ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა - ბიზნესის შეფასება მარიხუანას კულტივაციიდან მისაღებ ეკონომიკურ ეფექტზე

ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა - ბიზნესის შეფასება მარიხუანას კულტივაციიდან მისაღებ ეკონომიკურ ეფექტზე

access_time2018-09-14 12:00:00

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის შემდეგ, მთავრობამ საქართველოში მარიხუანას წარმოების ნების დართვაც გადაწყვიტა, რაც კანაფის ექსპორტზე გატანასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას ითვალისწინებს. საქართველოში კანაფის კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის შესახებ მომზადებული კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რას ფიქრობს ბიზნესი მარიხუანას კულტივაციის ეკონომიკურ ეფექტზე?



„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტი კუკავა აცხადებს, მარიხუანა, როგორც ფარმაცევტული საექსპორტო საქონელი, ამ კუთხით საინტერესოა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ფაქტი საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ კარგ შემოსავალს მოიტანს.



მისი განცხადებით, ნებისმიერი საექსპორტო შემოსავალი კარგია, მითუმეტეს თუ ეს ფარმაცევტული დარგის განვითარებას მოემსახურება.



კუკავას უკრაინის მაგალითი მოჰყავს, როდესაც წლების წინ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის გაყიდვიდან მიღებული გარკვეული თანხა, უკრაინაში ღვინის სექტორის განვითარებას ხმარებოდა.როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამ ინიციატივის ფარგლებში, უკრაინაში ათასობით ჰექტარი გაშენდა. კუკავას მტკიცებით, საქართველოშიც ანალოგიური უნდა მოხდეს.



რაც შეეხება მარიხუანას კულტივაციისგან მიღებულ ეკონომიკურ ეფექტს, კუკავა განმარტავს, რომ თუ ქვეყანას უნდა ამ ინიციატივამ და ბიზნესმა გაამართლოს, პროცესში ჩართული უნდა იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. გარდა ამისა, დასაწერია ბიზნეს გეგმა, რომელსაც სფეროში გარკვეული და გამოცდილი მენეჯერები დაამუშავებენ.



კუკავას ინფორმაციით, ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. „თუ სახელწმიფო გადაწყვეტს, რომ ეს პროცესი კერძო კომპანიას ჩააბაროს, პროცესი ძალიან გამჭირვალე უნდა იყოს. სერიოზული კომპანიები უნდა შეირჩიეს. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, თუ რა კრიტერიუმით და ნიშნით ხდება მათი შერჩევა. საქართველოში ასეთი კომპანიების სიმცირეა. ეს არის დიდი შესაძლებლობა, თუმცა, არის დიდი გამოწვევაც,“ -განმარტავს კუკავა.




მისივე განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა გაკეთდეს ანალიზი იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოს მასშტაბით ამ დარგში, რომელი ქვეყნებია წამყვანი,რა თვითღირებულების სტრუქტურა აქვთ. „ეს უცებ გადასაწყვეტი საკითხი არ არის. რაც ყველაზე მთავრია, ამ განხილვაში საზოგადოება და ბიზნესი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. როდესაც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ უცხოურ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმებას აპირებ და როდესაც 4-5 წლის პერიოდზე გეგმავ, არასდროს არ იცი ამ პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ფასები როგორ შეიცვლება. ამას გათვლა სჭირდება,“-აცხადებს კუკავა.




ბიზნესმენი გია სვანიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში მარიხუანას კულტივაცია გახდება საფუძველი ტურიზმის და უკვე შემდეგ, ეკონომიკის ზრდის. „ეს სწორი გადაწყვეტილებაა. დღეს ამერიკა, ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მარიხუნას სამედიცინო მიმართულებით აწარმოებენ. ამისგან იხდება ზეთი, იწარმოება სამკურნალო მედიკამენტები.ესპანეთში მაგალითად, მარიხუანის ზეთით სიმსივნეს მკურნალობენ. მისი თვისებები სამკურნალო და გამაჯანსაღებელია და ეკონომიკის თვალსაზრისით კი, ფინანსურად მომგებიანია,“-აცხადებს სვანიძე.




ბიზნესმენი გოგი თოფაძე ძალიან წინააღმდეგია მარიხუანის მოწევისაც და რეალიზაციისაც. მისი განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ მოვიყვანთ მოსავალს თუ ვიღაცას მივცემთ საშუალებას აწარმოოს და გაყიდოს.



როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სახელმწიფოს მხრიდან ეს მიმართულება ვერ გაკონტროლდება, რაც ქვეყანას ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანს.



„წარმოიდგინეთ, ყველა სოფელში იყოს პლანტაცია, ეს როგორ გაკონტროლდება? კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამის დაკანონებით. უცხოურ მედიაში წავიკითხე, რომ 32 პროცენტი მარიხუანას მომხმარებელი, ნარკომანი ხდება.ძალიან საეჭვოა, რომ მარიხუანას ექსპორტმა მილიარდები მოგვიტანოს,სამაგიეროდ ძალიან ბევრ ახალგაზრდას გავწირავთ“-აცხადებს თოფაძე.




ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, მარიხუანის ბიზნესი პერსპექტიულია, რადგან მსოფლიოში მარიხუანაზე მოთხოვნილება იზრდება. როგორც ბიზნესმენმა „კომერსანტს“ გუშინ განუცხადა, მთავარია სახელმწიფომ აკონტროლოს ეს ბიზნესი და ფინანსები,რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანას ძალინ დიდ შემოსავლებთან ექნება საქმე.



როგორც ჭყონია განმარტავს, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს იმის კონტროლიც, რომ მარიხუანის მოყვანისთვის რეგიონებში მაგალითად, თხილის და ვაზის გაჩეხვა არ მოხდეს. „თუ ამას კულტურული ფორმით მიუდგებიან, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია, საქართველო ერთ-ერთ მწარმოებელ ქვეყანად იქცევა“-აცხადებს ჭყონია.


მისივე განცხადებით, თუ ყველაფერი ცივილიზებულად გაკეთდა, ტურისტებისთვის საქართველოს წარმატებული ქვეყნის იმიჯიც ექნება.



„კომერსანტის“ კითხვაზე, ხომ არ დაინტერესდება ბიზნესმენი თემურ ჭყონია მარიხუანის ბიზნესით, ბიზნესმენი განმარტავს, რომ ეს სფერო მისთვის სრულიად უინტერესოა. „არ მაქვს ამ სფეროთი ფულის შოვნის სურვილი.მაინტერესებს ის, რომ ხალხმა შემოსავლის წყაროდ გაიხადოს ეს და არა ცხოვრების წესად“-განმარტავს ჭყონია.



მისი განცხადებით, მარიხუანის წარმოება ბევრ ქვეყანაში ლეგალიზებულია, მაგალითად ამერიკაში, ევროპაში, გააჩნია მას როგორ გამოიყენებ. „თუ ეკონომიკური ეფექტისთვის გამოიყენებ, ნამდვილად გაამართლებს,მაგრამ თუ რეგულაციაში არ მოყვა, შეიძლება ცუდი შედეგიც მივიღოთ. აქ საქმე მარტო ეკონომიკურ ეფექტში არ არის, იმიჯზეც უნდა ვიფიქროთ. ის რომ ქვეყანამ მარიხუანის ლეაგალიზება მოახდინა და მისი ექსპორტი დაუშვა, ქვეყნის მხრიდან ეს სერიოზული განაცხადია“-აცხადებს ჭყონია.



ცნობისთვის, „კომერსანტი“ სხვა ბიზნესმენებსაც დაუკავშრიდა, თუმცა, მათ კომენტარის გაკეთება აღნიშნულ თემაზე არ ისურვეს. მათ შორის არიან: ლაშა პაპაშვილი, სოსო ფხაკაძე, ცეზარ ჩოჩელი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up