ბიზნესი პრემიერს ამხნევებს - კერძო სექტორმა გახარიას ორი მოთხოვნით მიმართა

ბიზნესი პრემიერს ამხნევებს - კერძო სექტორმა გახარიას ორი მოთხოვნით მიმართა

access_time2020-10-20 16:26:31

„ჩვენ შეხვედრის დასაწყისშივე გავამხნევეთ პრემიერი და მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ იყო , ფორმაში იყო და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის იმიტომ, რომ არაორდინალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს,“- საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჟურნალისტებთან ბიზნეს ასოცაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რაც ბიზნესმა დღის წესრიგში დააყენა.


მისი განცხადებით, კერძო სექტორმა პრემიერს ორი მოთხოვნით მიმართა და ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.

 „მიმდინარე წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც 2 სექტორს შეეხო, ერთი იყო კონკრეტული ეკონომიკური საქმინობების სახეები, რომელიც საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორითაა დადაგენილი. კონკრეტულად ეს ეხებოდა სასტუმროებს, განთავსების საშუალებებს, კაფე-რესტორნებს და ტურისტულ კომპანიების.

 


ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს და მას უდგება 1 დეკემრიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, რომლის გადავადება 4 თვის ვადით განხორციელდა. ამან მოიცვა აპრილის-მაისი-ივნისი და ივლისი. რეალური ვითარება ასეთია, რომ ამ ინდუსტრიას არ უმუშავია წელს, თუ აგვისტოს არ ჩავთვლით და მომდევნო თვეების განმავლობაში ამ კუთხით კარგი პროგნოზები არ არის. ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას.

 

მეორე საკითხი, ასევე 22 მაისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ნებისმიერი კომპანია თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე, აქ არის 148-150 ლარის შეღავათი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც ფოკუსირებული ვართ იმ ადამიანებზე, ვისაც დაბალი შეღავათი აქვს და ასეთები მთელ ინდუსტრიაში ათასობით არიან. ეს ვადა იწურება 1 ნოებრისთვის და ჩვენი თხოვნაა, რომ მინიმუმ 6 თვით, ანუ ერთი ფისკალური წელი, რომ მოიცვას მოგვეცეს საშუალება, რომ ეს გადასახადი არ გადავიხადოთ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up