იმპორტი ძვირდება,ადგილობრივ პროდუქტზე კი ფასი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ხალხს ფული არ აქვს

იმპორტი ძვირდება,ადგილობრივ პროდუქტზე კი ფასი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ხალხს ფული არ აქვს

access_time2020-10-08 14:00:48

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა, იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ზრდა გამოწვია. პანდემიით მიყენებული ზარალის შემდეგ, ბიზნესის მორიგი გამოწვევა სწორედ ეს აღმოჩნდა. ბიზნესი გამოსავალს პროდუქციის ადგილობრივ წარმოებაში ხედავს.

 

შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის თქმით, საქართველო უფრო მეტად ეროვნული პროდუქციის წარმოებაზე უნდა გადაერთოს და ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს.


აუცილებელია უფრო მეტი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, რათა იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გვქონდეს საქართველოში წარმოებული საკმარისი პროდუქტი და არ ვიყოთ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც სხვადასხვა კრიზისის დროს იწვევს ინფლაციას და ფასების ზრდას. ჩვენ ვითვალისწინებთ ქართველი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას, რომელიც მკვეთრად განსხვავდება უცხოელი ტურისტისგან, ამიტომ ჩვენთან ფასის ცვლილება არ ყოფილა და არც ვგეგმავთ.“ - განმარტავს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი.

 


„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ მსგავსად  ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედავად,  პროდუქციის ფასის ზრდას არ აპირებს „ჩირიანა“.

 

პრობლემა არის ის, თუ  რა იწარმოება საქართველოში, როგორია ინვესტიციები და ა.შ. მნიშვნელოვანია, ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალოს და საქართველოში ბევრი რამ იწარმოოს. ამ შემთხვევაში,  ჩვენ არ ვიქნებით ძალიან დამოკიდებული ლარისა და დოლარის კურსის ცვალებადობაზე. მაგალითად ჩვენ, ქართული მწარმოებლები ვართ, თუმცა რაღაც ნაწილი იმპორტირებულია. იმპორტის ნაწილი ძვირდება, ხოლო ადგილობრივის ფასი უნდა შევინარჩუნოთ. სხვა გზა არ არის, პროდუქტს ძვირად ვერ გავყიდი, რადგან ხალხს ფული არ აქვს. ასე რომ, ჩვენ სტაბილურად იმ ფასებში ვიმუშავებთ, რომელიც იყო“ - აცხადებს „კომპანია“ ჩირინას დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up