მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? -   „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? - „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“

access_time2019-07-23 10:00:18

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობასთან ერთად  ყველაზე უარყოფით შეფასებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას - მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად 25%, ნეიტრალურად კი – 13%.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ქვეყნის მთავარი მარეგულირებელის საქმიანობას ბიზნესი, მით უფრო ლარის მორიგი გაუფასურების  ფონზე.


 გუშინ  Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:00 საათზე ერთი დოლარი უკვე 2,8701 ლარად ივაჭრებოდა. თუმცა, ამავე სავაჭრო პლატფორმაზე რამდენიმე დღის წინ  1 დოლარის ყველაზე მაქსიმუმი ნიშნული 2.9325-ლარი დაფიქსირდა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ დარეგულირდა, როცა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი დუმის მხარდაჭერილ სანქციებზე უარი თქვა. ამის პარალელურად Bloomberg-ზე ლარის გამყარების ტენდენცია დაიწყო, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით.


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარი იქნება. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია.


„ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე, რადგან ლარის კურის საკითხი პირველ რიგში მისი მოსაგვარებელია. მიუხედავდ ამისა, მარეგულირებელი არაფერს არ აკეთებს,“– ეს “ტიოტა ცენტრი თბილისის” დამფუძნებელის ირაკლი გურჩიანის შეფასებაა.



ირაკლი გურჩიანი განმარტავს, რომ ლარის არასტაბილურობა ბიზნესზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. მათ შორის, დამაპაუზებელი ეფექტი აქვს გაყიდვებზე. მისი განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პრობლემებია, ანუ ეკონომიკა არ ვითარდება და შესაბამისად ვერც ბიზნესი მიდის წინ.


“როგორც კი ქვეყანაში მშპ 0.1%-ით იზრდება, ჩვენ ბიზნესზე დადებითად აისახება, რადგან კომპანიაში გაყიდვები მატულობს. სამწუხაროდ, ასეთი სახის ძვრები ქვეყანაში ხშირად არ ხდება. მოსახლეობას მსყიდველუნარიანობა დაქვეითებული აქვს. — ამბობს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი.




„ეროვნულ ბანკს ისედაც აქვს ფუნქცია ფულად–საკრედიტო ბაზარზე ინტერვენციები განახორციელოს და თუ დღეს მცოცავი კურსია გამოცხადებული, არავის არ დაუშლია მარეგულირებელისთვის, რომ სხვა ღონისძიებები განახოციელოს იმისთვის, რომ სავალუტო ბაზარი დაიცვას. სიტუაციის დასტაბილურებას არ სჭირდება დამატებითი კანონმდებლობა. ეს პირველ რიგში მთავრობის ეკონომიკური გუნდის და სებ-ის გადასაწყვეტია. როდესაც ქვეყანაში ასეთი რყევები ხდება, რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება,“ - ასეთია კომპანია „საქკაბელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ედიშერ მამალაძის პოზიცია.  


მისი განმარტებით, იმ გარემოს გათვალისწინებით, რაც ლარის რყევების გამო ქვეყანაში ხდება, ბიზნესის წარმოება და განვითარება საკმაოდ რთულია.


„ჩვენი წარმოება ადგილობრივია, თუმცა ნედლეულის ნაწილი მაინც იმპორტირებულია და მისი ღირებულება პროდუქციის ფასში აუცილებლად აისახება. ლარის არასტაბილურობა ჩვენს წარმოებას არ აფერხებს, თუმცა, მომავალში ინვესტიციის ჩადების თვალსაზრისით, კონკრეტული პროექტის ბიუჯეტირება გადასახედი იქნება,“– აღნიშნავს მამალაძე.


ბიზნესმენი აცხადებს, რომ ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ასეთი ნიშნულით ხდება ლარის კურსის რყევა. 2018 წელი დაიხურა 2.64–იანი ნიშნულით და ახლა თითქმის 3.0 ლარზეა ასული. მისი პროგნოზით, შექმნილი სიტუაცია გამოიწვევს ინფლაციას, ფასების ზრდას და ა.შ.


„ახლა შეიძლება იმ დოზით არაა გაძვირებული, თუმცა, უახლოეს მომავალში ლარის ასეთი დევალვაცია აუცილებლად აისახება ფასებზე. ჩვენ მაინც იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ბალანსი იმპორტის სასარგებლოდაა, ექსპორტი ბევრი არ გვაქვს,შესაბამისად, გავლენა უარყოფითი იქნება,“– აცხადებს მამალაძე.



ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია  ეროვნული ბანკის ფუნქციის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს.


„ლარის დღევანდელი სიტუაცია ყველაფერს აყენებს ურთულეს სიტუაციაში. დღეს არასტაბილურობა და არაინფორმირებულობაა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიწყნარე, გამოსვლების დროს თავდაჯერებელი საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არაფერი ხდება ცუდი და ისეთი, რაც არ უნდა მოხდეს. ასე გაგრძელება წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს და ღრმად და სერიოზულად აუხსნას არამარტო ბიზნესს, არამედ, მთელს სახელმწიფოს, რა გეგმები აქვთ და სად ხედავს მარეგულირებელი თავის საჭიროებას.

თუ არ ერევა გამყარებაში და მარტო აფიქსირებს რა ხდება ბაზარზე, მაშინ მისი ფუნქციაც უნდა გადაიხედოს.  ფაქტია, ეროვნულ ბანკში გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელიც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, ეს ვიღაცამ უნდა ახსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე წარმოუდგენელია,“– აღნიშნავს ჭყონია.



საკონსერვო კომპანია „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ლარის ასეთ არასტაბილურობას, როცა იგი ერთ ნიშნულზე გაჩერებული, კიდევ მაღალი კურსი სჯობს. არასტაბილურობის დროს ბიზნესი ვერ იგებს რა უნდა ქნას, რა უნდა დაგეგმოს, რა არა, შესაბამისად, დაგეგმილ და განსახორციელებელ ახალ, საინვესტიციო პროექტებს აპაუზებს.


„ყველაფერი ძვირდება, მათ შორის ნედლეული, კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგია, გაზი, წყალი. როდესაც კურსი დაბლა ჩამოდის, ფასები ისევ მაღალი რჩება. არასტაბილურობის დროს არ იცი რა იქნება ხვალ და რაზე გათვალო. ამ შემთხვევაში ბიზნესს სტრატეგია ვერ მუშაობს.


ვისაც პროექტები დაწყებული აქვს, ის დაასრულებს, რადგან როდესაც რამეს იწყებ, იქ 10–15%–იან ცვლილებას უშვებს, რისკი თუ კარგადაა დათვლილი არ იქნება საჭირო არსებულის დაპაუზება. ჩვენც ვახორციელებთ ახალ პროექტებს, მათ შორის, ახალ ქარხანას, ზუსტად, იმ 10–15%–იანი სხვაობის ზღვარზე ვართ,“–აცხადებს გოგლიძე.



სოფო ქსოვრელი 






ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს
access_time2019-12-08 12:00:24
„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ - ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“...

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...


მსგავსი სიახლეები

up