგიურ წინსვლას ემსახურებოდეს, რა მხრივაც დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა.  სანამ ამ შეგნებამდე არ მივალთ, არსებულ სიტუაციას არ ეშველება“, - აცხადებს თემურ ჭყონია ,,კომერსანტთან“ საუბარში.




ბიზნესმენი ღიად აცხადებს, რომ  პოლიტიკური პარტიების მხრიდან აკლია ეკონომიკური პროგრამები და ხედვა, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება.



,,პიროვნებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ  ჩვენ გვჭირდება ინტელექტუალური კოალიციური მთავრობა. პარტიების ქიშპსა და დავიდარაბაში იკარგება ინტელექტუალური სიმდიდრე, რაც ქვეყანაშია, მაგრამ ამაზე არავინ ზრუნავს.  ვხედავთ, რომ ადამაინები იმარჯვებენ  პარტიული სიით და ქვეყნის სათავეში ხვდებიან ისინი, რომლებსაც არ აქვთ მართვის უნარი. წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამის საფუძველზეა არავინ ხვდება მთავრობაში.  ჩემი აზრით,  მთავარია  კონკრეტული პროგრამები და გრძელვადიანი ხედვა, რაც ამ არჩევნებში არ ჩანს. საბოლოო ჯამში, არჩევანი პოპულისტურ კანდიდატებზე კეთდება, რაც ისევ და ისევ  საზოგადოების ბრალია, რით ირჩევენ,  ვერ გამირკვევია“, - აუთხრა ,,კომერსანტს“ თემურ ჭყონიამ.



კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს, ფარული მოსმენები და არჩევნების შედეგზე მათი შესაძლო  გავლენაა.

 


,,მოსმენა კატასტროფა და უწესობაა!  ერთია, რომ მიკვირს, მაგრამ ამათ იმის უნარიც  არ აქვთ, რომ ეს ჩანაწერები გასაიდუმლოვდეს. ასეთი ქცევით ამტკიცებენ, რომ საქართველოში თურმე არსებობს უსაფრთხოების ისეთი სისტემა, საიდანაც ნებისმიერ დროს შეიძლება გაჟონოს ინფორმაციამ და სენსაცია  გახდეს  მთელი მსოფლიოსთვის, ეს რა უსაფრთხოებაა!  გარკვეული კატეგორიის ადამიანებს უსმენენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ტერორისტებს, მაგრამ ამ ინფორმაციაზე არავის მიუწვდება ხელი. საქართველოში ვისაც და რასაც მოუსმინეს, ბოლოს მთელმა ქვეყანამ გაიგო. რაც შეეხება ამ ფაქტორის გავლენას ინვესტიციებზე, ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია.  პირველ რიგში იმიტომ, რომ ინვესტორი არ არის ემოციური ადამიანი, ბევრ ფაქტორს აფასებს და მისთვის სამართლიანი ბიზნესგარემო ყველაზე მნიშვნელოვანია.  რაც შეეხება გავლენას არჩევნების შედეგზე, კოალიციური მთავრობის შექმნის ნიშნები თუ არ გამოჩნდა, არათუ არ აისახება, შეიძლება ისეთი ნეგატიური შედეგიც მივიღოთ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით!  ამისთვის კი მნიშვნელოვანია, საზოგადოება მოემზადოს არა პარტიების, არამედ სისტების არჩევისთვის, ამაზე გაკეთდეს სწორება“, - აცხადებს თემურ ჭყონია.



შეგახსენებთ, რომ ზუსტად 10 დღეში, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. თუმცა ძირითადი პოლიტიკურ პარტიებსა და მათი მერობის კანდიდატებს, ფართო ეკონომიკური განვითარების პროგრამა არ წარმოუდგენიათ.



გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს თბილისის მოქმედი მერის და ,,ქართული ოცნების” კანდიდატის კახი კალაძის მიერ დასახელებული საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, რაც მეტწილად მიმდინარე პოლიტიკის გაგრძელებაა.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up