ბიზნესი სასამართლო სისტემის სამართლიან რეფორმას ითხოვს

ბიზნესი სასამართლო სისტემის სამართლიან რეფორმას ითხოვს

access_time2021-11-26 12:00:35

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ბიზნესში უკანონობად მიიჩნევენ. საუბარია მოსალოდნელ მძიმე შედეგზე, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს როგორც ბიზნესისთვის, ასევე რიგითი მოქალაქეებისთვისაც, ვინაიდან სამართლიანობის განცდა არავის ექნება ქვეყანაში. ამდენად, ომბუდსმენის მოთხოვნას, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნა და ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას ამ მავნე პრაქტიკაზე, ბიზნესიც იზიარებს. განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელმაც  უსამართლობა და სისტემის მავნე გავლენა საკუთარ თავზე გამოცადა.



კომპანია ,,ალბატროსის“ დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი ერთ-ერთია დაზარალებულ ბიზნესმენებს შორის, რომელსაც სასამართლო სისტემამ ,,ნაციონალური პარტიის“ მმართველობის პერიოდში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და გაამართლა მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლისას. პროცესები წარიმართა ისე, რომ არც ერთი გადაწყვეტილებისას ხელწერა არ შეცვლილა.



სამწუხაროდ, არც მომავალში შეიცვლება, თუკი ხელისუფლება ამ მოსამართლეებს ისევ დანიშნავს და უსამართლობას დააკანონებს.



დავით ბეგიაშვილი ღიად აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მოსამართლეების დანიშვნა, რადგან ამით ერთიანი, უსამართლო და მიკერძოებული სისტემა შეიკვრება, რომელიც საზოგადოების ყველა ფენისთვის დამაზიანებელია.



,,ერთმა და იმავე სასამართლომ სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში გამამტყუნა და შემდეგ გამამართლა.  ეს იყო სისტემის კრახი და დღესაც ხელისუფლება პრაქტიკულად იგივე გზას ადგას, არაფერი იცვლება. ფაქტია, რომ ნდობის დაბალი ხარისხი აქვს სასამართლოს ამ შემადგენლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც. მოქმედი ხელისუფლება არ ამბობს უარს უსამართლობაზე, როგორც მისი წინამორბედი. შეიძლება ითქვას, რომ უსამართლობის გამზიარებელია, ვინაიდან ეს დანიშვნები მიანიშნებს, რომ იგივე უსამართლო გარემო იქნება ქვეყანაში.  ჩათვალეთ, რომ უკანონობა დაკანონდება საბოლოოდ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის დაშვება. ყველამ იცის, რომ უსამართლო მოსამართლეები არიან. ბევრი რეკომენდაციაა მიღებული, არ დავნიშნოთ, რასაც არ ითვალისწინებენ და ამის არგაზიარება დანაშაულის ტოლფასია. მუდმივად გვექნება უსამართლობის განცდა, არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს“, - აცხადებს დავით ბეგიაშვილი ,,კომერსანტთან“.




ამასთან, ბიზნესმენი საუბრობს მავნე გავლენაზე, რაც შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნამ გამოიწვიოს, მათ შორის, ნეგატიური გავლენა ინვესტიციებზეც, რადგან მთლიანად ბიზნეს გარემო და ქვეყნის ეკონომიკა დიდ საფრთხეში მოექცევა.



,,მოსამართლეების ახალი შემადგენლობა უნდა დაინიშნოს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პროფესიონალი კადრები. იუსტიციის საბჭო უნდა აკონტროლებდეს ამ ყველაფერს და არ დაუშვას უსამართლობა. თუმცა ეს მთელი ჯაჭვია - იუსტიციის საბჭო, პროკურატურა და სასამართლო ერთი სისტემაა და მთლიანობაში უსამართლობას ქმნის. ბიზნესს ასეთ გარემოში ძალიან გაუჭირდება. ის, რომ უცხოელი არ შემოვა, ცალსახაა, არც ინვესტიცია შემოგვივა, რადგან  სამართლებრივი ველი არ არსებობს. ბიზნესმენიც მოიკიდებს გუდა-ნაბადს და წავა ქვეყნიდა, თუკი ეცოდინება, რომ საჭიროებისას სამართლას ვერ მიაღწევს. პრობლემა რიგით მოქალაქეებსაც ეხება, სამართალთან ყველას რაღაც დონეზე შეხება აქვს. უსამართლობაზე თუ ვინმე თამამად საუბრობს ქვეყანაში, ერთ-ერთი პირველი ვარ, რადგან  თავის დროზე ამ მოსამართლეებმა გამწირეს მრავალწლიანი პატიმრობისა და გაკოტრებისთვის. კარგად მესმის მიუკერძოებელი სასამართლოს ფასი და მოვუწოდებ ყველას, არ გადადგან ეს ნაბიჯი, არ დააკანონონ სამუდამოდ უსამართლობა“, - აცხადებს ბეგიაშვილი.



ბიზნესმენის თქმით, ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ სასამართლო სისტემას გახდიდა მიუკერძოებელს და პირობა ახლა მაინც უნდა შეასრულოს, სანამ ჯერ კიდევ აქვს სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა.



,,უზენაეს სასამართლოში დღეს ის ხალხია, რომლებმაც წინა ხელისუფლებას უღალატეს, ,,ოცნებასთან“ არიან შეკრულები, მაგრამ მომავალში უკვე ამათ გაასამართლებენ. მანკიერი სისტემაა, რომელსაც ერთი ძლიერი ხელის გავლენა ეტყობა, ასე იქნება მომავალშიც, სანამ სისტემა არ შეიცვლება. საქართველოში სამართლიანი სასამართლო გარემო არც არასდროს იყო ამ 30 წლის განმავლობაში, გვეგონა, ამას ბოლო მოეღებოდა, მაგრამ უსამართლობაზე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ თქვა უარი, ერთ წრეზე ვტრიალებთ“, - აცხადებს დავით ბეგიაშვილი.



როგორც ცნობილია, დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 2013 წელს შეწყდა. ბიზნესმენი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა, მას ბრალი მოეხსნა. შესაბამისად,  ბეგიაშვილის  მიმართ ძებნა გაუქმდა, კუთვნილ ქონებას კი ყადაღა მოეხსნა.



შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი.



ომბუდსმენის განცხადებით, უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up