„ბიზნესი პრობლემის მოგვარებას ეროვნული ბანკისგან ელის, მაგრამ მცურავი კურსის პირობებში ეს არარეალურია“

„ბიზნესი პრობლემის მოგვარებას ეროვნული ბანკისგან ელის, მაგრამ მცურავი კურსის პირობებში ეს არარეალურია“

access_time2020-10-09 11:00:50

ბიზნესი ლარის არასტაბილურ კურსს ეკონომიკის და ბიზნესაქტივობის შემაფერხებელ უმთავრეს პრობლემად ასახელებს.


„რაც უფრო არაპროგნოზირებადია ვითარება სავალუტო ბაზარზე, მით უფრო დაბალია მომავლის განჭვრეტადობის ხარისხი, რთულდება რეალისტური ფინანსური გეგმების შედგენის შესაძლებლობა და მათი შემდგომი იმპლემენტაცია. ამასთან, გაუფასურების გამო ზარალდება ყველა, გაუფასურების ინფლაციაზე გადაცემის გამო ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი, უარესდება იმ კომპანიების ფინანსური უწყისები, რომელთაც ვალდებულებები უცხოური ვალუტით აქვთ და ა.შ“,  განმარტავენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი ბიზნესს განუმარტა, რომ ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და ყველა სერიოზულმა ბიზნესმენმა, ეს უნდა იცოდეს და წინასწარ გაითვალისწინოს.


„ნებისმიერი ბიზნესი საქმეს უნდა წარმართავდეს ისე, რომ მან გაითვალისწინოს კურსის ცვალებადობა მის საქმიანობაში და უნდა ეცადოს, რომ ამ რისკების მინიმიზაცია გააკეთოს. ზოგადად, ეს არის კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები და როდესაც მენეჯმენტს და ბიზნესს სწავლობენ, ეს პრინციპები პირველ კურსზე უკვე შესწავლილი უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული. ასე იქცევა მსოფლიოში ყველა კომპანია და კურსის ცვალებადობა არ წარმოადგენს პრობლემას ბევრ იმ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ვალუტის მერყეობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს საქართველოშია,“- ასეთია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტება.


მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლები მცურავი კურსის არსებობის პირობებში ბიზნესს მოუწოდებენ მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან კი არ ელოდონ პრობლემის მოგვარებას, არამედ გამოძებნონ გზები, რომ თავისი სავალუტო რისკები დააჰეჯირონ. „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების გამო კომპანიები ამბობდნენ, რომ უჭირთ საქმიანობა და ელიან „ზემოდან“ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის ქვეყანაში ეს არარეალური მოლოდინია.



ეროვნული ბანკი ინფლაციას კარგად უმკლავდება. ცდილობს ასევე, რომ ვალუტის ბაზარზე შეინარჩუნოს სტაბილურობა. მიუხედავად გამოწვევებისა, სებ- ამას ძალიან ეფექტურად აკეთებს. ჩვენ ქვეყანას არჩეული აქვს მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკა, რაც ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტაა საქართველოს მსგავსი მცირე ეკონომიკისთვის. ამიტომ, ამ პოლიტიკის მიხედვით უნდა ავაწყოთ ჩვენი ფინანსური გადაწყვეტილებები. მაგალითად, იმ მოქალაქემ, რომელსაც ლარში აქვს შემოსავალი თავი უნდა შეიკავოს დოლარში სესხის აღებისგან, რითაც ის საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას რისკის ქვეშ არ დააყენებს. ინფორმაციისთვის, მიკროსაფინანსო სექტორის სასესხო პორტფელის დოლარიზაციის წილი ძალიან შემცირებულია და დაახლოებით 8%- შეადგენს.


რაც შეეხება საწარმოებს, იყო საუბარი, რომ ლარის გაუფასურების გამო კომპანიებს უჭირთ საქმიანობა და ელიანზემოდანპრობლემის მოგვარებას, მაგრამ მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის ქვეყანაში ეს არარეალური მოლოდინია. ამიტომ, ბიზნესმა უნდა გამოძებნოს გზები, რომ თავისი სავალუტო რისკები დააჰეჯიროს. ეს ბაზარი დღეს საქართველოში არ არის განვითარებული, თუმცა ამისკენაც იდგმება ნაბიჯები და იმედია, ბიზნესს ახლო მომავალში ექნება სავალუტო სვოპების და სხვა დერივატივული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა, რომლითაც ის კონკრეტული სავალუტო რისკების დაზღვევას შეძლებს


ბიზნესმაც და მოსახლეობამაც უნდა გაითვალისწინონ, რომ მცურავი გაცვლითი კურსი თავისთავად გულისხმობს მის არასტაბილურობას და არაპროგნოზირებადობას, ხოლო ამ მოწყვლადობის შემცირება ფინანსების სათანადოდ მართვითაა შესაძლებელი“, - განმარტა არჩილ ბაკურაძემ.

 

„რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილის თქმით კი თუ მოხდა გაცვლითი კურსის დაფიქსირება, როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, ეს აუცილებლად გადაეცემა ეკონომიკას - ეკონომიკა უფრო ნაკლებად განვითარდება, ფინანსური სექტორი უფრო ნაკლებად შეძლებს ბიზნესის დაფინანსებას და ეს რისკებს შეუქმნის ფინანსურ სტაბილურობას.


„ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, მაგრამ მეზობელი ქვეყნების მსგავსად რომ გვქონოდა ფიქსირებული, მაშინ მოხდებოდა ის რომ,  გავანოლებდით რეზერვებს და კურსი მაინც იმ  ნიშნულზე გაჩერდებოდა, რაც ბაზრის მოთხოვნაა. ბაზართან ბრძოლას აზრი არ აქვს, ამიტომ მიმაჩნია რომ მცურავი კურსი საქართველოში საჭიროა. ლარის კურსი, რომელიც წინა კვირაში 3.36-მდე გაუფასურდა, ეკონომიკაში რაიმე გარდამტეხ ცვლილებებს არ უკავშირდებოდა, ეს იყო ის ნეგატიური მოლოდინები რომელიც მოსახლეობაშია და ვირუსთან დაკავშირებით ძალიან მაღალი შიშის ფაქტორი.


ეროვნული ბანკის ფუნქციაა, რომ ბაზარზე სტაბილურობა იყოს და პანიკიამ არ დაისადგუროს, ამიტომ მისი ყოველი ინტერვენცია ნიშნავს, რომ თუ კურსის უკონტროლო ზრდა იქნება, მაშინ ჩაერევა და გააჩერებს. როდესაც ლარის კურსი უფასურდება, აუცილებელი არ არის პანიკა და ლარების დოლარში გადახურდავება, რადგან ამ შემთხვევაში ისევ ისინი დაზარალდებიან, ამიტომ არ არის საჭირო კურსის წინასწარ პროგნოზირება. თუ არ გვჭირდება უცხოური ვალუტა, მასიური გადახურდავება წინ და უკან არ არის საჭირო. ეს ყველაფერი გაითვალისწინოს უნდა ბიზნესმაც და თავისის საქმიანობა მცურავი კურსის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოს“, - განმარტა ლაშა ნიკოლაიშვილმა.





„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო
access_time2021-05-07 19:26:49
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. „ვაქცინები რჩება სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღად, თუმცა ახლა პანდემიის დასასრულებლად ვაქცინის მოცულობა, დისტრიბუცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების თანმიმდევრული და...

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს
access_time2021-05-07 17:50:48
თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს. სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო...

ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაიწყო - BEKO

ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაიწყო - BEKO
access_time2021-05-08 14:00:42
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაწყებულია. მისი განცხადებით, შედარებით მცირე და საშუალო კომპანიები ბაზრიდან გადიან, საბოლოოდ, კი ბაზარზე ფინანსურად ძლიერი 5-6 კომპანია დარჩება. „ოპერირებას გააგრძელებს ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორები არიან. 2020 წელს ტექნიკის ბაზარი...

7 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

7 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-07 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 7 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 7 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 8 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-07 21:00:24
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე საბანკო პორტფელებსაც შეექმნას“ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფინანსირების...


მსგავსი სიახლეები

up