ბიზნესი მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე - მამუკა რასაც აფუძნებს და რასაც იწყებს, ყოველთვის არის ძალიან სერიოზული და გრძელვადიანი

ბიზნესი მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე - მამუკა რასაც აფუძნებს და რასაც იწყებს, ყოველთვის არის ძალიან სერიოზული და გრძელვადიანი

access_time2019-07-09 13:05:16

ბიზნესმენ, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ ბიზნესსექტორში პირველი გამოხმაურებები  მოჰყვა.


ბიზნესმენი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ ინფორმაცია „კომერსანტისგან“ გაიგო.  გამომდინარე იქიდან, რომ მან არ იცის მამუკა ხაზარაძის სამომავლო მიზნები და გეგმები  ვრცელი შეფასებებისგან თავი შეიკავა.


 “მე მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, მის ბიზნესში ყოფნის შედეგებს ყოველთვის ვაკვირდები. მამუკა რასაც აფუძნებს და რასაც იწყებს, ყოველთვის არის ძალიან სერიოზული და გრძელვადიანი,“ აცხადებს ჭყონია.


უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ირაკლი იაშვილი   აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების დაანონსებას ვერ შეაფასებს, რადგან არ იცის მისი გეგმები.


„ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძეს პოლიტიკაში უნდა შესვლა. მერე ალბათ ეს მოძრაობა  ტრანსფორმაციას განიცდის პოლიტიკურ პარტიად, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი. არ ვიცი მისი მიზნები,“ აცხადებს იაშვილი.


მცირე კომენტარით შემოიფარგლება ბიზნესმენი, კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე:



“ქვეყნის გაერთიანებას ყველა მიესალმება. მე ვიცნობ მას დიდი ხანია, არის მიზანდასახული ადამიანი, მაგრამ რომ შევაფასო მისი პოლიტიკური არჩევანი და გზა, გამიჭირდება, რადგან არ ვიცნობ მის გეგმას. ზოგად, თუკი ვინმე ჩვენს ქვეყანას კარგს გაუკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები,“  აცხადებს ჩხაიძე.


საინიციატივო ჯგუფის ბიზნესმენები, თავისუფალი ბიზნესისათვის საქრთველოში კოორდინატორი, ალბატროს ჯგუფის დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი განმარტავს, რომ მამუკა ხარაზაძემ დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.


ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, ინსტიტუციების სტაბილურობა, დემოკრატია და ზოგადად ყველა ის რეფორმა, რომელიც საიმედოობის განცდასა და უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს .


2020 წლის საპარლამენტო არჩევნემდე 20 თვეა მხოლოდ დარჩენილი, ამ მოცემულობით ჩანს რომ თუ არ ვიაქტურებთ არ გავერთიანდებით ძალად, ისევ ნაცები იქნებიან ქოცების - ოცნების საპირწონედ და გამოდის, რომ მწვალებლების მოსვლის შიშით ისევ აუხდენელ ოცნებას უნდა დავუჭიროთ მხარი? ორ უარეს შორის ისევ უკეთესს აგვარჩევინებენ, ისევ უძრაობა, უკანონობა, იმედგაცრუება!.. სხვა პერსპექტივა ფაქტია, არც კი ჩანს.


ილუზიაში აღარ ვიყოთ, ამათგან ფაქტია უკვე არაფერი გამოვა!ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც ცალსახად აჩვენა, რომ გამოსავალი ერთი დაგვრჩენია - ეხლავე და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ეროვნული, პროფესიონალი და მოუსყიდველი ხალხის მობილიზება, რომ 2020 წლისათვის 20 თვეში უკვე, ორივე ეს მავნე ძალა ისტორიას ჩავაბაროთ,  ჩვენ ეს შეგვიძლია, გამოგვივა, ძალა ერთობაშია ! ჩემი მხადაჭერა და სოლიდარობა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას!“ — ასეთია დავით ბეგიაშვილის პოზიცია მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი სამოქალაქო მოძრაობის  ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

 

როგორც ცნობილია, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, - ამის შესახებ ხაზარაძემ საკუთარ ფესბუქის გვერდზე დაწერა. მისივე განცხადებით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.


სოფო ქსოვრელი 

 

 

 






ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...


მსგავსი სიახლეები

up