ბიზნესი კონკურენციის სააგენტოზე - „ეს სამსახური არაეფექტურია და მის შესახებ არავინ არაფერი იცის“

ბიზნესი კონკურენციის სააგენტოზე - „ეს სამსახური არაეფექტურია და მის შესახებ არავინ არაფერი იცის“

access_time2018-11-06 12:00:00

 ბიზნესი სულ უფრო აქტიურად საუბრობს ქვეყანაში გაზრდილ მონოპოლიაზე, დემპინგზე, ტენდერების არაკონკურენტულ გარემოსა და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე.  თუმცა ხელისუფლების მხრიდან მყისიერი და ეფექტური რეაგირება არ ჩანს. არადა ქვეყანაში არსებობს ორგანო, რომელიც სწორედ ამ საკითხების დარეგულირებაზე უნდა ზრუნდავდეს — ეს კონკურენციის სააგენტოა.


როგორც ბოლო დღეებში გაირკვა,  კონკურენციის სააგენტოს მიმართ შენიშვნები არა მხოლოდ ბიზნესმენებს, არამედ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესაც აქვს.  

 

რომან კაკულიას განცხადებით, სააგენტოს არ აქვს გარკვეული მკაფიოდ განსაზღვრული მანდატი თუ როდის შედის ის გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში სხვადასხვა ორგანიზაციაში. მისივე განცხადებით, სააგენტო ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მას ინსტიტუციონალური გაძლიერებაც სჭირდება.


კომერსანტი დაინტერესდა რას ფიქრობენ თავად ბიზნესმენები კონკურენციის სააგენტოზე და რამდენად ეფექტურია მისი მუშაობა. 

 

როგორიც ირკვევა, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების უმრავლესობა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის საჭიროებას ვერ ხედავს, მეტიც ზოგიერთი ბიზნესი მისი საქმიანობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.

 

როგორც  „ტექნო-ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ის ვერ ხედავს ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მნიშვნელობას. 

 


„ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს მოთხოვნა-მიწოდების საკითხი. სახელმწიფო უწყებები ნაკლებად უნდა ჩაერიონ ბაზრის დარეგულირებაში. ამიტომ კონკურენციის სააგენტოს, როგორც ორგანიზაციის დიდ მნიშვნელობას ვერ ვხედავ. ასევე  ვერ ვხედავ ინსტრუმენტს რა ინსტრუმენტითაც იგი ბაზარს დაარეგულირებს.   


ალბათ ბიზნესმა სააგენტოს იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, როდესაც ბაზარზე დემპინგური ან მონოპოლიური მდგომარეობა არსებობს, თუმცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში კონკურენცია ჯანსაღია და სააგენტოსთვის არასდროს მიმიმართავს, - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

 

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალური დირექტორი ანზორ მელია აცხადებს, რომ  კონკურენციის სააგენტოს არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად „კომერსანტისგან“ შეიტყო. ბიზნესმენს ნდობა არც სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის მიმართ აქვს.

 

„ქვეყანაში მონოპოლია იმიტომ არსებობს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური არ გვაქვს. ხადურის უწყებიდან ხომ შეიძლება მოვიდეს რომელიმე პირი და წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს ჰკითხოს რეალურად რა აწუხებთ? ეს სამსახური არაეფექტურია და მის შესახებ არავინ არაფერი იცის. მათ ალბათ იციან, რომ მე ხშირად მწვავე განცხადებებით გამოვდივარ, თუმცა ჩემამდე არავინ მოსულა. ქართულ მედიცინას ამ სააგენტოს არსებობის არაფერი ეტყობა, რადგან ეს სფერო უკან  უკან მიდის,“ - განაცხადა ანზორ მელიამ.

 

კომერსანტი: ბატონო ანზორ, ბიზნესის გარდა კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებთან დაკავშირებით შენიშვნები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიასაც აქვს.


ანზორ მელია: ერთი ნათელი წერტილი „ქართულ ოცნებაში“ რომან კაკულიაა, ვის მიმართაც ნდობა მაქვს.

 

რაც შეეხება ბიზნესმენ თემურ ჭყონიას, მისი განცხადებით, ჩვენ ქვეყანაში დემპინგს და მონოპოლიას კონკურენციის სააგენტო ვერ გააკონტროლებს და ვერც აკონტროლებს, რადგან რთული თემაა . ბიზნესმენის განცხადებით, ეს მხოლოს კონკურენციის სააგენტოს ბრალი არ არის და ამაში სახელმწიფოს ბრალეულობაცაა.

 

„კონკურენციის სააგენტო ბევრ სახელმწიფოში  სერიოზული ინსტიტუტია, რადგან სავაჭრო სისტემაში და დემპინგში ძალიან ბევრი დეტალია და მათი დარეგულირება აუცილებელია. მსოფლიოში არსებობს წარმატებეული სტრუქტურები, რომლის ანალოგის გადმოღებაც საქართველოში კარგი იქნება, ამასთან  საჭიროა უცხოეთიდან სფეროს გამოცდილი სპეციალისტები ჩამოვიდნენც.


სახელმწიფოს როლს სწორედ ამ ჭრილში ვხედავ. რაშიც ისტორიული, ან ევროპული გამოცდილება არ გვაქვს, საჭიროა დავნერგოთ მსოფლიო გამოცდილება,“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up