ბიზნესი კრიმინალის ზრდაზე -„ეკონომიკა არ გვაქვს, ის ქურდი მშიერია და ყველაფერზე მიდის“

ბიზნესი კრიმინალის ზრდაზე -„ეკონომიკა არ გვაქვს, ის ქურდი მშიერია და ყველაფერზე მიდის“

access_time2019-05-02 18:00:53

თბილისშიც და მთლიანად საქართველოშიც ბიზნესის დაყაჩაღების ასობით ფაქტი  ფიქსირდება: „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ფილიალი, „ჯეოსელის“ ოფისი, „სვოჩის“ მაღაზია, მაღაზიათა ქსელი „ბეკო“, „ტექნობუმი“, „ორი ნაბიჯი“, „მეგატექნიკა“ — ეს იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ძალიან ხშირად კრიმინალისა და დაყაჩაღების ობიექტი ხდება. 


გაზრდილ კრიმინალს ადასტურებს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიც, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ეს ფაქტი დათვლის მეთოდოლოგიური ცვლილებით ახსნა. ამ თემაზე ყურადღება დღეს “საპარლამენტო საათის ფარგლებში შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც გაამახვილა. 


„კომერსანტი“ დაინტერესდა და ბიზნესმენებს შემდეგი კითხვით მიმართა: აფერხებს თუ არა მათ საქმიანობაზე ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი და რა რჩევას მისცემდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს?



კომპანია „ბლექს სი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ბაგრატ მეზურნიშვილი განმარტავს, რომ 2017-2018 წლებში გაზრდილი კრიმინალის მსხვერპლი თავადაც გახდა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ორჯერ გაიძარცვა მისი საწარმო, თუმცა, დამნაშავეები დღემდე არ დასჯილან. მეზურნიშვილის განცხადებით, საწარმოს მეორე შემთხვევაში დაახლოებით 10 000 ლარის ზარალი მიადგა.


„ამ ფაქტის შემდეგ საკმაოდ შემეშალა ხელი ბიზნესის განვითარების კუთხით. თითქმის მთელი წლის მარაგი წაიღეს. ეს ხომ ესმით ინვესტორებს, საზღვარგარეთ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, უნდოდათ ბიზნესების საქართველოში დაწყება, მაგრამ მსგავსი ფაქტების გამო ყველა თავს იკავებს,“  აღნიშნავს მეზურნიშვილი.


რაც შეეხება რჩევას, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრს მისცემდა მეზურნიშვილი განმარტავს, რომ ვერ ხედავს კრიმინალის ზრდაში შინაგან საქმეთა მინისტრის და სამინისტროს ბრალეულობას, რადგან ამის მიზეზი ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია.



„ეკონომიკა არ გვაქვს, ის ქურდი მშიერია და ყველაფერზე მიდის. ცხადია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებაში არაეფექტურია, მაგრამ რჩევას პრემიერ-მინისტრს მივცემდი  გამოასწროს ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ავტომატურად მოაგვარებს პრობლემას.


გარდა ამისა, შემცირდეს გადასახადები, მცირე მეწარმეებს არ უნდა გვახრჩობდნენ საპენსიოს მსგავსი გაუაზრებელი რეფორმებით. პოლიცია მუშაობს ისე, რა ხელფასებიც აქვს,“ 
აცხადებს მეზურნიშვილი.


90-იანი წლების შემდეგ მსგავსი შემთხვევები არ ახსენდება ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5“-ისა და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელ დავით ბეგიაშვილს. მისი განცხადებით, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში კრიმინოგენული სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია, ეს კი ბიზნესზე, ინვესტიციებზე საკმაოდ ნეგატიურად ისახება.


ბიზნესმენი შინაგან საქმეთა მინისტრს უფრო მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ასევე გასათვალისწინებელი და მისახედია მძიმე სოციალური ფონი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კრიმინალის ზრდაში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, 2017 წელთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული.


2018 წლის იანვარ-ნოემბერში სამართალდამცველმა ორგანოებმა საქართველოში 53 637 დანაშაული აღრიცხეს. აქედან 18 467 (34%) გახსნეს. წინა წლის ამავე პერიოდში კი ქვეყანაში 33 931 დანაშაული დარეგისტრირდა, გაიხსნა - 18371 (54%).


2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის 123.68%-ით - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 100.29%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 253.63%-ით - დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ, 61.76%-ით - დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ, 81.75%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო 26.47%-ით - დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.


სოფო ქსოვრელი 






„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up