ბიზნესი - სასამართლო სისტემა თუ რადიკალურად არ შეიცვალა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება

ბიზნესი - სასამართლო სისტემა თუ რადიკალურად არ შეიცვალა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება

access_time2019-03-12 11:00:50

სასამართლოებიდან გამოთხოვილი სტატისტიკით ირკვევა, რომ დღეს თითო მოსამართლეს 1000-მდე ეკონომიკური ხასიათის დავა აწერია, რომელთა განხილვა, ყველა არსებული პროცედურის გათვალისწინებით, წლების განმავლობაში ჭიანურდება. შედეგად, სასამართლო გადაწყვეტილებების მოლოდინში ბიზნესი პასიურ რეჟიმში გადადის, რითაც თავადაც ზარალდება, ქვეყნის ბიუჯეტიც და მთლიანად ეკონომიკაც.

 

„ტექნო-ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება.

 

ბიზნესდავების 99 პროცენტი სასამართლოში წლობითაა გაჭედილი, თუნდაც ჩემს შემთხვევაში, დროულად არ მოხდა საქმის გამოძიება და მარტო იმის დამტკიცებას, რომ უდანაშაულოები ვართ, რვა წელი დასჭრიდა. ეს ეკონომიკას სერიოზულად აზიანებს, რადგან საქართველოში ბიზნესმენების ორი ჯგუფი გვყავს. ერთი ჯგუფი, რომელიც სერიოზულად დაზარალდა ნაციონალური რეჟიმის დროს და მეორე ჯგუფი - ვინც მონაწილეობდა დანაშაულებრივ სინდიკატში. შესაბამისად, ის, ვინც მონაწილეობდა, ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან პასუხი მოეთხოვება. ამიტომ ინვესტიცია ქვეყნიდან გააქვს, რაც ეკონომიკას აზიანებს. მეორე ჯგუფი, რომლის უფლებებიც ვერ აღდგა ფიქრობს, რომ სამართალწარმოების პროცესი კარგად არ მიმდინარეობს, ანუ თავს დაცულად არ გრძნობს. ეს აისახება ლარის კურსზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა, ამის მოგვარება კი მხოლოდ ჯანსაღი ბიზნესგარემოთი შეიძლება,“ - აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

 

 

ბიზნესმენი განმარტავს,  რომ  „ქართული ოცნების“ 7 წლიანი მმართველობის მიუხედავად საქართველოში სამართლიანობა არ აღდგა. ბიზნესმენი ამბობს იმასაც, რომ  აქვს იმის განცდაც, რომ ქვეყნაში შერჩევითი სამართალი არსებობს.

 

„ჩემი აზრით უსამართლობაა ის, რომ სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში ვერ ხერხდება და ყველაფერს თავისი სახელი ვერ დაერქვა. ის ადამიანები, რომლებიც დანაშაულს ჩადიოდნენ წლების განმავლობაში, დღეს გამოდიან და მორალზე გველაპარაკებიან. იმდენს მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, რომ არჩევნებში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების საკმაოდ მაღალი რაოდენობა მიიღო იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ გადადგა სათანადო ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენის კუთხით,“ - განმარტავს ანზორ ქოქოლაძე.



ნზორ ქოქოლაძის აზრს იზიარებს უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილიც.

 

პრობლემა არის ის, რომ ეკონომიკური ხასიათის დავები დროში არის გაწელილი, მხოლოდ ამის თქმა  შემიძლია. მე რამდენიმე დავა მქონდა სასამართლოში და ვერ შევატყვე მოსამართლეს, რომ არის მიკერძოებული,“ -  განმარტავს ირაკლი იაშვილი.

 

საკონსერვო კომპანია „კულას“ დამფუძნებელმა ივანე გოგლიძე „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ბიზნესმენს ის მაინც შეუძლია, რომ სასამართლოში სიმართლისთვის იბრძოლოს.

 

რომ გითხრათ, რომ სასამართლო სისტემა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ან ძალიან ცუდშია, მოგატყუებთ. როგორც საქართველო ვითარდება, ისე ვითარდება სასამართლო სისტემაც. ცალსახა შეფასების გაკეთება მიჭირს, თუმცა უკმაყოფილო არ ვარ, დღეს დიდი ხანი გრძელდება პროცესი, თუმცა, შენი სიმართლის დამტკიცება სასმართლოში შესაძლებელია,“  აცხადებს ივანე გოგლიძე.

 

ბიზნესმენი, ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემას სერიოზული პრობლემები აქვს. მისი თქმით, დღეს სასამართლო გაუმართავია და ბიზნესმენებ სიმართლის დამტკიცებას არატრადიციული გზებით ცდილობენ.

 

„საზოგადოება თვითონ ხედავს, რომ სასამართლო სისტემა გამართული არ არის.  ვხედავთ იმასაც, რომ არც თავისუფალია, ეს ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა. ბიზნესდავები საჯაროდ განიხილება, ჯანსაღი სასამართლო სისტემის პირობებში ეს დავები გადაინაცვლებდა სასამართლოში და იქ გაირკვეოდა ყველაფერი. იმის გამო, რომ ბიზნესმენები სამართალს ვერ აღწევენ, არატრადიციული გზებით უხდებათ ბრძოლა,“ - აცხადებს დავით ბეგიაშვილი.

 

ბაჩო ადამია




ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up