“იფქლი“- იმპორტული ხორბლის ფასი, რომელსაც ქართული წისქვილკომბინატებისაგან ვიძენთ, ლარის გაუფასურების პარალელურად იზრდება

“იფქლი“- იმპორტული ხორბლის ფასი, რომელსაც ქართული წისქვილკომბინატებისაგან ვიძენთ, ლარის გაუფასურების პარალელურად იზრდება

access_time2019-08-06 17:30:41

“დღევანდელი მდგომარეობით, ერთ ტომარა ხორბლის ფქვილზე ფასი დაახლოებით 3-4 ლარით არის გაზრდილი. ლარის კურსის გაუფასურება  დღეს არ გვაძლევს იმის მიზეზს, რომ საფასო პოლიტიკას გადავხედოთ, ან ახლო მომავალში პურის გაძვირების საკითხი დავაყენოთ დღის წესრიგში, თუმცა რა მოხდება რამდენიმე თვეში წინასწარ ძნელია პროგნოზის გაკეთება“,- ამის შესახებ “კომერსანტს“ „იფქლის“ დირექტორმა  არისი ბოჭოიძე ლარის კურსის გაუფასურებისასთან დაკავშირებით განუცხადა.


კომპანიის დირექტორის განცხადებით, ეროვნული ვალუტის რყევები  “იფქლის“ საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.


„იმპორტული ხორბლის ფასი, რომელსაც ჩვენ ქართული წისქვილკომბინატებისაგან ვიძენთ, ლარის გაუფასურების პარალელურად იზრდება. ამას გარდა ჩვენს კომპანიას ხარჯი ეზრდება ისეთ პროდუქციაზეც, როგორიცაა დაზგა-დანადგარები, მათი სათადარიგო ნაწილები, შესაფუთი მასალები და სხვა. ძალიან რთულია სამომავლო პროგნოზების გაკეთება. პურის ფასწარმოქმნა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის რა ფასზე დასტაბილურდება ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ფასი, ვალუტის კურსი, წარმოებაში საჭირო სხვადასხვა მასალების ფასი და ა.შ.   სწორედ ამ გარემოებების ერთიანობით დგინდება პროდუქტზე საბოლოო ფასი და შესაბამისად, ძალიან რთულია ცალკე აღებული ერთი კომპონენტით იმის განსაზღვრა, რას უნდა ველოდოთ მომავალი თვეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან რთულია იმის შეფასებაც, რომელი სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში სიტუაციის დასასტაბილურებლად. ნებისმიერ ქმედით ნაბიჯს მივესალმებით, რომელიც ლარის კურსის გამყარებისაკენ გადაიდგმება და ჩვენ სტაბილურად წარმოების საშუალებას მოგვცემს“,- განმარტავს არის არისი ბოჭოიძე.



ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლარის რყევების გამო ახალი წლისთვის მოსალოდნელია ტარიფების ზრდა გაზზე და ელექტროენერგიაზე. “კომერსანტის“ კითხვაზე   გამოიწვევს მოსალოდნელი ზრდა წარმოების გაძვირებას და პროდუქტზე ფასების ზრდას, „იფქლში“ გვპასუხობენ:


„ახალი წლისთვის გაზსა და დენზე ტარიფების დაკორექტირების შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ვფლობთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პურის ფასწარმოქმნა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ერთ-ერთი ენერგომატარებლების ფასია. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს გაზრდილმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასმა, აუცილებელია პირველ რიგში ვიცოდეთ საშუალოდ რა ზრდაზე იქნება საუბარი. ასევე, იმ პერიოდში რა სიტუაცია იქნება ჩვენს დარგშიც. კერძოდ, რა ფასი იქნება ერთ ტომარა ხორბლის ფქვილზე, რა ნიშნულზე იქნება ლარის კურსი, რამდენად შეიცვლება შესაფუთი მასალების ფასი და ა.შ“,- განაცხადა არისი ბოჭოიძე.

 


ბაჩო ადამია





ვერნერ ლიპახი:„აშკარაა,რომ რეგიონში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს, მათ შორისაა ანაკლია“

ვერნერ ლიპახი:„აშკარაა,რომ რეგიონში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს, მათ შორისაა ანაკლია“
access_time2019-10-23 12:22:07
„საქართველოს აქვს უპირატესობა ჰქონდეს პორტი შავ ზღვაზე , ეს  მთლიანი რეგიონისთვის ძალიან კარგია. აშკარაა, რომ აქ ბევრად დიდი და ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს და მათ შორისაა ანაკლია“-ამის შესახებ  აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა.  „ამ პროექტს  გასავითარებლად გარკვეული დრო სჭირდება. ამ კუთხით გარკვეული გამოწვევებია ,...

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს პროექტების განხორციელებისთვის ახალ პერსპექტივებს უხსნის

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს  პროექტების განხორციელებისთვის ახალ  პერსპექტივებს უხსნის
access_time2019-10-23 12:02:42
„მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობებზე საჯაროდ თანხმდებიან, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძოს სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის ახალი პროექტების განხორციელებისთვის - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის ფარგლებში, რიგით მესამე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე სამხრეთ...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება
access_time2019-10-23 11:47:30
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...


მსგავსი სიახლეები

up