„ბიზნესი მოკვდება, თუ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა უსწრაფესად არ აეკრძალათ“

„ბიზნესი მოკვდება, თუ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა უსწრაფესად არ აეკრძალათ“

access_time2018-01-16 09:40:01

„თუ არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით ბანკებს კატეგორიულად და უსწრაფესად არ აეკრძალათ ამ მიმართულებებში ოპერირება, მაშინ ჩათვალეთ, რომ საქართველოში სხვა მსხვილი ბიზნესი მოკვდება“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტზე სანდრო ვეფხვაძესთან“ კომპანია „ზეარისის“  გენერალურმა დირექტორმა გოჩა ფიფიამ განაცხადა.

 

„ზეარისის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოში კომერციულ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა აეკრძალოთ. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ბიზნესი მოკვდება.


„თუ არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით ბანკებს კატეგორიულად და უსწრაფესად არ აეკრძალათ ამ მიმართულებებში ოპერირება, მაშინ ჩათვალეთ, რომ საქართველოში სხვა მსხვილი ბიზნესი მოკვდება, მცირე და საშუალო ბიზნესზე საუბარი ზედმეტია. თუ საშუალო ბიზნესში წარმომადგენლობას ვიპოვნით, გარწმუნებთ, რომ ესეც რომელიღაც განშტოება იქნება იმ არაპროფილური აქტივობისა და აქტიურობისა, რასაც დღეს ბანკები ეწევიან. მე ბანკების დასახელებებს არ დავიწყებ, რადგან ეს ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება.


ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება წარმოებასთან სრულად პარტნიორული ურთიერთობები უნდა იყოს. ბანკთან მიმართვის შემთხვევაში მეწარმეებს და მწამოებლებს ბანკის პასუხის გასაჩივრების შესაძლებლობა და უფლება თუ არ მიეცათ, ეს ნიშნავს, რომ ბანკები ითარეშებენ“, - აღნიშნა გოჩა ფიფიამ.



ამასთან, როგორც ფიფია განმარტავს, ქართულ წარმოებას დღეს პროტექციონიზმი აკლია.


„ზოგადად გასაკვირია ის ფაქტი, რომ ადგილობრივ ნაწარმს, ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებულ პროდუქციას იგივე აქციზი შეუნარჩუნდა, რაც მანამდე იყო. შესაძლოა, მცირედითაც შემცირდეს, ეს მაშინ, როდესაც აქციზების თვალსაზრისით სერიოზული კლებაა იმპორტულ ნედლეულზე დამზადებულ პროდუქციაზე.


ეს რა თქმა უნდა, მწარმოებელს მძიმედ აწვება და აღნიშნული საკითხი განხილვას უნდა დაექვემდებაროს. შედეგები უნდა იქნას მიღწეული, რადგან ეკონომიკური განვითარების გარდამტეხ პერიოდში წარმოებას, რომელიც ყოველთვის ჩვენი სუსტი წერტილია ამ მიმართულებით არაპროტექციონისტული დამოკიდებულება არ უნდა იყოს. ქართულ წარმოებას დღეს პროტექციონიზმი აკლია“, - განაცხადა ფიფიამ.



კომერსანტი





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up