ბიზნესი ქართულ „ჯიგრულ პონტში - როგორ აგრძელებს მუშაობას კანონის გვერიდს ავლით შპს „მწვანე“

ბიზნესი ქართულ „ჯიგრულ პონტში - როგორ აგრძელებს მუშაობას კანონის გვერიდს ავლით შპს „მწვანე“

access_time2021-02-05 11:00:31

თუ თქვენ ბიზნესის კეთება გადაწყვიტეთ, მაგრამ საკანონმდებლო ბადე გარკვეულ პრობლემებს გიქმნით, ამაზე ნუ იღელვებთ. მაინც გარისკეთ, შეიძლება თქვენი ქმედება სახელმწიფო სტრუქტურებს საერთოდაც გამორჩეთ, ან ჯარიმის სახით ძალიან მცირე ფინანსური ვალდებულებები დაგაკისრონ. თუ გავლენიანი ახლობელი გყავთ, პრობლემის მასშტაბი კიდევ უფრო მცირდება, როგორ? ქართულ ჯიგრულ პონტში, ამის შესახებ უკვე არა ერთხელ მოგიყევით.

 

საქმე ეხება მარნეულში სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის არა მიზნობრივად გამოყენების ფაქტს. „კომერსანტი“ გიყვებოდათ, რომ 5 683 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ყანების, კომბოსტოს პლანტაციების, ან სულაც კარტოფილის ნათესების ნაცვლად ტირ პარკი - „მწვანე“ ფუნქციონირებდა.

 



მას შემდეგ, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული ფაქტის შესახებ „კომერსანტისგან“ გაიგო, უწყებამ საკითხის მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც დაადგინა, რომ სახნავ-სათესი მიწა, ბიზნეს სუბიექტის მიერ, არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება. ამასთან, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, შემდგომი რეაგირებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ ფაქტის შეისწავლა დაიწყო.

 

სახელმწიფო უწყებიდან შეგვატყობინეს, რომ 2021 წლის 11 იანვარს, შპს „მწვანე“-ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 532 მუხლის შესაბამისად. მასალები კი განსახილველად შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნა.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება, გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით. „კომერსანტის“ კითხვაზე დათვლილია თუ არა სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაყოფიერება და მიყენებული ზიანი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განგვიცხადეს, რომ ოქმი სამართალდარღვევათა კოდექსის 532 მუხლის შესაბამისად შედგა, რომელიც ზიანის ნაწილს არ ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლი არც ბიზნეს ოპერატორის საქმიანობას შეხებია:

 


„აღნიშნული მუხლი, საქმიანობის შეწყვეტას არ ითვალისწინებს, როცა სასამართლო დადგენილებას გამოიტანს და ფაქტს სამართალდარღვევად ცნობს, შეგვეძლება განმეორებით მივიდეთ და კიდევ ერთხელ დავაჯარიმოთ, სანამ მიწის სტატუს არ შეცვლიან. სავარაუდოდ 200 ჯერ გადახდას არ დაიწყებენ და მიწას სტატუს შეუცვლიან“, - განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში.

 

აღსანიშნავია, რომ შპს „მწვანე“-ს ბიზნესს საქმიანობის ლეგალური უფლება ეკონომიკის სამინისტრომ მისცა, რადგან სწორედ ამ უწყების სისტემაში შემავალი სსიპი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს ლიცენზიას ავტოსადგომის ფუნქციონირებისთვის. „კომერსანტის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად გაიგო, რის საფუძველზე გასცა ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ, ჩვენ ამ დრომდე ვერ ვნახეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის სფეროში აკრედიტებული  უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული შეფასება ან დასკვნა.

 

ნათია თურნავას უწყებისგან ვერ მივიღეთ პასუხები კითხვებზე, თუ რას ითხოვდა შპს „მწვანე“ და რა დოკუმენტები წარუდგინა კომპანიამ სახელმწიფო უწყებას. რატომ ჩათვალა ეკონომიკის სამინისტრომ მიზანშეწონილად სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომის მოწყობა.

 

ასევე, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, სწორედ მათ უფლებამოსილებაში შედის მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

ჯარიმა ჩადენილ ქმედებას, რომ არ შეესაბამება, ამას ადასტურებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები - საქართველოს თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადაედგა.

 

„სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის არა მიზნობრივად გამოყენება, არის გარკვეულწილად სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ეტაპებია გასავლელი. ჯარიმა არის 750 ლარის ოდენობით თუმცა, ოქმში უფრო მკაცრი მინაწერი უნდა ყოფილიყო. სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაყოფიერება და მიყენებული ზიანი უნდა ყოფილიყო დათვლილი და ანაზღაურებული. დარღვევისთვის, რომელიც ამ კომპანიამ ჩაიდინა 750 ლარზე მეტი უნდა დაეკისრებინათ, თუმცა შეიძლება ეტაპების გავლას ელოდებიან. ისინი ამ ჯარიმას გადაიხდიან და ოპერირებას გააგრძელებენ, აქტში უნდა ყოფილიყო მინაწერი, რომელიც ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემდა“, განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

 

მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიწის კანონდებლობაში ძალიან რთული მდგომარეობაა. მისი თქმით, ისეთი არეულობა, როგორიც საქართველოშია სხვაგან არსად არაა.

 

„მიწასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჩვენ გვაქვს უმძიმეს მდგომარეობაში, საერთოდ რა ხდება ამ მიმართულებით არავინ იცის, კატასტროფამდეა მისული.როცა სამინისტროში დააპირეს, მიწის კანონმდებლობის მოწესრიგება იქ გარკვეული შეფერხება მოხდა. კოდექსი თუ არ მივიღეთ, თუ შესაბამისობაში არ მოვიყვანეთ საერთაშორისო კანონმდებლობასთან და მკაფიოდ არ ვთქვით, რომ  სასოფოლო- სამეურნეო მიწა არ შეიძლება მარტივად გადადიოდეს ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში, ჩვენ გაუგებრობები გვექნება ყველგან“, განმარტავს ნინო ჩხობაძე.

 

მარნეულში რომ დიდი გაუგებრობაა ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ შპს „მწვანეს“ ოთხი მესაკუთრე: მადატ გუსეინოვი, ვუგარ ნოვრუზოვი, მამედ ქერიმოვი და სადიგ კურბანოვი,  სავარაუდოდ, უკვე დიდი ხანია სახელმწიფო უწყებებთან კორუფციული გარიგებით, ბიზნეს საქმიანობიდან სარგებელს ნახულობენ და ოპერირებას უპრობლემოდ აგრძელებენ.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up