ბიზნესი კრიმინალის ზრდას აფასებს - „90-იანი წლების შემდეგ მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა“

ბიზნესი კრიმინალის ზრდას აფასებს - „90-იანი წლების შემდეგ მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა“

access_time2019-03-26 10:00:38

ქვეყანაში კრიმინალის რაოდენობა გაიზარდა. პრემიერ-მინისტრი ამას  დათვლის მეთოდოლოგიური ცვლილებით ხსნის. მიუხედავად ამისა, ფაქტებიც მეტყველებენ, რომ კრიმინალი ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იზრდება. არსებული ვითარების გამო ქვეყანაში კერძო სექტორიც დაუცველი გახდა და ბიზნესი სულ უფრო აქტიურად საუბრობს, რომ პრობლემები აქვს, თავს დაცულად აღარ გრძნობს, რის გამოც ხშირად საქმიანობის გაგრძელების აზრსაც ვერ ხედავს.


გაზრდილი კრიმინალი ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას აფერხებს, თბილისშიც და მთლიანად საქართველოშიც ბიზნესის დაყაჩაღების ასობით ფაქტი მაინც ფიქსირდება:


„საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ფილიალი,  „ჯეოსელის“ ოფისი, „სვოჩის“ მაღაზია,  მაღაზიათა ქსელი „ბეკო“, „ტექნობუმი“, „ორი ნაბიჯი“, „მეგატექნიკა“ ეს იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ძალიან ხშირად კრიმინალისა და დაყაჩაღების ობიექტი ხდება. როგორც წესი, გამოძიება, უმეტეს შემთხვევაში, არ,სრულდება და დამნაშავეც დაუსჯელი რჩება.


„კომერსანტი“ დაინტერესდა  და ბიზნესმენებს შემდეგი კითხვით მიმართა: 90-იანი წლების შემდეგ   ბოლოს როდის გახსოვთ დედაქალაქის მთავარ გამზირებზე შეირაღებული ადამიანი, რომელიც ძარცვავს ბანკს, მაღაზიას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას?



საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „მეგატექნიკაში“  აცხადებენ, რომ,  წინა წლებთან შედარებით, ბოლო 1 წლის  განმავლობაში  საკმაოდ ბევრი  წვრილმანი შემთხვევა მოხდა.  საქმე ეხება  არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.


როგორც კომპანიაში განმარტავენ, „მეგატექნიკა“ 23 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს  და მსგავსი ტიპის კრიმინალურ შემთხვევებს  ადგილი არ ჰქონია. გამონაკლისი გახდა  2018 წელი, როდესაც  „მეგატექნიკის“ მაღაზიების ძარცვა 1 წლის მანძილზე 7-ჯერ მოხდა (4-თბილისში და 1-რუსთავში, 2-ბათუმში).

 

„არასრულწლოვნებმა ღამით, დაკეტილი მაღაზია გატეხეს და წამებში მოიპარეს მობილურები, ფული. მსგავსი ფაქტები არასდროს გვქონია.  საქმე დღემდე ძიებაშია,“  აღნიშნავენ „მეგატექნიკაში“.


 



გახშირებულ ძარცვებზე საუბრობს საყოფაცხოვრებო მაღაზიათა ქსელი „ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექიც. მისი განმარტებით,  ბოლო 1-2 წლის  განმავლობაში  „ბეკოს“ 7-8 მაღაზია გაიძარცვა, რაც საკმაოდ არაჯანსაღი და არასახარბიელო სიტუაციის მანიშნებელია. მისი განმარტებით, დაყაჩაღებები, ყველგან, ყველა ქვეყანაში ხდება, ასე ხდებოდა 2002 წლამდე საქართველოშიც, თუმცა, ის ვითარება,რაც დღეს საქართველოშია, ნამდვილად არ არის სახარბიელო არც ბიზნესისთვის და არც ქვეყნისთვის.




90-იანი წლების შემდეგ მსგავსი შემთხვევები არ ახსენდება ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელ დავით ბეგიაშვილსაც. მისი განცხადებით, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში კრიმინოგენული სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია, ეს კი ბიზნესზე, ინვესტიციებზე საკმაოდ ნეგატიურად ისახება.



„ტექნო ბუმის“ დმფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე  განმარტავს, რომ ქვეყანას ამ მხრივ ცუდი წარსული 2000-იანებიდან აქვს. „2005 წელს, მაგალითად, „ტექნო ბუმის“ მანქანა  დაგვიყაჩაღეს და თანამშრომელი მოგვიკლეს. ყაჩაღობა  და ძარცვის შემთხვევები გვქონდა 2005-2007 წლებში, ანალოგიური შემთხვევა იყო 2018 წელსაც. სტატისტიკა ძალიან საგანგაშო არ არის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის შემთხვევები, რაც ხდება, არასასიამოვნოა.


ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, ბოლო  30 წელია  მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში. ღარიბ ქვეყანაში კი  იოლი გზით გამდიდრების ცდუნება მაღალია. არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ უახლოეს 10 წელიწადში სასიკეთოდ რამე შეიცვლება,“ აცხადებს ქოქოლაძე.

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასულ კვირას  პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ კრიმინალის ზრდაზე ისაუბრა. მისი განცხადებით,  იმის მტკიცება, რომ  ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც ბახტაძემ განმარტა, 2018 წლიდან შეიცვლა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა ახალი მიდგომა. სწორედ  ამან განაპირობა, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის ზრდა დაფიქსირდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, 2017 წელთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული.


2018 წლის იანვარ-ნოემბერში სამართალდამცველმა ორგანოებმა საქართველოში 53 637 დანაშაული აღრიცხეს. აქედან 18 467 (34%) გახსნეს. წინა წლის ამავე პერიოდში კი  ქვეყანაში 33 931 დანაშაული დარეგისტრირდა, გაიხსნა - 18371 (54%).


2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის 123.68%-ით - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 100.29%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 253.63%-ით - დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ, 61.76%-ით - დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ, 81.75%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო 26.47%-ით - დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.


სოფო ქსოვრელი 

 

 






„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up